ბრიტანულმა საიტმა Whoscored-მა D ლიგის პირველი ჯგუფის პირველი სამი ტურის მიხედვით სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში ჯვაროსანთა 10 ფეხბურთელი შეიყვანა. ჩვენი ნაკრების მოთამაშეთა გარდა ამ გუნდში მხოლოდ ლატვიელი რაკელსი მოხვდა.
მეკარე: გიორგი ლორია (7.1 ბალი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (7.4), საბა კვირკველია (7.5), გურამ კაშია (7.5), გიორგი ნავალოვსკი (7.4)
ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე (7.4), ნიკა კვეკვესკირი (7.4), ჯაბა კანკავა (7.8), ვაკო ყაზაიშვილი (7.6)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (6.4), დენის რაკელსი (6.5)