ლატვიელთა მწვრთნელი: ნუ უყურებთ რეიტინგს, საქართველომ ესპანეთი დაამარცხა

AutoSharing Option
ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაილენმა საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩამდე, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"სამწუხაროდ, ჩვენი მდგომარეობა ჯგუფში მძიმეა, ჩვენ თითქმის აღარ დაგვრჩა შანსი. ლატვიის ნაკრები ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის გამოდის. საქართველოსთვის ყველაფერი იდეალურად აეწყო, სამიდან სამი გამარჯვება, მათ ერთი გოლიც არ გაუშვიათ.

ეს ძალიან კარგი გუნდია, რომლის ფეხბურთელებიც ევროპის წამყვან გუნდებში თამაშობენ. მათ ჰყავთ ტაქტიკურად განსწავლული მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, რომელსაც შეუძლია გუნდი ყოველთვის გამარჯვებისთვის განაწყოს.

ნუ უყურებთ რეიტინგს, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. არ მითხრათ, რომ ეს ყველა
გუნდს შეუძლია. ცუდი გუნდი ამას ვერ მოახერხებს.

საკუთარ კედლებში ჩვენი გულშემატკივრის წინაშე აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება. ამიტომაც მოგვიწევს, განსხვავებულად ვითამაშოთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში თბილისში.

რამდენიმე დღის წინ ყაზახების წინააღმდეგ მძიმე მატჩი ჩავატარეთ და უფრო რთული შეხვედრა გველის ხვალ.

ვიცით, რომ ახლახან საქართველოს ნაკრებს ჯანო ანანიძე დაუბრუნდა, რომელიც მუდმივად ტრავმირებულია. ის დიდი ძალაა მეტოქისთვის, მაგრამ მათ, როგორც გუნდს, ისე ვაფასებთ და არა, როგორც კონკრეტულ ფეხბურთელს.

თუმცა ლატვიის ნაკრები აუცილებლად გამარჯვებისთვის ითამაშებს და შეეცდება, პირველი სამი ქულა მოიპოვოს. ჩვენ ვიცით, რომ ამ სამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს გოლი არ გაუშვია. ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე, რიგაში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

altსაქართველოს ნაკრებს რიგაში ქართველი ქომაგები დახვდნენ [VIDEO]

altსაქართველოს ეროვნული გუნდი ამ სანაკრებო უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს

altLIVE ბლოგი ლატვიიდან: ჩასვლა და დახვედრა


მკითხველის კომენტარები / 4 /
ნამდვილად ყველაფერი იდეალურად აგვეწყო როგორც არასდროს! ამის დროც დაგვიდგა და შანსი 100%-ით უნდა გამოვიყენოთ! საქართველოს გაუმარჯოს!!!
soxumeli veterani
22:15 15-10-2018
0
ეს კაცი ჩვენს ფეხბურთელებზე ლაპარაკობს,ევროპის წამყვან კლუბებშიო?ჩვენს ბიჭებს რა თქმა უნდა გამარჯვებას ვუსურვებ,მაგრამ ლატვიელთა მწვრთნელი აშკარად რაღაცას ეშმაკობს.
სოსო
19:43 15-10-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული