ანდორელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მოგებას იმსახურებს

AutoSharing Option
ანდორის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველოსთან 0:3 მარცხის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

" როცა ბურთის გარეშე თამაშობ, მთელი ყურადღება გადატანილია დაცვაზე და ჩვენი ნაკრებიც ასე იქცეოდა. უნდა ვთქვა, რომ კარგად დავიწყეთ თამაში და პირველი ნახევარში მოვახერხეთ მეტოქის განეიტრალება, თუმცა მატჩი 90 წუთი გრძელდება და ჩვენ დავმარცხდით. ჩემმა ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და თავისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინეს, მე მადლობა მინდა ვუთხრა მათ.

საქართველო ერთ-ერთი ფავორიტია ლიგაზე და მათ საკუთარი თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს. თქვენი ნაკრები არამარტო ჯგუფის
მოგებას, არამედ ერთა ლიგის მოგებას იმსახურებს, რაც ავტომატურად გაგიყვანთ ევროპის ჩემპიონატზე.

ვფიქრობ, თქვენი ნაკრები უფრო წინ დგას ვიდრე ანდორის ნაკრები, გვქონდა თამაშის მიმდინარეობის ცვლილების გეგმა, თუმცა ეს სამწუხაროდ არ გამოგვივიდა.

მთელი წლის განმავლობაში ჩვენმა ნაკრებმა ექვსი თამაში წარმატებულად ჩაატარა, თუმცა ამჯერად ჩვენ მარცხი განვიცადეთ და ეს სამწუხაროა."

altსაქართველოს ნაკრებმა ანდორა გაანადგურა და ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება იზეიმა

altთორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო და საქართველოს ნაკრებს ვერ დეხმარება






მკითხველის კომენტარები / 12 /
სომხები იტყვიან რომ გიბლარტართან ჩვენ წავაგეთ და მაგათმა ანდორას მოუგეს, ხო და ვიდეო კარგად შევინახოთ, წლების მერე გამოგვადგება
Parfiumer
23:54 13-10-2018
0
ეხლა ხომ მიხვდი ვინ ყოფილა ძლიერი შე პინგვინო:))
შოთა
00:58 14-10-2018
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული