ბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ლატვია გაანადგურა (3:0) და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველი ადგილი გაინაღდა.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, ის ფეხბურთელები დატოვა სათადარიგოთა სკამზე, რომლებმაც თავი ანდორასთან მატჩში კარგად წარმოაჩინეს. თუმცა, ყოველივე ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ნათელი შეიქნა, რომ მისი არჩევანი სწორი გამოდგა.

მასპინძლებს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ, დაცვითი თამაშის საშუალება არ ჰქონდათ და ამან ჩვენს ეროვნულ გუნდს ხელ-ფეხი გაუხსნა.

თამაში ჯვაროსნების შეტევებით დაიწყო,
დებიუტში მერებაშვილის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მეტოქის მცველს ხელზე მოხვდა, პენალტი კი ყაზაიშვილს მეკარე ვანინსმა აუღო.

თუმცა, ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და კანკავამ მალე შორიდან დარტყმით ანგარიში გახსნა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშიც გახსნა და რაც მთავარია, კლასით მეტოქეს სჯაბნიდა. სჯაბნიდა გადახალისებული შემადგენლობითაც, ნომინალური თავდამსხმელის გარეშეც.

მასპინძლები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-20 წუთზე ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გვილიას მცველმა იაგოდინსკისმა დაასწრო და მისი თავური ოდნავ ასცდა მიზანს.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების შეტევები მინავლდა და თამაში გათანაბრდა. მხოლოდ დროებით. 29-ე წუთზე ჩაკვეტაძემ გვილია გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა, 2:0 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

შესვენების შემდეგ თამაში ვაისის შეგირდების უპირატესობით გაგრძელდა და შესანიშნავი გარღვევის მერე ჩაკვეტაძემ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა გოლგაუშვებლად მეოთხე მატჩიც მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა და პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა. ვერაფერს იტყვი, ჩვენმა გუნდმა ჩინებულად იასპარეზა და ოპონენტებს კრიტიკის მინიმალური საფუძველიც კი არ დაუტოვა.

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - საქართველო 0:3
გოლები: 1:0 კანკავა (8), 0:2 გვილია (29), 0:3 ჩაკვეტაძე (61)
გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (5)

ლატვია: ვანინსი, იულევსი, იაგოდინსკისი, დუბრა, მაკსიმენკო, ფერტოვსი (ისაევსი 46), ტარასოვსი, ციგანიკსი, რაკელსი, კარაშაუსკსი (იკანეუნიკსი 70), გუტკოვსკისი (საბალა 70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, კვეკვესკირი, კანკავა (აბურჯანია 34), მერებაშვილი (ჯიღაური 80), გვილია, ჩაკვეტაძე (ზარანდია 88), ყაზაიშვილი

altპუტინ ხუილო! - ქართველი და ლატვიელი ფანების ერთობლივი შეძახილი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 68 /
კოსოვო მოგვიწევს პლეი ოფში და იქ ასეთი გასეირნება არ გვექნება
გელა ნუგზარაშვილი
20 ოქტომბერი 2018 11:54
9
გიოშა, ძმაო. გეთანხმები, მაგრამ გათამაშების დასაწყისში არა მგონია ასეთი რამ გვეფიქრა, წარსული შედეგებიდან გამომდინარე. ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ "დ" დონის გუნდებტთნ მათ არაფერი ესაქმებათ. თამაშის ხარისხი რომ თვალშისაცემია და გუნგი გუნდს გავს, ეს ცალსახაა.
zaal
18 ოქტომბერი 2018 11:48
0
კარგი და სასიამოვნოა 4 თამაში გოლგაუშვებლად რომ დავასრულედ,მაგრამ ვისთან ამას ყველა უნდა ხედავდეს.
გიოშა
17 ოქტომბერი 2018 15:06
19
ვულოცავ ბიჭებს, სამწვრთნელო გუნდს,მთელ საქართველოს. რამდენიმე კითხვა მაქვს: რატომ იძახებს ვაისი მერებაშვილს, (ასევე კაჭარავას ). რატომ უჭირთ დაბალი პასები, მიღებისას ბურთი მაღლა უხტებათ და მერე უჭირთ დაჭერა, კარებში დარტმები? კანკავას გოლი იშვიათობაა. კლასი და პროგრესი ჩაკვეტაძის მართლა გამოსარჩევია, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ მისი,დანარჩენების რეალური კლასი( სტაბილურობა) შემდგომ ეტაპზე გამოჩნდება.მოუთმენლად ველი.. წინ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
გუსანი
17 ოქტომბერი 2018 13:19
2
ყოჩაღ ბიჭებო! ეგრე რა ! ასეთ გუნდებს სულ ამ ანგარიშით უნდა ვამარცხებდეთ. ძალიან მიხარია,რომ წინ მივიწევთ და ვვითარდებით, მაგრამ წინ ჯერ დიდი გზაა. იმედი მაქვს, რომ მალე უფრო ძლიერებსაც ვძლევთ.
)))))
17 ოქტომბერი 2018 12:21
0
შესანიშნავად ითამაშეს ბიჭებმა და შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ კრიტიკა, მაგრამ მერაბიშვილის თამაში ამ გუნდში უბრალოდ არ შეიძლება, ხდება ხოლმე, რომ ფეხბურთელს თამაში არ წაუვა, მაგრამ იცი, რომ ხვალ ან ზეგ უეჭველი გამოუვა, ამ ბიჭისგან არ გამოვა არაფერი, არა აქვს მას ამისი რესურსი, რომ უკეთ ითამაშოს, არა აქვს, არაააა! ვერ ვიჯერებ, რომ ზარანდია ან ჯიღაური თუნდაც მას არ სჯობია, არ გამოიძახოთ ეს კაცი, არაააა!
მაგარი იყო
17 ოქტომბერი 2018 11:47
2
ადრე ვზეიმობდით ლივერპულთან და ფეიენორდთან 3-0 მოგებულ თმაშებს,ახლა
კი ანდორასა და ლატვიასთან 3-0 ვზეიმობთ.
გიოშა
17 ოქტომბერი 2018 11:47
16
ბორის პაიჭაძის,მიხეილ მესხისა და დავით ყიფიანის დროინდელი თბილისის დინამოს წარმატებული თამაშების შემდეგ ამოდენა ზარზეიმი გამოიწვია ანდორისა და ლატვიის ნაკრებების დამარცხებამ და მათგან გოლიის არ გაშვებამ???
გიოშა
17 ოქტომბერი 2018 11:29
17
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს დამსახურებულ წარმატებას და გილოცავთ ყველას, ყველას, ყველას!!! იმედია, ესეთივე მონდომებით, სერიოზულობით, დაკვირვებით, სათამასო დისციპლინით, ზომიერი სიფრთხილით და გუნდური პრინციპით ჩაატარებენ პლეი-ოფის ეტაპს.
tngh
17 ოქტომბერი 2018 11:14
1
ნამდვილად სწორი მინიშნებებია, არც ერთ საქმეს არ უხდება ლაზღანდარობა და აგდებული დამოკიდებულება. ვულოცავ ბიჭებს და ქართველ ქომაგებს პლეიოფის ნახევარფინალში დამაჯერებელ და დამსახურებულ გასვლას.
გიზოგ
17 ოქტომბერი 2018 12:15
0
გილლოცავთ ქართველებო ამ წარმატებას რომელიც საწინდარი უნდა გახდეს დიდი გამარჯვებების მჯერა თავდაუზოგავი ბრძოლით შედეგიც დადგება და გავალთ ევროპაზე დღეს საქრთველომ თავდამსხმელის გარეშე გაიტანა სამი გოლი და ფორვარდები რომ გამოჯამრთელდებიან მეტი გაძლიერდება ნაკრები.. ნაკრებში არ უნდა იყოს მერაბიშვილივით სუსტი ფეხბურთელი სირცხვილია კაცი პასს ვერ აკეთებს დრიბლინგი მაგას არ უვარგა კაცს ვერ ატყუებს და ცარიელ კარშიც ვერ დარტყა სამწუხაროა როგორი საგოლე მომენტი განიავა.. იმედია გულშემატკივარც პატივს ცემთ და მერაბიშვილს შემდეგი აღარ გამოიძახებთ..
ქართველი
17 ოქტომბერი 2018 11:03
7
სრულებით გეთანხმებით. რატო უნდა დარჩეს მერებაშვილის ემდენი ნიუანსი შეუფასებელი? ასე თუ ისე სუსტ ნაკრებს ვეთამაშეთ და შეეძლო მთელი ორი ტაიმი თავი გამოეჩინა. რაც ამ კაცმა რეალური მომენტები გაანიავა, არ ეკადრება ნაკრების ფეხბურთელს. მე თუ მკითხავთ არც წინა თამაშებში გაუკეთებია რამე. აი გადახედეთ წინა ვიდეო გამეორებებს და დარწმუნდებით
!
17 ოქტომბერი 2018 11:38
1
და რამდენიმეჯერ მისი უაზროდ დაკარგული ბურთის გამო პრობლემები შეგვექმნა და ორჯერ სულაც კინაღამ გაგვიტანეს მაგის გამო. არ არი სანაკრებო კაცი და რა უბედურებაა, ბრმები ხორ არა ვართ?
bs
17 ოქტომბერი 2018 11:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული