კანკავას ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ლატვიას პირველი ტაიმი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ლატვია პირველ ტაიმში 2:0 დაამარცხა.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, ის ფეხბურთელები დატოვა სათადარიგოთა სკამზე, რომლებმაც თავი ანდორასთან მატჩში კარგად წარმოაჩინეს. თუმცა, ყოველივე ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ნათელი შეიქნა, რომ მისი არჩევანი სწორი გამოდგა.

დღეს ყაზახეთმა ანდორა 4:0 დაამარცხა და ეს მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ყოფნიდა.

თამაში ჯვაროსნების შეტევებით დაიწყო, დებიუტში მერებაშვილის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოშო მეტოქის მცველს ხელზე მოხვდა, პენალტი კი
ყაზაიშვილს მეკარე ვანინსმა აუღო.


თუმცა, ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და კანკავამ მალე შორიდან ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა.


საქართველოს ნაკრებმა ანგარიშიც გახსნა და რაც მთავარია კლასით მეტოქეს სჯაბნიდა. სჯაბნიდა გადახალისებული შემადგენლობითაც, ნომინალური თავდამსხმელის გარეშეც.

მასპინძლები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-20 წუთზე ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გვილიას მცველმა იაგოდინსკისმა დაასწრო და მისი თავური ოდნავ ასცდა მიზანს.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების შეტევები მინავლდა და თამაში გათანაბრდა. მხოლოდ დროებით. 29-ე წუთზე ჩაკვეტაძემ გვილია გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა, 2:0 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - საქართველო 0:2
გოლები: 1:0 კანკავა (8), 0:2 გვილია (29)
გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (5)

ლატვია: ვანინსი, იულევსი, იაგოდინსკისი, დუბრა, მაკსიმენკო, ფერტოვსი, ტარასოვსი, ციგანიკსი, რაკელსი, კარაშაუსკსი, გუტკოვსკისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, კვეკვესკირი, კანკავა (აბურჯანია 34), მერებაშვილი, გვილია, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველას გილოცავთ! მერება კი, ნამდვილად ვერ ჯდება რიტმში..
ფერნანდო
17 ოქტომბერი 2018 12:15
0
გილოცავთ ბიჭებო! ასე გააგრძელეთ.
მერებ ...
Irakli
17 ოქტომბერი 2018 00:27
0
მერებაშვილმა ეს თამაშიც ჩააგდო
გიორგი
17 ოქტომბერი 2018 00:23
1
ეგ არის რა!
ყლაპალაინენი
17 ოქტომბერი 2018 00:15
1
მერებაშვილის ვალი გაქვთ თუ რატო ათამაშებთ
17 ოქტომბერი 2018 00:01
3
ადმინ, რატომ მიბლოკავ კომენტარებს?
გამოიყვანეთ გელა ნუგზარაშვილი შეტევის გასაძლიერებლად.ვერ ხედავთ რომ ვერ ვუტევთ?
მიდი გელა!!
გიორგი
16 ოქტომბერი 2018 23:48
11
მთელი საქართველო მოუთმენლად ველით გელა ნუგზარაშვილის გამოსვლას მეორე ტაიმში.
მიდი გელა!
გიორგი
16 ოქტომბერი 2018 23:41
9
კარგიააააა! ძალაინ კარგია! ცოტათი არ მჯერა :დდ ჩაკვე მაგარ ფორმაშია)) ბიჭებიც კარგ ფეხბურთს თამაშობენ!
BIANKONERI
16 ოქტომბერი 2018 23:40
0
LINK-ი დადოთ იქნებ რომ ვნახოთ საზღვარგარეთ.
Emigrantebi
16 ოქტომბერი 2018 23:39
0
გელა ნუგზარაშვილი ალბათ მეორე ტაიმში შემოვა და დაგლიჯავს.
მიდი გელა!!
გიორგი
16 ოქტომბერი 2018 23:38
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული