ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
15 ნოემბერს ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ჯვაროსანთა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სახეცვლილი შემადგენლობა დააყენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და სწრაფი გოლიც გაიტანა: ფლანგიდან განივ გადაცემაზე ყველას ჩაკვეტაძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა.
მიუხედავად გაშვებული გოლისა, მასპინძლები კვლავ მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. თამაშის ტემპიც დაეცა. 31-ე წუთზე არაბულმა ხელსაყრელი პოზიციიდან მოჭრილი დარტყმით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა ისევ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, უფრო
მარჯვენა ფრთიდან, სადაც ჩვეულად კაკაბაძე აქტიურობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა (ან როგორ უნდა შეცვლილიყო?) და 51-ე წუთზე ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ხელიდან ხოჭოლავამ გაუშვა. 63-ე წუთზე კი ალოგიკური გოლი გავუშვით - მეკარე ლორიამ უხეში შეცდომა დაუშვა და მარტინესმა საჯარიმოდან გოლი გაიტანა. ეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი გაშვებული გოლი იყო.

აშკარა გახლდათ, რომ საქართველოს ნაკრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა და შექმნილი ვითარება ცვლილებების განხორციელებას მოითხოვდა. ვაისმა 77-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა, კიტეიშვილისა და არაბულის ნაცვლად მოედანზე ჭანტურიშვილი და კაჭარავა შეუშვა.

ცვლილებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა.

მოკლედ, ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა, საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა საკადრისი თამაში, უფანტაზიოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა.

ანდორა". "ესტადი ნასიონალი"
ანდორა - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 მარტინესი (63)

ანდორა: გომესი, ჩ. მარტინესი (გარსია 90+1), უოლესი, რებესი, ლიმა. ა. მარტინესი, ფერნანდესი (როდრიგესი 81), სან ნიკოლასი, ცერვოსი (ხ. რუბიო 89), ხ. რუბიო, ლოვერა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, გვილია (ზარანდია 88), კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 77), ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, არაბული (კაჭარავა 77)

მკითხველის კომენტარები / 102 /
უმოტივაციო, უმარილო, ჩამქრალი თვალებით ნათამაშევი მატჩი, საქართველოს ნაკრების და მწვრთნელის შესრულებით. რა იყო ეს? დავიწყეთ ისევ? კარში თითოჯერ დაარტყა ორივე გუნდმა და ორივემ გაიტანა. მეტი არაფერი. უაზრო ბურთის გორება აქეთ-იქეთ. არ ვიცოდით რა გვინდოდა, რისთვის ვაკეთებდით და სად მივდიოდით. კიდევ ერთი შავი ლაქა. ნამდვილად არ მოველოდი, თუ ისევ იმ ავადსახსენებელ ფეხბურთს ვითამაშებდით. ანტი-ფეხბურთი. თავი სიზმარში მგონია და ვერ ვიღვიძებ. კიდევ ერთი უძილო ღამე...
TanoLife
16 ნოემბერი 2018 02:02
3
რადროს ექსპერიმენტებია შენ ოჯახ დალოცვილო. მიიყვანე საქმე ბოლომდე და მერე ატარე ეს ექსპერიმენტები. მითუმეტეს დ-ჯგუფში არაფერი არარის ფადაწყვეტილი და ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს. დ-ჯგუფში საუკეთესო გუნდი მომავალ ევრო შესარჩევს მეოთხე კალათაში განთავსდება. ან თუ ექსპერიმენტს ატარებ, კვასხაძემ რაღა დააშავა? დარწმუნებული ვარ რომ მაგ ბურთს არ გაუშვებდა. ლორიას შემთხვევაში იჩინა თავი უთამაშებლობამ.
ალეკო
16 ნოემბერი 2018 01:57
1
კვასხვაძეს რატო ჯობია 1 წლის უთამაშებელი ლორია რომელიც ყოველ შესარჩევში უშვებს ისეთ შეცდომას რომელიც შედეგზე მოქმედებს კითხოს ვინმემ ამ კაცს და კიდევ მოსაგებ თამაშზე შეცვლას ბოლო წუთზე რატო აკეთებს?
მინდია
16 ნოემბერი 2018 01:57
1
საქართველოს ნაკრები რა საქართველოს ნაკრებია თუ სადმე გულშემატკივარს ხასიათი არ წაუხდინა!?...დავეშვით მიწაზე...ჩაკვეტაძე-ყაზაიშვილი-კიტეიშვილი ფეხბურთელები,რომლებიძ მინდორზე უნდა ქმნიდნენ “სხვაობას“ სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ ქმნიან ანდორასთანაც კი,რაც იმის მაუწყებელია,რომ ისინიც,როგორც ყველა ანდორელი და ყველა ჩვენი არიან ჩვეულებრივი დაბალი დონის ფეხბურთელები,რომელთა მაქსიმუმი ავსტრია-უნგრეთის ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდებში გამოსვლაა...ჩაკვეტაძემ ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე იქნებ გაქაჩოს კიდევ სადმე,მაგრამ ასეთი თამაშით გენტს ვერ გაცდება,ხოლო პერსპეკტიულობის ასაკის გადალახვის შემდეგ გენტსაც აღარ მოუნდება და დაბრუნდება ისევ საქართველოში,ანდა საშოვარზე წავა ყაზახეთის ჩემპიონატში...ბარსელონა არა წნორის მილანი კიდე.
დივნის ექსპერტი
16 ნოემბერი 2018 01:56
7
ღმერთმა ქნას გავიდეთ ევროპაზე, მაგრამ ვაისი ფიზკულტურის მასწავლებლის დონეა, ეს კიკინებიანი კიდე კარიუსი კუბში, წაიმარიაჟა ბიჭმა ვითომ მაგარ ბურთს ვიღებო და ხელში ასაღები ბურთი გაუშვა. ლორია მე-3 მეკარის დონეც არაა, აქამდე არავის დაურტყია და ქონდა უგოლო სერია. მოკლედ გავსკდი გულზე, ან ჩაწყობილი იყო ან ... ლორია მოაშორე ვაისს დამიჯერე, შენ ჯერ არავინ გაგიშვებს მაინც.
a
16 ნოემბერი 2018 01:54
2
აშკარა იყო რომ გუნდი ძალებს ზოგავდა, სავარაუდოდ ეგონათ ანდორელების დამარცხებას სეირნობაც ეყოფოდა, მით უმეტეს სწრაფი გოლის მერე. პირველივე ტაიმის მეორე ნახევრიდან ჩანდა რომ ფეხბურთელები დადგნენ. კარში დარტყმები მიზერული ოდენობით. კიტეიშვილმა და არაბულმა ცალსახად ჩააგდეს თამაში. კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამხელა ძალას წარმოადგენს გუნდისთვის კანკავა. ანდორელებმაც კარგად გვირტყეს ფეხებში და მადლობა რომ მძიმე ტრავმებს გადავურჩით. ეხლა იმედია ყველა მიხვდა რას ნიშნავს მეკარე რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნია. ყახახებთან სულ სხვა გუნდი წარდგება მჯერა, სხვა მოტივაციით. მაგრამ ანდორას მაინც ყველგან და ყოველთვის უნდა უგებდე. დიდი სირცხვილია რაც მოხდა მაგრამ კარგიცაა, რადგან ღრუბლებიდან მიწაზე დაგვაბრუნეს. შეცვლები ზუსტი იყო, მაგრამ უფრო ადრეც შეიძლებოდა. ზარანდიას მეტი სათამაშო დრო!
ირაკლი
16 ნოემბერი 2018 01:53
3
სირცხვილია,
ესეთი უფანტაზიო ფეხბურთი რა ხანია არ მიყურებია. ანდრიას რა უნდა მოითხოვო და ჩვენების ერთი კომბინაციაც ვერ ვნახე.
K.R.
16 ნოემბერი 2018 01:52
1
რაღაც მგონია რომ ვაისს რასაც კარნახობენ იმას აკეთებს და კიდე შეცვლებს ძაან აგვიანებს მე ვაისის შეცვლა 70 ე წუთამდე ჯერ არ მინახავს 87 წუთზე რომ კაცს გამოიყვან იმის იმედი როგორ უნდა გქონდეს არ ვიცი რაა. ერთი სიტყვით ვაისი და მთლიანი ფედერაცია გასაკრიტიკებელია
ტოტტი
16 ნოემბერი 2018 01:52
2
რა ვერ გაამართლა, არ წაუვიდა, არ ითამაშა ჩაკვემ, ყაზაიშვილი ნული. კიტემ ითამაშა რაც შეეძლო, კიდე მოუმატებს ეგა.და ტაბიძე კედელივით იდგა და მეტი რა. არაბულმა არ გაამართლა ერთი. ამ კაცს უთხრას ვინმემ, რო ცვლილება გააკეტოს დროულად და დაანებოს ტავი ამ ლორიას ბოლობოლო. და ვაბშე გაკეთებული თამაში მგონია. კატასტროფა არაა. კიდე ლორია ტუ დააყენა და არ ვიცი.
ვასო
16 ნოემბერი 2018 01:51
2
გამოჩნდა ვაისის მწვრთნელობა. სამარცხვინო თამაში და უსუსური მწვრთნელი. ანდორას რომ პირველი ტაიმიც ასე ეთამაშა შეიძლება მოეგო კიდეც. ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე, მაგრამ სანამ დროა თუ არ მოვიცილეთ ვერც ბელორუსებს მოვუგებთ და ვერც მაკედონიას. მეკარის საკითხი კი როგორ ვერ მოაგვარეს ამდენი ხანი, რა დიდი დრო უნდა მახარაძის პასპოეტის გაკეთებას.
emigranti
16 ნოემბერი 2018 01:50
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული