საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების პროცესში დღეს სრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. 8 ოქტომბერს საწვრთნელ პროცესში მხოლოდ 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა, დღეს კი გუნდმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - პოლონური არკას ლეგიონერი ლუკა ზარანდია.

"მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარ. ყველა ფეხბურთელისთვის ეს დიდი მოტივაციაა. ვეცდები, რომ გუნდს სრულად დავეხმარო, თუ ამის შესაძლებლობა მექნება. საქართველოს ნაკრებისთვის ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია, ორი გამარჯვების შემდეგ კარგი სატურნირო მდგომარეობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ასე გავაგრძელებთ." - ლუკა ზარანდია

სავარჯიშო პროცესი ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ამ დროისთვის, ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება.

"ერთა ლიგა ორი გამარჯვებით დავიწყეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთავარ კონკურენტ ყაზახეთთან 5 ქულიანი უპირატესობა გვაქვს.

რაც შეეხება ანდორას, მეტოქე ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და მათი ბარიერების გადალახვა იოლი არ იქნება. თუმცა ამ ერთკვირიან შეკრებას სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ მეტოქის წინააღმდეგ სწორი ტაქტიკა შევარჩიოთ და დადებითი შედეგი ვაჩვენოთ." - გიორგი აბურჯანია

ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრები ანდორას 13 ოქტომბერს თბილისში უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. მეოთხე ტურის თამაშს ქართველი ფეხბურთელები 16 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ სტუმრად, რიგაში გამართავენ. შეხვედრა, თბილისის დროით, 22:45 საათზე შედგება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 17 /
არაბიძე უნდა თამაშობდეს ჩაკვეტაძეს გვერდით ტანდემში, ეს იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი. ის რაშიც კობი ადანაშაულებს არაბიძეს, არ შეიძლება. ახალგაზრდამ უნდა მოითბინო. მეორეს მხრივ, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ფორმაში იყო არაბიძე 20 წლამდელთა ჩემპიონატზე თბილისში. მან ჩაკვეტაძესთან ერთად, მარტო ათრია ნაკრები უძლიერეს ჩეხეთთან და ცოტა რომ გამართლებოდა გოლსაც გაიტანდა. იმ თამაშში არაბამ ჩაკვეს აჯობა, პირველ რიგში ფიზიკურად, ტიპმა იომა. და რა მერე, 2 წელი გავიდა და მას 2 სრულფასოვანი თამაშის საშუალება არ მისცეს, რაც აშკარა უსამართლობაა. ფეხბურთელს, რომელსაც სანაკრებო პრაქთიკა არააქვს, გუნდში წინ ვერ წავა, ეს ფაქტია. გიორგი ახალგაზრდაა, მან დაამტკიცა, რომ ნაკრების ღირსია, მარა პატრონი არა ყავს, მამა გარდაეცვალა. კობიაშვილი კი დახმარების მაგივრად, პირიქით მარხავს, მამამისოვიჩი კაჭარავა, რომელიც ძლივს დაბორძიკობს ნაკრებშია. გაუტყდა ბიჭს გული და ერთი თქვენიცო, დეპრესიაშიც იქნება დარწმუნებული ვარ.. ვარჯიშზე არ მოწონწბიათ. თამაში რომ სურდა მიტომ ჩამოვიდა. დაინახა ალბათ რომ არ იყო მისი ადგილი, და ნერვებმა უმტყუნა. მე არ ვამართლებ მის საქციელს, მაგრამ ჩვენთან გამომწვევი მიზეზები არავის არ აინტერესებს. ერთს გეტყვით ბატონო ლევან, საკითხს ცივი გონებით უნდა მიუდგეთ, თორე მაგ გუნდით ამ ჯგუფის შEმდეგ ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებთ. მაგ ბიჭს, კი არ მგონია სწორად ექცეოდეთ. გისურვებთ წარმატებებს.
ვასო
10:04 10-10-2018
8
Ra mainteresebs ver veswrebi varjishebs da kacharavas varjishze tu mainc gaaqvs goli?tu iqac mamamisi dgas?
5gio
03:59 10-10-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული