გიორგი დევდარიანი ნაკრებზე: ეს მატჩები დაგვეხმარა, გვეპოვნა ის, რასაც ამდენი წელი ვეძებდით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაზე წარმატებული მატჩების შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის დირექტორ გიორგი დევდარიანს დავუკავშირდით და ჩვენი გუნდის თამაშის შეფასება ვთხოვეთ.

გიორგი დევდარიანის აზრით, საქართველოს ნაკრებმა საკუთარი თამაში იპოვა და აუცილებელია, ყველა მეტოქესთან იმავე სტილით ითამაშოს.

"მოგებას მივეჩვიეთ. აქამდე ერთი და იმავე დონის მოწინააღმდეგეები გვყავდა. ახლა ახალ ეტაპზე გადავდივართ. წინააღმდეგობაც გაიზრდება. შევთანხმდით, რომ ამ კალიბრის გუნდებზე მაღლა ვდგავართ. გვინდა უფრო მაღალ ლიგაში გადასვლა ხარისხობრივადაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც.

ჩემი აზრით, კოსოვო და მაკედონია უფრო ძლიერი გუნდებია, ვიდრე ყაზახეთი და ლატვია.

ჩატარებული თამაშები
დაგვეხმარა, რომ ჩვენი თამაში და ხელწერა გვეპოვნა, რომელსაც ამდენი წელი ვეძებდით. საჭიროა, ამას არ გადავუხვიოთ და ასეთი თამაში გავაგრძელოთ" - გვითხრა გიორგი დევდარიანმა.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა ორი ტურით ადრე გაინაღდა. "ჯვაროსნები" 15 ნოემბერს ანდორას დაუპირისპირდებიან, თუმცა ამ მატჩის შედეგს სატურნირო მდგომარეობაზე გავლენა არ გააჩნია.

altშენთვის, შენთვის ვმღერი - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ქომაგებს [VIDEO]

altESPN-ის ჟურნალისტი: გამიკვირდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ეს შეძლო...

altგიორგი დევდარიანი საქართველოს ნაკრებზე: უჩვეულო სიხარულის განცდა მაქვს

მკითხველის კომენტარები / 5 /
QT-ს. გიორგის არ უთქვას რომ ყაზახეთი ჯუჯა სახელმწიფოაო (მე აეთი რამ ვერსადა ამოვიკითხე). ყაზახეთი არ არის ჯუჯა სახელმწიფო, ეს ცხადია, მაგრამ ჯუჯა საფეხბურთო ნაკრები მართლაც ყავს.
ნატალი
16:45 19-10-2018
0
ნუ წერთ იმას რომ ამ მატჩს მნიშვნელობა არა აქვს,ძლივს მოიქოქნენ, მოგების გემო გაიგეს და თქვენ კიდე...ბოლო ბოლო პრესტიჟის საქმეა.ან კიდევ 6თამაში რომ მოიგონ ამით დაშავდება რამე?არა ვართ ჩვენ მოფერებით განებივრებულები
კახა ქირია
13:59 19-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული