ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
15 ნოემბერს ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ჯვაროსანთა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სახეცვლილი შემადგენლობა დააყენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და სწრაფი გოლიც გაიტანა: ფლანგიდან განივ გადაცემაზე ყველას ჩაკვეტაძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა.
მიუხედავად გაშვებული გოლისა, მასპინძლები კვლავ მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. თამაშის ტემპიც დაეცა. 31-ე წუთზე არაბულმა ხელსაყრელი პოზიციიდან მოჭრილი დარტყმით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა ისევ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, უფრო
მარჯვენა ფრთიდან, სადაც ჩვეულად კაკაბაძე აქტიურობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა (ან როგორ უნდა შეცვლილიყო?) და 51-ე წუთზე ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ხელიდან ხოჭოლავამ გაუშვა. 63-ე წუთზე კი ალოგიკური გოლი გავუშვით - მეკარე ლორიამ უხეში შეცდომა დაუშვა და მარტინესმა საჯარიმოდან გოლი გაიტანა. ეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი გაშვებული გოლი იყო.

აშკარა გახლდათ, რომ საქართველოს ნაკრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა და შექმნილი ვითარება ცვლილებების განხორციელებას მოითხოვდა. ვაისმა 77-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა, კიტეიშვილისა და არაბულის ნაცვლად მოედანზე ჭანტურიშვილი და კაჭარავა შეუშვა.

ცვლილებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა.

მოკლედ, ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა, საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა საკადრისი თამაში, უფანტაზიოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა.

ანდორა". "ესტადი ნასიონალი"
ანდორა - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 მარტინესი (63)

ანდორა: გომესი, ჩ. მარტინესი (გარსია 90+1), უოლესი, რებესი, ლიმა. ა. მარტინესი, ფერნანდესი (როდრიგესი 81), სან ნიკოლასი, ცერვოსი (ხ. რუბიო 89), ხ. რუბიო, ლოვერა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, გვილია (ზარანდია 88), კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 77), ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, არაბული (კაჭარავა 77)

მკითხველის კომენტარები / 102 /
რა დროს ექსპერიმენტებია, ძლივს რაღაცის შანსი გვაქვს. აუცილებლად მოგება გვჭირდება დარჩენილი თამაშის, რომ ნახევარფინალი სახლში ვითამაშოთ და შედარებით სუსტი მეტოქე შეგვხვდეს.
rr
16 ნოემბერი 2018 01:44
0
ძალიან ცუდი მწვრთნელია ვაისი. სულელია. სულელი.
55 წუთზე უკვე აშკარად იგრძNობოდა შეცვლის უპირობო აუცილებლობა. პირველი ტაიმის გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეეძლო და აშკარად ამოწურა თავისი შესაძლებლობები. იგრძNობოდა მომენტი, როცა ანდორა მიხვდებოდა რომ დროა ცადოს და გავიფიქრე კიდეც 59 წუთზე დაახლოებით, რომ იფიქრებდნენ რომ გატანა შეიძლება, რადგან ჩვენები ვერაფერ ახალს ვერ სთავაზობნენ. ძალიან ლოგიკური გოლი იყო. ჩაკვეტაძემ, რომელსაც დიდი მადლობა რომ არსებობს საქართველოს ნაკრებში - ყველაფერი გააკეთა რომ მეოთხეჯერ ეშველა ვაისისთვის, მარა ეს უკანასკნელი თავისივე შეცვლამ - ჭანტურიშვილმა ( როგორ შეიძლებოდა ზარანდიას ნაცვლად ასეთ მატჩში ჭანტურიშვილის და კაჭარავას შემოყვანა!!! ) დააღალატა, მაშIნ როცა მაგარი კონტრშეტევა იწყებოდა რომელსაც 90 % ჩაკვეტაძე გოლით დაასრულებდა ამ ჭანტურიშვილმა იღორა და არც გახედა მარცხნივ. მოკლედ ვაისის დამსახურება არის ერთადერთი - კარგი ატმოსფერო გუნდში, დანარჩენი ეს კაცი მწვრთნელად არ ვარგა. მადლობა ჩაკვეტაძეს, მაინც! და ბოლოს, რაღაც ტინგიცს გავდა ჩვენი გუნდის გაუთავებელი მოძრაობა და ყეყეჩობა დღეს. ეტყობა ეს ბარსელონას სკაუტებზე უნდოდათ შთაბეჭდილების მოხდენა. მოკლედ რა ... ხო, კომენტატორებო - ვაი თქვენს პატრონს. რამ შეგაშIნათ, ან ალღო არ გაქვთ, ან ვერ ბედავთ ვერაფრის თქმას, რა გინდათ თქვენ ფეხბურთში
გადასარევი გიორგი
16 ნოემბერი 2018 02:21
4
მე კი მომეჩვენა,რომ სწორედ არა ჯანსაღი გარემო იყო გუნდში, გამოგონილმა ''ექსპერიმენტმა'' აურია ურთიერთობები, სხვას რას მივაწეროთ ყაზაიშვლის ინერტულობა მთელი მატჩის განმავლობაში, კიდევ სხვა მომენტები? არა და ამ უკანასკნელით ვიგებდით თამაშებს.
გიზოგ
16 ნოემბერი 2018 11:06
0
ჩაკვეტაძე ბრავო! ეს ბიჭი ათრევს წინ ნაკრებს, სხვები ცდილობენ ფეხბურთის თამაშს, ძაან ბევრი შეცდომები აქვთ! სადაა თამაშსი მრწთვნელის აზრი ? მე ვერ ვნახე! ან რა პროგრესი ექნება ფეხბურთელს ასეთ მწვრელთან???!
ნონსენსია Vაისი!!!!
Geo
16 ნოემბერი 2018 03:25
6
მიუხედავად იმისა გჭირდება თუ არა, ანდორას ნებისმიერი შემადგენლობით უნდა მოუგო რაც არ უნდა ექსპერიმენტალური იყოს იგი!
ანდორასთან ნაჩვენები თამაშის ხარისხი განსაკუთრებით მეორე ტაიმში იმედგაცრუებას იწვევს.
დიდება საქართველოს!!!
დათო
16 ნოემბერი 2018 02:10
1
გეთანხმები სეხნიავ. თანაც ანანიძე და ოქრიაშვილი არ იყვნენ. ისე წერია თითქოს ვარსკვლავები ეჯდა სათადარიგო სკამზე
დავით 67
16 ნოემბერი 2018 02:38
0
ამ კაჭარავას დაანებონ რა თავი. ამ მამამისის ძმაკაცების ხათრით როდემდე უნდა გამოიძახონ ნაკრებში? თუ მაინცადამაინც უნდათ რო ნაკრებში ყავდეთ, მასაჟისტის შტატი დაამატონ მაშინ რა.
რეზო
16 ნოემბერი 2018 02:06
1
კვასხვაძეს რატო ჯობია 1 წლის უთამაშებელი ლორია რომელიც ყოველ შესარჩევში უშვებს ისეთ შეცდომას რომელიც შედეგზე მოქმედებს კითხოს ვინმემ ამ კაცს და კიდევ მოსაგებ თამაშზე შეცვლას ბოლო წუთზე რატო აკეთებს?
მინდია
16 ნოემბერი 2018 01:57
1
უმოტივაციო, უმარილო, ჩამქრალი თვალებით ნათამაშევი მატჩი, საქართველოს ნაკრების და მწვრთნელის შესრულებით. რა იყო ეს? დავიწყეთ ისევ? კარში თითოჯერ დაარტყა ორივე გუნდმა და ორივემ გაიტანა. მეტი არაფერი. უაზრო ბურთის გორება აქეთ-იქეთ. არ ვიცოდით რა გვინდოდა, რისთვის ვაკეთებდით და სად მივდიოდით. კიდევ ერთი შავი ლაქა. ნამდვილად არ მოველოდი, თუ ისევ იმ ავადსახსენებელ ფეხბურთს ვითამაშებდით. ანტი-ფეხბურთი. თავი სიზმარში მგონია და ვერ ვიღვიძებ. კიდევ ერთი უძილო ღამე...
TanoLife
16 ნოემბერი 2018 02:02
3
ღმერთმა ქნას გავიდეთ ევროპაზე, მაგრამ ვაისი ფიზკულტურის მასწავლებლის დონეა, ეს კიკინებიანი კიდე კარიუსი კუბში, წაიმარიაჟა ბიჭმა ვითომ მაგარ ბურთს ვიღებო და ხელში ასაღები ბურთი გაუშვა. ლორია მე-3 მეკარის დონეც არაა, აქამდე არავის დაურტყია და ქონდა უგოლო სერია. მოკლედ გავსკდი გულზე, ან ჩაწყობილი იყო ან ... ლორია მოაშორე ვაისს დამიჯერე, შენ ჯერ არავინ გაგიშვებს მაინც.
a
16 ნოემბერი 2018 01:54
2
რაღაც მგონია რომ ვაისს რასაც კარნახობენ იმას აკეთებს და კიდე შეცვლებს ძაან აგვიანებს მე ვაისის შეცვლა 70 ე წუთამდე ჯერ არ მინახავს 87 წუთზე რომ კაცს გამოიყვან იმის იმედი როგორ უნდა გქონდეს არ ვიცი რაა. ერთი სიტყვით ვაისი და მთლიანი ფედერაცია გასაკრიტიკებელია
ტოტტი
16 ნოემბერი 2018 01:52
2
ვიცი ბევრს არ მოეწონება ჩემი კომენტარი, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, მე პირადად არ მინდა ჩვენი ნაკრების გასვლა ევროპაზე ასეთი დონის ნაკრების. არ მინდა ევროპის საშუალო გუნდმა ამოტენოს და სასაცილოები გავხდეთ.
დავით 67
16 ნოემბერი 2018 02:43
17
ჭეშმარიტებასთან ახლოს ხართ, მაგრამ "მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვიაო"
გიზოგ
16 ნოემბერი 2018 11:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული