ვლადიმირ ვაისი: ეს ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპია!

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიის განადგურების (3:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

" რა თქმა უნდა, ვიცი, გახარებულია ქართველი ხალხი და ყველა გულშემატკივარი. მინდა, ყველას მივულოცო ეს წარმატება, ეს საერთო გამარჯვებაა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო პირველი გავიდა პლეი-ოფში.

ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა მოიგო. ჩვენი სამწვრთნელო შტაბისთვის დღევანდელი მატჩი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და გაწეული სამუშაოს ნაყოფი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის.

ჩვენ წინ გველოდება აგრეთვე მნიშვნელოვანი მატჩები, სადაც
უნდა დავაგროვოთ ქულები, რათა შევძლოთ რეიტინგში წინსვლა, რადგან ეს მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის და სამომავლოდ საკვალიფიკაციო ეტაპებზე განთესვისთვის. "

P.S ქართველი ჟურნალისტების გადაწყვეტილებით, ჩვენ ვლადიმირ ვაისს აღარ დავუსვით კითხვები, რადგან შედეგით ყველაფერი ნათქვამია, სლოვაკ სპეციალისტს მივულოცეთ გამარჯვება და წარმატება ვუსურვეთ. 

ვლადიმირ ვაისმა კი საპასუხოდ განაცხადა: "მე ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი ჟურნალისტებისგან ვგრძნობდი თბილ დამოკიდებულებას, ამავდროულად ქართველი ხალხისგან და ეს არის საერთო წინსვლა, ეს არის ახალი ეტაპი ქართულ ფეხბურთში.

მინდა აღვნიშნო გიორგი ჩაკვეტაძის ტალანტი და პროგრესი, ასეთი წინსვლა არასდროს მინახავს და არც მახსოვს. ის უნდა იყოს მაგალითი სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. თუ იქნება ათი ჩაკვეტაძე, ათი კანკავა და ათი კაშია, ძალიან მაგარ შედეგს მივაღწევთ.

დღევანდელი გამარჯვებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა და ვიმედოვნებ, რომ შემდეგ შეხვედრაში, ყაზახეთთან თბილისში, სტადიონზე ანშლაგი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 32 /
ჯერ იმიტომ არი დასაფასებელი ვაისი რომ ამ ჯგუფში არ გაგვაბანძა!
და საერთოდ ეტყობათ ბიჩებს ვაისის ხელი! ვულოცავ მტელ საქართველოს
ეს უნდა იყოს დასაწყისი ჩვენი აგმასვლის!!!
joni
17 ოქტომბერი 2018 05:57
1
444 შენ ხარ მაგალითი იმისა რომ ნაკრების თამაშებზე მობრუნდი, ადრე ასეთ გუნდებთან მოგება სანატრელი გვქონდა, (არ ვიძახი 1996-1998 წლებს). ახლა ეს ჭ კლასი რასაც ეძახდი უკვე დავძლიეთ და დროა დიდი გამარჯვებები ვიზეიმოთ, დარწმუნებული ვარ ევროპის ძლიერი ნაკრები რომ ჩამოვა თუ გექნება დრო და საშუალება თამაშზე მიხვალ თამაშზე, მესმის შენი პესიმიზმის მაგრამ ახლა აღარაა მაგის დრო, გაიხსენე მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები სადაც ვაისი ედგა ნაკრებს სათავეში, როგორი ხარისხით თამაშობდა ნაკრები, ბაზარი არააა ვერ ვიგებდით მაგრამ არც ცუდად ვთამაშობდით, ახლა რომ იგივე ჯგუფი მოგვიწიოს დარწმუნებული ვარ 5 მოგება 3 ფრე და 2 წაგება გვექნება, რადგან ბიჭებმა ისწავლეს გოლის გატანა და გუნდური თამაში, უფრო გაზრდილები და მონდომებულები არიან, ასე რომ შეეშვი პესიმიზმს და დატკბი იმით რაც ხდება, მიდი თამაშზე და ისიამოვნე ლამაზი სანახაობით, რითაც გაგვანებივრა ამ 4 თამაშში ნაკრებმა. რათქმაუნდა უფრო მეტი მინდა და არა მარტო მე, ყველა ქართველს. წარმატებები ნაკრებს და მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ცოტაოდენი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებებში. საღოლ ჩაკვეტაძეს უკვე ლიდერია და არ უნდა შეწყვიტოს განვითარება. ღმერთი ჩვენსკენ
roma
17 ოქტომბერი 2018 11:00
0
რა დონეზე უნდა იყო, როცა ანდორასთან გამარჯვება ბავშვივით რო გიხარიათ, ჭ კლასის მოგება დიდი საოცრება არაა, მერე იკითხეთ მერე, რისი გამკეთებლები ხართ მაშინ გამოჩნდება... მაგრამ მაშინ ხმას არ ამოიღებთ და ჩამიჩუმიც არ იქნება. ეხლა გაქვთ დრო ჭ ჯგუფში გამარჯვება რო იზეიმოთ
444
17 ოქტომბერი 2018 09:30
64
ჩაკვე, ყოჩაღ ბიჭო!!!
რა კაი ბიჭია
Ivan
17 ოქტომბერი 2018 01:35
0
გილოცავთ ხალხო ამ ბედნიერებას.აწი ყველაფეტი ეხლა იწყება.მთავატი და გადამწწყვეტი.დიდი იმედი მაქ ჩვენი ნაკრების
Buxrika
17 ოქტომბერი 2018 01:20
0
მართლა მაგარი მომატებული აქვს ჩაკვეტაძეს ყოჩაღ.ეხლა მთავარია არ გაჩერდეს...სხვათაშორის წინა თამაშში კვიტეიშვილსაც მომატებული აქვს ფიზიკაში და მეტოქესთან ბრძოლაში...კარგია ასე თუ ისე ევროპულ გუნდებში რო თამაშობენ...
კახა ქირია
17 ოქტომბერი 2018 03:31
1
ყოჩაღ და მადლობა ვაისს ! ამას ქვია შედეგი
George
17 ოქტომბერი 2018 01:22
2
გილოცავთ ყველა გულშემატკივარს. წინ დიდი გამარჯვებებისკენ.
Luzluza
17 ოქტომბერი 2018 01:22
0
დიდი მადლობა გალაქტიონს პროფესიონალურად მოწოდებული ინფორმაციისთვის
Luzluza
17 ოქტომბერი 2018 01:25
1
მიუხედავად ყველაფრისა ბოლომდე მჯეროდა ამ კაცის და არც შევმცდარვარ!მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი, რამეთუ საქართველო აშკარად აღემატებოდა ჯგუფის ყველა მეტოქეს!გმადლობთ და მომავალში უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ!
Alex.F.
17 ოქტომბერი 2018 01:49
2
ერტი ექსკლუზივი გააკეტე გალაკტიონ ვაისტან რა იქნება? ამდენი ხანია მტავარი მწვრტნელია და გავაინერესებს რას პოქრობს ზოგადად. ოპერატიულობისტვის მადლობა ბატონ გალაკტიონს.
ave
17 ოქტომბერი 2018 01:58
0
ფორცა საქართველოოო!!!
lazio
17 ოქტომბერი 2018 12:18
0
2020 წლის გაზფხულზე ორად ორი მოგება და ევროპის ჩემპიონატზე ვართ მანამდე კი ბიჭებმა უნდა გაიაზრონ რომ ეს შრომა ფუჭი არ უნდა იყოს . ჩაკვეტაძემ თუ განვითარება არ შეაჩერა ევროპაზე კი არა მერე იქაც შორს წასვლის შანსები იქნება ყველაფერი თქვენს ხელშია.
samtredski
17 ოქტომბერი 2018 09:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული