მეოთხე თუ მეხუთე კალათა? - სად მოხვდება საქართველოს ნაკრები?

AutoSharing Option
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 3 დეკემბერს გაიმართება. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა თემა, თუ რომელ კალათაში იქნება საქართველოს ნაკრები?

დავიწყოთ ზოგადი მიმოხილვით. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს 55 გუნდი. ეს გუნდები გადანაწილდებიან 10 ჯგუფში. 5 ჯგუფი იქნება 5-გუნდიანი, დანარჩენი კი 6-გუნდიანი.

პირველად ისტორიაში, კენჭისყრისას კალათები გადანაწილდება უეფას ერთა ლიგის რეიტინგის მიხედვით. ამავდროულად, წინასწარვე ცნობილია, რომ ერთა ლიგის A ჯგუფში მონაწილე გუნდების 4 ნახევარფინალისტი აუცილებლად იქნება 5-გუნდიან ჯგუფში.

ამ დროისთვის მდგომარეობა ასეთია:
ერთა ლიგის პირველ ოთხეულში ან პირველ კალათაში იქნება: ბელგია, საფრანგეთი,
იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია.

ერთა ლიგის პირველ ოთხეულში, პირველ კალათაში ან მეორე კალათაში იქნება: ხორვატია, ინგლისი, ჰოლანდია.

პირველ ან მეორე კალათაში იქნება: გერმანია, ისლანდია, პოლონეთი.

მეორე კალათაში იქნება: ბოსნია და ჰერცეგოვინა, რუსეთი, უკრაინა, უელსი.

მეორე ან მესამე კალათაში იქნება: ავსტრია, ჩეხეთი, დანია, ჩრდილოეთი ირლანდია, ირლანდია, სლოვაკეთი, შვეიცარია, თურქეთი.

მესამე ან მეოთხე კალათაში იქნება: ალბანეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისრაელი, მონტენეგრო, ნორვეგია, რუმინეთი, შოტლანდია, სერბეთი.

მეოთხე კალათაში იქნება: ლიეტუვა და სლოვენია.

მეოთხე ან მეხუთე კალათაში იქნება: საქართველო, ლუქსემბურგი.

მეოთხე, მეხუთე ან მეექვსე კალათაში იქნება: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, გიბრალტარი, კოსოვო, მაკედონია.

მეხუთე ან მეექვსე კალათაში იქნება: ანდორა, ფარერების კუნძულები, ყაზახეთი, ლატვია, ლიხტენშტეინი, მალტა, მოლდოვა, სან მარინო.

მეოთხე თუ მეხუთე კალათა საქართველოს - რა შანსები გვაქვს?
მეოთხე კალათაში იქნებიან ის გუნდები, რომლებიც რეიტინგში 31-40 პოზიციას იკავებენ, ანუ სიტუაცია ასეთია: A, B და C ლიგაში გადანაწილებულია საუკეთესო 39 გუნდი და D ლიგაში მყოფი ერთი გუნდი მოხვდება მეოთხე კალათაში.

ამ დროისთვის საუკეთესო D ლიგაში საქართველოს ნაკრებია. ჩვენი ნაკრები თუ ორ შეხვედრაში მინიმუმ 4 ქულას მოიპოვებს, მას ვერავინ შეეცილება. სხვა შემთხვევაში მეხუთე კალათაში იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებს 15 ნოემბერს, სტუმრად ანდორასთან გამართავს და 19 ნოემბერს ყაზახეთს უმასპინძლებს.

altბლექჰედების სასახლე, მოტორმუზეუმი, ქუჩის მუსიკოსები, ანუ მეორე დღე რიგაში

alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ლატვიასთან მატჩში

altვლადიმირ ვაისი: ეს ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპია!

მკითხველის კომენტარები / 11 /
მე ვფიქრობ ჩვენ ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე.ოღონდ იქ რომ წამატებით ვიასპარეზოთ ბევრად მეტია გასაკეთებელი.
sdfffff
20 ოქტომბერი 2018 01:52
1
მეოთხე კალათში ვიქნებით და დიდი ალბათობით მანდაც ვიბრძოლებთ!!!
ბაჩო
20 ოქტომბერი 2018 01:46
0
ანუ, ევრო 2020 საკვალიფიკაციო უფრო ადრე მთავრდება ვიდრე ერთა ლიგის ნახევარ-ფინალები და ფინალები? ჩვენ თუ გავიგიჟეთ თავი და 1-2 ადგილზე გავედით ჯგუფში, მასეც გავალთ?
ქუთაისელი
19 ოქტომბერი 2018 18:00
0
თუ საკვალიფიკაციოდან გავალთ ევროპის პირველობაზე, მაშინ ჩვენს მაგივრად ერთა ლიგის D-ჯგუფის ნახევარფინალში ყაზახეთის (ლატვიის, ანდორის) ნაკრები ითამაშებს, ანუ ჯგუფის მეორეადგილოსანი.
კოტე
19 ოქტომბერი 2018 19:27
3
მეოთხე კალათა კიარა ამას მივხედოთ რაცაგვაქ იქ გინდ მეოთხე კალათაში იყავი და გინდ მეხუთეში გამსვლელი ხარ იქედან?არა ხოდა აგერ ამას მივხედოთ სადაც ორი ნაბიჯი დაგრჩა და შენი შესაფერისი გუნდები.
zaza
19 ოქტომბერი 2018 17:45
14
დათი-ს.
არაფერი დამაბნეველი არაა სინამდვილეში ყველაფერი ძაან მარტივადაა.
4 საგზური 4- ერთა ლიგის (ა, ბ, ც დ) გამარჯვებული.
20 საგზური - ევრო 2020 საკვალიფიკაციო ეტაპი. 3 დეკემბერს კენჭისყრა
საკვალიფიკაციოზე გუნდები რომელ კალათიდან მოხვდებიან დამოკიდებულია ერთა ლიგის ჯგუფებში ნაჩვენებ შედეგებზე. მთავრდება 16 ნოემბერს.
ანუ 16 ნოემბერს დახარისხდებიან გუნდები ერთა ლიგის შედეგებით თუ რომელი რომელ კალათაში იქნება 3 დეკემბერს.
ასევე მეორე კენჭისყრა იქნება 2019 წელს და შეეხება უკვე ერთა ლიგის დივიზიონებიდან 4 ფინალური საგზურისთვის მებრძოლ გუნდებს შემდეგი პრინციპით:
თითოეულ დივიზიონში პირველი საუკეთესო ხვდება შინ სხვა დანარჩენ პირველადგილოსნებს შორის უარესს. შესაბამისად მეორე შინ მესამეს. (ამას კენჭისყრა არ ჭირდება), ხოლო მათ შორის გამარჯვებული ფინალში შინ ითამაშებს თუ გასვლას ამას დაადგენს კენჭისყრა
gio
19 ოქტომბერი 2018 17:01
2
ერთი სიტყვით ძალიან მნიშვნელოვანია დარჩენილი თამაშების მოგება,იმისათვის რომ ერთა ლიგის ნახევარფინალს ვუმასპინძლოთ და ჩვეულებრივ შესარჩევშიც მე-4 კალათაში მოვხდეთ.
ქობულეთელი
19 ოქტომბერი 2018 16:48
2
უკვე დავიბენი: ეხლანდელი ერთა ლიგიდან, გამარჯვების შემთხვევაში ევროპის 2020 წლის ჩემპონატზე არ გავდივართ? აბა ეს საკვალიფიკაციოც ევრო 2020-ის როგორღაა? კიდე რაღაც კენჭისყრა რომაა 2019 წლის 22 ნოემბერს ის რისი კენჭისყრაა? ერთა ლიგის გამარჯვებული საუკეთესო თუ თავის სტადიონზე ხვდება ნახევარფინალში ერთა ლიგის ერთ-ერთი ჯგუფის უარესი შედეგის მქონე გამარჯვებულს, მაშინ რისი წილისყრაა დამატებით?
დათი
19 ოქტომბერი 2018 16:35
11
მეგობარო, 3 დეკემბერს არის ევროპის ჩემპიონატის საკავლიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა, რომელის თამაშებიც იწყება 2019 მარტში, და მთავრდება 2020 წელს, საიდანაც 20 გუნდი გავა ევროპაზე. ამავე 2020 წლის მარტში ჩატარდება ერთალიგის ნახევარ ფინალები და შემდეგ ფინალები საიდანაც დარჩენილი 4 გუნდი გამოვლინდება, ანუ 2020 წლის ზაფხულიში ევროპის ჩემპიონატზე იქნება 24 გუნდი.
51
19 ოქტომბერი 2018 17:06
0
ერთა ლიგის ქვეჯგუფის გამარჯვებული(ჩვენ შემთხვევაში D ჯგუფის) ნახევარფინალში გადის.იქ ალბათ ლუქსემბურგს,კოსოვას,ან აზერბაიჯანს შევხვდებით.
ზაზა
19 ოქტომბერი 2018 16:59
1
დიდი შანსია ჩვენ ვიყოთ მეოთხე კალათაში და ასეც იქნება
ბაჩო
19 ოქტომბერი 2018 16:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული