არ მიფიქრია! - ვლადიმირ ვაისის შეფასება ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
აზერბაიჯანულმა გამოცემამ, azerisport.com-მა საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან ინტერვიუ ჩაწერა. ვლადიმირ ვაისმა აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაკრებების პერსპექტივებზე ისაუბრა.

- დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონში პირველმა მოახერხა პლეი-ოფში გასვლა... 
- დიახ, ჩვენ გავხდით გუნდი, რომელიც პირველი გავიდა პლეი-ოფში, თუმცა მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. წინ კიდევ ორი ტურია, სადაც შევეცდებით, ქულათა მაქსიმუმი მოვაგროვოთ.

- რას ელით თქვენ შემდეგ ეტაპზე?
- იქნება ოთხი თანაბარი დონის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს.

- ვის ელოდებით ერთა ლიგის ნახევარფინალებში?
- ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ
სხვა ჯგუფებში ფავორიტების გამოსვლას, თუმცა ხდება სიურპრიზებიც. მაგრამ არ მსურს, კალკულაცია ჩავატარო, პირველ რიგში, მე ჩემს ჯგუფში დაფიქსირებული შედეგი მაინტერესებს.

- ფიქრობთ, აზერბაიჯანი ჯგუფიდან გავა?
- აზერბაიჯანს კარგი ნაკრები ჰყავს. მას ჯერ კიდევ აქვს შანსი, პლეი-ოფში იასპარეზოს.

- ეთანხმებით თუ არა იმ ფაქტს, რომ კოსოვოს ნაკრებს უფრო მეტი შანსები აქვს?
- ქულებით, დიახ. თუმცა არსად არ წერია ის, რომ აზერბაიჯანს კოსოვოსთან შანსი არა აქვს. ყველა გუნდი თანაბარია და შანსები ყველას აქვს.

- როგორ შეძლებს აზერბაიჯანის ნაკრები წარმატების მიღწევას?
- თქვენ ინტელექტუალური და ყურადღებიანი მწვრთნელი გყავთ. ის წარმატებულია საკლუბო დონეზე. მას შეუძლია იგივე გააკეთოს ნაკრებში. მინდა მას წარმატება ვუსურვო.

- თქვენი გუნდი უკვე პლეი-ოფშია. სავსებით შესაძლებელია, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს და ერთი მატჩი ბაქოში ჩაატაროს. როგორ მოგწონთ ეს პერსპექტივა?
- სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია. მე არ მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც შორსაა. თუმცა მე არ ვარ წინააღმდეგი, ჩემს გუნდთან ერთად ბაქოში ვითამაშო. მე ნამყოფი ვარ როგორც ფეხბურთელი, როდესაც ნაკრებში ვთამაშობდი. თქვენ გაქვთ ძალიან კარგი სტადიონი და ბაქო არის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ევროპაში.

altარ მგონია! - ვლადიმირ ვაისის შეფასება ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის

მკითხველის კომენტარები / 14 /
სამწუხაროდ არც მე მგონია რომ მანდ გავალთ, არ გვაქვს რესურსი
ზეონი
07 ნოემბერი 2018 14:16
41
სამწუხაროდ თქვენნაირმა "ჩასაფრებულმა" და პესიმიზმით აღსავსე "გულშემატკივრებმა" მიიყვანა ქართული ფეხბურთი ამ ჭაობამდე რასაც "დ" დივიზიონი ქვია. დასანახის დანახვა უნდა შეეძლოს ადამიანს რომ მთლად უმადურობამ არ დაახრჩოს. მე მაინტერესებს ამ დივიზიონში მეტი რა რესურსია საჭირო და ვის აქვს საქართველოს ნაკრებზე მეტი რესურსი? არ არის საჭირო ორჭოფული, უაზრო და "უკანდასახევ გზად დატოვებული" კომენტარები!
ანესთეზეოლოგი
07 ნოემბერი 2018 15:10
2
ხოდა თუ არ გგონია სერიალებს უყურე, იქ აქვთ რესურსი
kroosi
07 ნოემბერი 2018 18:35
0
პარუნაშვილი რონ არ გამოიძახა იმის ბრალია ამდენი სისულელე
გბფჯ
07 ნოემბერი 2018 14:15
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული