უეფას საიტი იტყობინება, რომ ერთა ლიგაზე მონაწილეობისათვის ნაკრებებს სოლიდარობის თანხასაც გაუზრდის და ბუნუსებსაც.
D ჯგუფის ყველ ნაკრები 0.75 მილიონს მიიღებს, ხოლო გამრჯვებული დამატებით 0.75 მილიონს.
ასე რომ, ჯვაროსნებს ევროპირველობის საგზურის მოპოვებასთან ერთად 1.5 მილიონის გამომუშავებაც შეუძლიათ.
A ჯგუფში მონაწილე ეროვნული გუნდები 2.25 მილიონს მიიღებენ, B ჯგუფში 1.5 მილიონს, ხოლო С ჯგუფში - 1.125 მილიონს.
შეგახსენებთ, ჩვენმა ნაკრებმა სასტარტო ორივე მატჩი მოიგო და 13 ოქტომბერს თბილისში ანდორას უმასპინძლებს.