საქართველოს ნაკრებმა ანდორაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მეხუთე ოფიციალური მატჩისთვის უკვე 23 ფეხბურთელთან ერთად ემზადება.

ანდორაში ადგილობრივი ფედერაციის სავარჯიშო მოედანზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიმდინარეობს, რადგან მატჩის მასპინძელი სტადიონზეც ხელოვნური მინდვრის საფარია.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, სოლომონ კვერკველიას მსგავსად, ტობოლის ქართველმა ლეგიონერებმა ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა დღეს პირველად ივარჯიშეს. ლატვიასთან მიღებული ტრავმის შემდეგ, ეროვნული ნაკრების კაპიტანი უკვე გამოჯანმრთელდა და უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მასპინძელ
სტადიონზე 14 ნოემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ვლადიმირ ვაისი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინც არუნდა გავიდეს მინდორზე ხვალ დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს რომ საქართველომ მოიგოს და გაახაროს ხალხი კიდევ ერთი გამარჯვებით, დარწმუნებული ვარ ყველა 100 % დაიხარჯება. წარმატებები ნაკრებს.
roma
14 ნოემბერი 2018 20:56
0
ყველას ვაისზე მეტად როგორ გესმით და იცით ფეხბურთი,ჭკუასაც არიგებთ და.....მოკლედრომის პაპზე უფრო დიდი პაპი ხართ.
ნიკოლოზი
14 ნოემბერი 2018 18:56
2
პაპი არა, პაპა!..ბრმა უნდა იყვე რომ ვერ დაინახო. ლობჟანიძე ათი თავით ჯობია კაჭარავასაც და მერებაშვილსაც. შეიძლება ერთი თამაში არ წაუვიდეს ფეხბურთელს(როგორც ლობჟანიძეს, თუმცა ჩემი აზრით არც თუ ურიგოდ ითამაშა), მაგრამ ათამდე თამაშში კაპიკის საღირალს რომ ვერ აკეთებს ზემოთნახსენები "თავდამსხმელთა" დუეტი როდემდე უნდა დავიბრმავოთ თვალები? ეჭვიც სამართლიანად იბადება, რომ აქ სხვა მიზეზებთან გვაქვს საქმე.არ მოსწონს ლობჟანიძე, მაშინ ებრალიძე სცადე. თუ არც ეგ გინდა საქართველოს ჩემპიონატიდან გამოარჩიე ვინც გინდა. ეხლა თუ არ გამოსცადა, როცა უკვე გასულები ვართ, მაშ როდის?
emigranti
15 ნოემბერი 2018 02:31

15 ნოემბერი 2018 02:24
0
შეწყვიტეთ ამ ვითომ გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელების დემორალიზება, ყველა გამოძახებული ფეხბურთელი მნიშვნელოვანი ფიგურაა ნაკრებში, ძირითადის მოთამაშეა ის თუ ზამენის და წაუვა თუარა რომელიმე კონკრეტული თამაში.
VEISS
14 ნოემბერი 2018 15:33
2
უნდა გავაპოთ ანდორა! მიდით ბიჭებო!
kaxa
14 ნოემბერი 2018 10:04
0
Ara ra imdens izams vaisi sanam kacharava tavis karshi ar gaitans..nu goli golia forvardia bolo bolo
Gio
14 ნოემბერი 2018 07:15
16
გიოს ვეთანხმები აღარ დალაგდა რა ნაკრები აღარ მოიძია თავდამსხმელი ვინც გოლებს გაიტანს ორ თამაშში მაინც...გამოვიდა ეს კაჭარავაც ნიკოლოზ გელაშვილი 8 წელი ნაკრებში ითამაშა თავდამსხმელმა და ერთადერთი გოლი გაიტანა ისიც გიბრალტართან!!!! მესმის ტრანვა აქვთ მჭედლოს ქვილითაიას...ნახე რა სხვა...
ზუურ
14 ნოემბერი 2018 14:42
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული