გიორგი დევდარიანის აზრით, საქართველოს ნაკრებმა საკუთარი თამაში იპოვა და აუცილებელია, ყველა მეტოქესთან იმავე სტილით ითამაშოს.
"მოგებას მივეჩვიეთ. აქამდე ერთი და იმავე დონის მოწინააღმდეგეები გვყავდა. ახლა ახალ ეტაპზე გადავდივართ. წინააღმდეგობაც გაიზრდება. შევთანხმდით, რომ ამ კალიბრის გუნდებზე მაღლა ვდგავართ. გვინდა უფრო მაღალ ლიგაში გადასვლა ხარისხობრივადაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც.
ჩემი აზრით, კოსოვო და მაკედონია უფრო ძლიერი გუნდებია, ვიდრე ყაზახეთი და ლატვია.
ჩატარებული თამაშები
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა ორი ტურით ადრე გაინაღდა. "ჯვაროსნები" 15 ნოემბერს ანდორას დაუპირისპირდებიან, თუმცა ამ მატჩის შედეგს სატურნირო მდგომარეობაზე გავლენა არ გააჩნია.
შენთვის, შენთვის ვმღერი - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ქომაგებს [VIDEO]
ESPN-ის ჟურნალისტი: გამიკვირდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ეს შეძლო...
გიორგი დევდარიანი საქართველოს ნაკრებზე: უჩვეულო სიხარულის განცდა მაქვს