ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
15 ნოემბერს ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ჯვაროსანთა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სახეცვლილი შემადგენლობა დააყენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და სწრაფი გოლიც გაიტანა: ფლანგიდან განივ გადაცემაზე ყველას ჩაკვეტაძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა.
მიუხედავად გაშვებული გოლისა, მასპინძლები კვლავ მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. თამაშის ტემპიც დაეცა. 31-ე წუთზე არაბულმა ხელსაყრელი პოზიციიდან მოჭრილი დარტყმით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა ისევ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, უფრო
მარჯვენა ფრთიდან, სადაც ჩვეულად კაკაბაძე აქტიურობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა (ან როგორ უნდა შეცვლილიყო?) და 51-ე წუთზე ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ხელიდან ხოჭოლავამ გაუშვა. 63-ე წუთზე კი ალოგიკური გოლი გავუშვით - მეკარე ლორიამ უხეში შეცდომა დაუშვა და მარტინესმა საჯარიმოდან გოლი გაიტანა. ეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი გაშვებული გოლი იყო.

აშკარა გახლდათ, რომ საქართველოს ნაკრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა და შექმნილი ვითარება ცვლილებების განხორციელებას მოითხოვდა. ვაისმა 77-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა, კიტეიშვილისა და არაბულის ნაცვლად მოედანზე ჭანტურიშვილი და კაჭარავა შეუშვა.

ცვლილებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა.

მოკლედ, ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა, საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა საკადრისი თამაში, უფანტაზიოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა.

ანდორა". "ესტადი ნასიონალი"
ანდორა - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 მარტინესი (63)

ანდორა: გომესი, ჩ. მარტინესი (გარსია 90+1), უოლესი, რებესი, ლიმა. ა. მარტინესი, ფერნანდესი (როდრიგესი 81), სან ნიკოლასი, ცერვოსი (ხ. რუბიო 89), ხ. რუბიო, ლოვერა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, გვილია (ზარანდია 88), კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 77), ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, არაბული (კაჭარავა 77)

მკითხველის კომენტარები / 102 /
ეს არაფერი, ის კი ნამდვილად ვიცი ყაზახეთს დაადუღებენ.
ტაბიძემ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, ცხადია ლორიაც არაა ფორმაში და არაბულმაც ვერაფერი გააკეთა, ნუ კაჭარავაზე აღარაფერს ვამბობ. დღეს კიტეიშვილი და კაკაბაძე საუკეთესოები იყვნენ, ჩაკვეტაძეს ეტყობოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა მაინც, თუმცა შეეგუება. ყაზახეთთან კი ვუგულშემატკივროთ ნაკრებს და ერთად ვიმღეროთ ჰიმნი
დიმა
16 ნოემბერი 2018 01:50
3
ანდორასთან გამოდის 4მცველით და ორი ჩამშლელით გვილია კვეკვესკირი უნდა ამოეგდო კანკავა მარტო ჩამშლელად და ლუკა ზარანდია ნახევარ დაცვაში . კვეკვესკირს და გვილიას არამგონია შემოწმება ჭირდებოდეს როგორი ფეხბურთელები არიან . და ის კიდე ჯიმი ტაბიძე რაგბზე მაინც შეიყვანონ სულ ჯარიმებს იკიდებდა . ლორია წელიწადზე მეტია უკლუბოდ არის და აქ ამდენი ხნის უთამაშებელს ძირითადში აყენებს რას უწუნებს კვასხვაძეს კვასხვაძე თუარ მოწონს კუპატაძე მაინც დააყენოს გამოცდილებას მაინც შეიძენს .
ტოტტი
16 ნოემბერი 2018 01:50
0
ვაისი არის კარგი დიპლომატი და უნიჭო მწვრთნელი, რომელმაც ვერაფრით ისწავლა დროული შეცვლების კეთება!
ვაის წადი
16 ნოემბერი 2018 01:47
3
მთელი ერთალიგაა მიუხედავად წარმატებული შედეგებისა გავიძახი რომ ვაისი არ არის საქართველოსთვის შესაფერისი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი ჭირდება
ტოტტი
16 ნოემბერი 2018 01:46
13
რა დროს ექსპერიმენტებია, ძლივს რაღაცის შანსი გვაქვს. აუცილებლად მოგება გვჭირდება დარჩენილი თამაშის, რომ ნახევარფინალი სახლში ვითამაშოთ და შედარებით სუსტი მეტოქე შეგვხვდეს.
rr
16 ნოემბერი 2018 01:44
0
""პერსონალურად ვაისს"" ანდორა გითანაბრებს ანგარიშს საკუთარ მოედანზე, რააღას ელოდები??? ვიღას ელოდები????? გააააკეთე ცვლილებააა
გულშემატკივარი
16 ნოემბერი 2018 01:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული