whoscored.com: საუკეთესო ვაკო ყაზაიშვილი იყო, ყველაზე ცუდი ნიკა კაჭარავა

AutoSharing Option
სპორტულმა ანალიტიკურმა საიტმა whoscored.com-მა საქართველოსა და ანდორის მატჩი შეაფასა (3:0). საიტმა საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შეფასება ვაკო ყაზაიშვილს 9.2 დაუწერა, ყველაზე ცუდად კი ნიკა კაჭარავა დაასახელა 6.6.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებები საიტის მიხედვით:

  • გიორგი ლორია 6.9
  • ოთარ კაკაბაძე 8.2
  • საბა კვირკველია 7.7
  • გურამ კაშია 7.1
  • გიორგი ნავალოვსკი 7.8
  • ჯაბა კანკავა 8.8
  • ნიკა კვეკვესკირი 7.7
  • ვაკო ყაზაიშვილი 9.2
  • ოთარ კიტეიშვილი 6.7
  • გიორგი ჩაკვეტაძე 7.2
  • ნიკა კაჭარავა 6.6

ანდორის ნაკრებში საუკეთესოდ ნახევარმცველი მარკ რებესი 6.6 ქულით დასახელდა, ყველაზე ცუდი შეფასება მარსიო ვიეირამ მიიღო
5.3.

სხვა სტატისტიკა:

  • საქართველოს ნაკრებში ყველაზე მნიშვნელოვან პასებს ოთარ კაკაბაძე აკეთებდა, მან 4 ეგრეთწოდებული "გადამწყვეტი პასი" გააკეთა.
  • ყველაზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლა გიორგი ნავალოვსკიმ მოიგო - 4.
  • სასტარტო შემადგენლობაში ყველაზე მეტი ზუსტი პასი გურამ კაშიამ გასცა 92.8%, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გიორგი ლორიას ჰქონდა 64.3%.
  • ყველაზე მეტი პასი ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა - 101.
  • ყველაზე მეტჯერ ჯაბა კანკავა დაჯარიმდა - 4-ჯერ.
  • მეტოქის ყველაზე მეტი პასი გიორგი ნავალოვსკიმ ჩაჭრა - 11.

altსაქართველოს ნაკრების შესანიშნავი სტატისტიკა - ბურთის ფლობა, პასის სიზუსტე, კუთხურები...

altვლადიმირ ვაისი: შესაძლოა ბუდუ ზივზივაძე ან ვლადიმერ დვალიშვილი გამოვიძახო

altსაქართველოს ნაკრებმა ანდორა გაანადგურა და ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა თქმა უნდა მჭედლიძე კაჭარავაზე 1 თავით მღლა დგას მარა კაჭარავას გამოყენებაც შეიძლება რაგაც თამაშებში მარა არა ამ თამაშებში. წინ გაუშვან ვაკო და მომენტების 70-80% გაიტანს. მარჯვნიდან მისცენ შანსი და სრული 2 ტაიმი ზარანდიას. ცენტრში კიდე გაიყონ სათამაშო დრო კიტეიშვილმა და ანანიძემ.
dato
14:16 15-10-2018
0
დვალიშვილი სანატრელი გაგვიხადეს
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
12:38 15-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული