გურამ კაშია: მარტო საქართველო ცდილობდა ფეხბურთის თამაშს

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურში ანდორას განადგურების (3:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"3:0 მოვიგეთ, ცხრა ქულა გვაქვს, არცერთი გოლი არ გაგვიშვია, ამაზე კარგი რა უნდა იყოს ნაკრებისთვის, შესაბამისად კმაყოფილები ვართ. ძალიან კარგია, რომ დიდი უპირატესობით ვლიდერობთ ჯგუფს და ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია.

ანდორის ნაკრები უფრო ხისტად თამაშობდა ვიდრე ლატვია, თუმცა ვფიქრობ, დაახლოებით ერთი დონის გუნდები არიან. კარგი ფეხბურთი რომ ითამაშო, ამისთვის ორი გუნდია საჭირო, მაგრამ დღეს მარტო საქართველო ცდილობდა ფეხბურთის თამაშს.

შესაძლოა ხარისხი არ იყო
სანახაობრივი, თუმცა სათამაშოდაც რთულია ასეთ გუნდებთან, რომლებიც თერთმეტი ფეხბურთელით დაცვაში არიან."

altვლადიმირ ვაისი: შესაძლოა ბუდუ ზივზივაძე ან ვლადიმერ დვალიშვილი გამოვიძახო

altანდორელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მოგებას იმსახურებს

altსაქართველოს ნაკრებმა ანდორა გაანადგურა და ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ანდორა და ლატვის ნაკრები ნამდვილად არ არიან ერთი დონის გუნდები, ნახავ სამ დღეში!
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული