მექანიკოსი, მასწავლებელი, პოლიციელი... - ანდორის ნაკრების ფეხბურთელების პროფესიები

AutoSharing Option
პატარა ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში ხშირია შემთხვევა, როცა ფეხბურთელი ერთდროულად რამდენიმე პროფესიას ითვისებს. ეს ხშირად კლუბში დაბალი ხელფასითა და დაბალი სათამაშო დონით არის გამოწვეული.

არც ჩვენი მომავალი მეტოქე ანდორის ნაკრებია გამონაკლისი. ფეხბურთელები, რომლებიც ანდორის ჩემპიონატში თამაშობენ, სხვა სამსახურშიც დადიან.

SPORTALL.GE-მ მოიძია ინფორმაცია მეტოქის ფეხბურთელებსა და მათ პარალელურ პროფესიებზე.

გაბი რიერა
33 წლის თავდამსხმელია. მას ანდორისა და ესპანეთის სამოყვარულო კლუბებში უთამაშია. ნაკრებში 40 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი აქვს გატანილი.
ის მექანიკოსია.

ივან ლორენცო 32 წლის ვინგერია. საფეხბურთო კლუბ "ბენაბარეს" წევრია. ის ამავდროულად სასტუმროს ადმინისტრატორია.

სასტუმროში მუშაობს 35 წლის კარლოდ ედუარდო პეპპეც. ის მიმღებში ზის და მისულ სტუმრებს არეგისტრირებს.

28 წლის ნახევარმცველი კრისტიან მარტინესი აღმზრდელობით საქმიანობას ეწევა. ის სკოლაში მასწავლებელია. ამავე პროფესიისაა 36 წლის ვეტერანი მარკ პუიოლი, რომელსაც ნაკრებში 80 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

38 წლის ლიდენფოს ლიმა კი პოლიციელია. ის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია ნაკრებში. მას 115 მატჩი აქვს ჩატარებული და გუნდის კაპიტანია.

სებასტიან გომესი, ვიქტორ მორეირა და ლუიჯი სან ნიკოლასი კი დაცვის კომპანიის წევრები არიან.

altრა გუნდია ანდორის ნაკრები? - სამოყვარულო თუ პროფესიონალური

altსაქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა

მკითხველის კომენტარები / 17 /
მექანიკოსი უძახე, თუ შეაგდეს ერთი ბრუციანი ბურთი მერე მაგათი ავტობუსის გაწევა და გატანა რთული იქნება
ოკ
10 ოქტომბერი 2018 13:38
2
ისე ჩვენებმაც რომ შეითავსონ ან ისწავლონ?ფეხბურთი ჭ დონის ნაკრებთან გამოსდით და ჰაა?იქნებ ხელობა რამე შეითვისონ.
Giguha
10 ოქტომბერი 2018 11:45
16
გიგუშ! არ გაინტერესებს, კაშია რა პროფესიას შეითავსებს? დღეს, თამაშის დამთავრების შემდეგ ვკითხოთ.
Gigush-ას!
13 ოქტომბერი 2018 06:45
0
მაქსიმალური ყურადღება გვმარტებს ამ ორ თამაშში. ეხლა წყდება I ადგილის ბედი... წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს. იმედია, კარგად დაწყებულ საქმეს, კარგადვე გააგრძელებენ. გაიხარებენ და ჩვენც გაგვახარებენ!!!
tngh
10 ოქტომბერი 2018 11:10
0
თქვენ! "პროფესიონალებო"! მერე აქციაზე გაიქცევით ქართველობას გვართმევენო! როცა შენ არ ცემ შენსას პატივს, შენ არ გიყვარს შენი, იმას არ აფასებ რაც დღეს გაქვს, როცა შენვე ყიდი შენ მიწას ვიღაც გადამთიელზე, წართმეული იქნება მერე ყველაფერი, აბა რა იქნება!
ბასკი
10 ოქტომბერი 2018 10:43
9
ცჰვენი პროფესიონალები ხო ანგრევენ რა..ეგ დონეა.
treneri
10 ოქტომბერი 2018 10:12
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული