ვლადიმირ ვაისი: ეს ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპია!

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიის განადგურების (3:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

" რა თქმა უნდა, ვიცი, გახარებულია ქართველი ხალხი და ყველა გულშემატკივარი. მინდა, ყველას მივულოცო ეს წარმატება, ეს საერთო გამარჯვებაა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო პირველი გავიდა პლეი-ოფში.

ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა მოიგო. ჩვენი სამწვრთნელო შტაბისთვის დღევანდელი მატჩი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და გაწეული სამუშაოს ნაყოფი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის.

ჩვენ წინ გველოდება აგრეთვე მნიშვნელოვანი მატჩები, სადაც
უნდა დავაგროვოთ ქულები, რათა შევძლოთ რეიტინგში წინსვლა, რადგან ეს მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის და სამომავლოდ საკვალიფიკაციო ეტაპებზე განთესვისთვის. "

P.S ქართველი ჟურნალისტების გადაწყვეტილებით, ჩვენ ვლადიმირ ვაისს აღარ დავუსვით კითხვები, რადგან შედეგით ყველაფერი ნათქვამია, სლოვაკ სპეციალისტს მივულოცეთ გამარჯვება და წარმატება ვუსურვეთ. 

ვლადიმირ ვაისმა კი საპასუხოდ განაცხადა: "მე ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი ჟურნალისტებისგან ვგრძნობდი თბილ დამოკიდებულებას, ამავდროულად ქართველი ხალხისგან და ეს არის საერთო წინსვლა, ეს არის ახალი ეტაპი ქართულ ფეხბურთში.

მინდა აღვნიშნო გიორგი ჩაკვეტაძის ტალანტი და პროგრესი, ასეთი წინსვლა არასდროს მინახავს და არც მახსოვს. ის უნდა იყოს მაგალითი სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. თუ იქნება ათი ჩაკვეტაძე, ათი კანკავა და ათი კაშია, ძალიან მაგარ შედეგს მივაღწევთ.

დღევანდელი გამარჯვებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა და ვიმედოვნებ, რომ შემდეგ შეხვედრაში, ყაზახეთთან თბილისში, სტადიონზე ანშლაგი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 32 /
444-ჯან. რატომ ხარ გაბრაზებული? ნუ ბრაზობ. სომხეთმაც ხომ მოუგო იმ დღეს მაკედონიას, აბა!! ნუ ბრაზობ. აქ ჩვენი ძმა roma სტადიონზე გეპატიჟება, თუმცა ასიანი დარწმუნებული ვარ არ მიხვალ იქ, იმიტომ რომ შენ არ ხარ ქართველი, რაც შენი კომენტარიდანაც კარგად იკითხევა (მაგ. "რისი გამკეთებლები ხართ", "ბავშვივით რო გიხარიათ"). რომ გეთქვა -"რისი გამკეთებლები ვართ","ბავშვივით რომ გვიხარია", მაშინ ასე არ ვიფიქრებდი. კრიტიკა მოსულა, მაგრამ გამოხატვის ფორმასაც გააჩნია. ასე რომ გილოცავ 444-ჯან სომხეთის მოგებას. ისე გასვლის მიზერული შანსი თქვენც გაქვთ.
roma
18 ოქტომბერი 2018 10:31
0
ჩაკვეტაძეზე მინდა დავამატო ორი სიტყვა ტიპი ნავარდობდა დაფარფატებდა და რაც უნდოდა იმას უკეთებდა ლატვიელებ, ყოჩაღ კიდევ ბევრი რამე დამრჩა სათქმელი მაგრამ მგონი ყველაფერი გამარჯვებებმა თქვეს.
roma
17 ოქტომბერი 2018 21:24
0
ჩაკვეტაძე სწორი გზით მიდის. ვფიქრობ მოძრაობაში საჯარიმოს გარედან დარტყმის სიზუსტეზე და სიძლიერეზე ივარჯიშოს და სუპერვარსკვლავია ნამდვილი. ასევე მარჯვენა ფლანგზე თამაშიც დასახვეწია აქვს მარცხენასავით და ცენტრივით იდეალურად რომ გამოუვიდეს.
ერთადერთი ვინც ამ ნაკრებში ძალიან არ მომწონს მერებაშვილია. მონდომებულია მაგრამ ან კლასი არ ყოფნის ან ფორმაში ვერაა. უფრო კლასი მგონია. სხვა გუნში შეიძლება გამოიყენონ მაგრამ ამ ფორმაციის ნაკრებს აშკარად ატორმუზებს.
ვახო
17 ოქტომბერი 2018 16:45
0
აი ზუსტად ეგრე ვარ მერებაშვილზე, იმენა ჯიგარაა, არ ზოგავს თავს... მარა არ გამოდის და მართლა ატორმუზებს, კაჭარავასავით... ტიპები პოტენციურად სახიფათო შეტევას უედოდ აფუჭებენ (((
ჩაკვე ოქრო გვყავს ოქრო...
რა მაფიაა?
18 ოქტომბერი 2018 02:54
0
444-ს მყრალი კომენტარი არაა მოსაწონი, ვინაიდან მოგება მოგებაა და რაც არ უნდა სუსტი გუნდი დაამარცხო გამარჯვება ყოველთვის დასაფასებელია.
ერთ გარემოებას მინდა ყურადღება მივაქციოთ, ფაქტია, რომ ვინც ბურთს გვითმობს ყველას ვჩაგრავთ, არა მხოლოდ ჭ კლასის გუნდებს, გაიხსენეთ გერმანიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი, სასურველ შედეგს რომ მიაღწიეს და ბურთი დაგვითმეს რა დღეც ვაწიეთ ალბათ გემახსოვრებათ, რომ არა ნოიერის ფანტასტიკური თამაში, აღნიშნული შედეგშიც აისახებოდა.
ბურთის კონტროლი, ქართული ფეხბურთის ამოსავალი წერტილია, ესაა წარმატების საფუძველი, ხოლო დაცვიდან თამაში, იმის მომიზეზებით, რომ შესაბამისი კლასის ფეხბურთელები არ გვყავს და შეტევის რესურსი არ გაგვაჩნია, დამღუპველია.
მე გული იმაზე მწყდება, რომ ასეთმა მიდგომამ წლების მანზილზე, გამტანი, ე.წ. საჯარიმოს თავდამსხმელები გააქრო ქართული ფეხბურთიდან.
გოგა
17 ოქტომბერი 2018 14:06
0
გილოცავთ ყველას.
დსსდ
17 ოქტომბერი 2018 13:55
0
444-ს!-შენმა გუნდმა "ჭ"კლასშიც რომ ვერ ივარგა ის თქვი შენ...
კახა ქირია
17 ოქტომბერი 2018 13:10
0
შედეგი კარგია, ვულოცავ ნაკრებს და ასევე გულშემატკივრებს. მაგრამ ფაქტია ჯერ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. ეს იყო დაბალი დონის გუნდი, გუშინ რა შეცდომები დაუშვეს პასებში ამ შეცდომებს არავინ არ გვაპატიებს. ასე რომ მეტი ყურადღება არის ჩემის აზრით საჭირო, პასებში და მომენტების მაქსიმალურად გამოყენება უნდა შეგვეძლოს.
ჯიჯი
17 ოქტომბერი 2018 13:05
0
ჩაკვეტაძე ბრილიანტივით ბრწყინავდა, ტიპი ყველაფერზე ფიქრობს . არც თავდასხმა ეზარება და არც დაცვა
დათო
17 ოქტომბერი 2018 12:10
1
მე რომ მწვრთნელი ვიყო: 1. თავდასხმაში, თავდამსხმელს ვათამაშებდი და არა ყაზაიშვილს 2. შეცვლებს გავაკეთებდი დროულად და არა 88 -ე წუთზე. მე 60 -ე წუთზე მაინც , გამოიყვანე ანანიძე-ზარანდია , ხომ უნდა მისცე პრაქტიკა ბიჭებს, აბა რისთვის იძახებ. 3. პატივისცემის მიუხედავად, დროა დაამთავროს თამაში ნაკრებში მერებაშვილმა , მომავლის გუნდს ვაშენებთ და არა წარსულის 4. ეს თამაშები მოიგო ჩაკვეტაძემ , ის სისწრაფეს აძლევს გუნდს ,ყველა სიკეთესთან ერთად. 5. ჩვენი ჯგუფი ფაქტიურად სამი ანდორასგან შედგებოდა და უფრო ძლიერ ჯგუფში მგონია ყველა თამაშს წავაგებდით 6. ჩვენი ფეხბურთელების კლასი ამაღლებულია ,რაც უცხოეთში თამაშის დამსახურებაა და ეს გაგრძელდება რადგან ტალანტები იბადება. ჩვენი წინსვლა დამოკიდებულია დროზე და არა ვაისზე და კობიაშვილზე
გულშემატკივარი
17 ოქტომბერი 2018 12:08
8
ჩაკვეტაძეს რომ ვაკვირდები: თუ ბურთი გაისწორა და ისე დაარტყა მეკარეს უშანსოდ ტოვებს! მომენატრა ნაკრებში ესეთი მოთამაშეები, რაღაც პროგრესი მგონი იგრძნობა და იწყება, დროც არის უკვე, როდემდე უნდა ვიყოთ გამწარებულები!!!!
tbiliseli
17 ოქტომბერი 2018 12:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული