ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
15 ნოემბერს ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ჯვაროსანთა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სახეცვლილი შემადგენლობა დააყენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და სწრაფი გოლიც გაიტანა: ფლანგიდან განივ გადაცემაზე ყველას ჩაკვეტაძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა.
მიუხედავად გაშვებული გოლისა, მასპინძლები კვლავ მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. თამაშის ტემპიც დაეცა. 31-ე წუთზე არაბულმა ხელსაყრელი პოზიციიდან მოჭრილი დარტყმით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა ისევ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, უფრო
მარჯვენა ფრთიდან, სადაც ჩვეულად კაკაბაძე აქტიურობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა (ან როგორ უნდა შეცვლილიყო?) და 51-ე წუთზე ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ხელიდან ხოჭოლავამ გაუშვა. 63-ე წუთზე კი ალოგიკური გოლი გავუშვით - მეკარე ლორიამ უხეში შეცდომა დაუშვა და მარტინესმა საჯარიმოდან გოლი გაიტანა. ეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი გაშვებული გოლი იყო.

აშკარა გახლდათ, რომ საქართველოს ნაკრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა და შექმნილი ვითარება ცვლილებების განხორციელებას მოითხოვდა. ვაისმა 77-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა, კიტეიშვილისა და არაბულის ნაცვლად მოედანზე ჭანტურიშვილი და კაჭარავა შეუშვა.

ცვლილებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა.

მოკლედ, ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა, საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა საკადრისი თამაში, უფანტაზიოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა.

ანდორა". "ესტადი ნასიონალი"
ანდორა - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 მარტინესი (63)

ანდორა: გომესი, ჩ. მარტინესი (გარსია 90+1), უოლესი, რებესი, ლიმა. ა. მარტინესი, ფერნანდესი (როდრიგესი 81), სან ნიკოლასი, ცერვოსი (ხ. რუბიო 89), ხ. რუბიო, ლოვერა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, გვილია (ზარანდია 88), კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 77), ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, არაბული (კაჭარავა 77)

მკითხველის კომენტარები / 102 /
Es kaci gadamrevs kacharavas saukunea goli ar gautania da ar gaamartlao ..sasaciloa satirali ro ar ikos. Da rato izaxeb she mamacxinebulo mere
Gio
16 ნოემბერი 2018 03:57
1
ჩაკვეტაძე ბრავო! ეს ბიჭი ათრევს წინ ნაკრებს, სხვები ცდილობენ ფეხბურთის თამაშს, ძაან ბევრი შეცდომები აქვთ! სადაა თამაშსი მრწთვნელის აზრი ? მე ვერ ვნახე! ან რა პროგრესი ექნება ფეხბურთელს ასეთ მწვრელთან???!
ნონსენსია Vაისი!!!!
Geo
16 ნოემბერი 2018 03:25
6
ჩაკვეტაძეს ტყუილად აკრიტიკებთ. ვისაც ფეხბურთი უთამაშია, ეცოდინება რა საშინელებაა ბურთის მიღებისთანავე ფეხებს რომ გამტვრევენ და ცდილობენ როგორმე ტრავმა მოგაყენონ. სამწუხაროდ, მსაჯს სადავეები გაექცა და ანდორელებმა გვჩეხეს.
მსაჯი
16 ნოემბერი 2018 02:51
0
ამავე დროს, თავს გადგიან დამკვირვებლები.
გიზოგ
16 ნოემბერი 2018 11:24
0
სწორი ხარ. კარგი მოთმონება ჰქნონია რომ რომელიმეს არ შემოულაწუბა
niko
16 ნოემბერი 2018 04:09
0
სამწუხაროდ რაცა ვართ ესა ვართ!მეტს ველოდი,მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ ფაქტიურად ნახევარი გუნდი გვაკლდა.ლორიას ადრე თუ გვიან უნდა დაეშვა შეცდომა,ძნელია მეკარისთვის უთამაშებლობა და კარგია რომ ანდორასთან დაუშვა და არა რომელიმე პრინციპულ მატჩში!რაღა თქმა უნდა ტრაგედია არ არის,სამწუხარო ისაა რომ სუსტი რეზერვი გვყავს!გულს იმით ვიმშვიდებ რომ,არც ჩვენს პოტენციურ მეტოქეებს ულხინთ ამ მხრივ.ნუ ვაისის დაგვიანებული შეცვლები უკვე ტრადიციად იქცა!ექსპერტობას არ ვიბრალებ,მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს იმაში რომ 3-4 წუთში ფეხბურთელმა რამე შეძლოს!3-4 წუთით როგორც წესი დროის გაყვანის მიზნით შემოჰყავთ ხოლმე!იმედია ყაზახეთს დავამარცხებთ,ვაჩვენებთ საუკეთესო შედეგს დ ლიგაში და განვითესებით მეოთხე კალათაში!მერე კი ყველამ ერთად უნდა ვილოცოთ რომ ლიდერები რაც შეიძლება მალე მოშუშდნენ და შევიდნენ ფორმაში,წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთ ციკლს გავატანთ ქარს!წარმატებები და წინ საქრთველო!
Alex.F.
16 ნოემბერი 2018 02:43
2
ვიცი ბევრს არ მოეწონება ჩემი კომენტარი, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, მე პირადად არ მინდა ჩვენი ნაკრების გასვლა ევროპაზე ასეთი დონის ნაკრების. არ მინდა ევროპის საშუალო გუნდმა ამოტენოს და სასაცილოები გავხდეთ.
დავით 67
16 ნოემბერი 2018 02:43
17
ჭეშმარიტებასთან ახლოს ხართ, მაგრამ "მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვიაო"
გიზოგ
16 ნოემბერი 2018 11:21
1
Arabidze aris unichiriesi da uteqnikuresi motamashe codvis kitxvaa ro am formaciis nakrebshi misi adgili ar iyos da. Naxet misi tamashi benficas winaagmdeg erti siamovnebaa misi tamashis yureba
Walker
16 ნოემბერი 2018 02:36
5
არაბიზეს ურჩევნია ჩაკვეტაძისგან აიღოს მაგალითი, ბიჭს რამსები აერია ძალიან ბევრჯერ, მხოლოდ ბურთის გორაობა არა მთავარი!!!
არაბიძეზე
16 ნოემბერი 2018 15:10
0
zaza zamtaradze kai iqneboda nakrebis mtavar mwvrtnelad
liverpuli barselonas supermarketi.
16 ნოემბერი 2018 02:35
7
კარგი იქნება სულმდაბლურ კომენტარებისგან, თუ თავს შევიკავებთ. კარგი გაოთქმაა ''სანამ კაცი რამეს იტყვის, ყველა ბრძნულად გამოიყურება''.
გიზოგ
16 ნოემბერი 2018 11:18
0
ვაისი და ვალვერდე ორი მწვრტნელი ვისაც რისკის ნატამალიც არ აქვტ, ვერ რისკავენ ვერასდროს ვერცერტი. ვაისი რო რისკავდეს ლორიას მაგივრად კვასხვას დააყენებდა ამ ეტაპზე მარა ვერ რისკავს
ave
16 ნოემბერი 2018 02:33
0
როცა რისკავენ ამას მოაზროვნე თავი და დიდი გათვლები უნდა, ე. წ. ექსპერიმენტი რისკი იყო, მაგრამ არა რაციონალურად გათვლილი.
გიზოგ
16 ნოემბერი 2018 11:15
0
დხევანდელი ნაკრების თამაშით კმაყოფილი არის ფედერაცია..კობი და მისი მეგობრები.ცხადაცე გაუშვეს და ვაისი დატოვეს..მოგასმენინათ მაინც ვაისის უსტანოვკა..სისულელეებს იძახის
ტარო
16 ნოემბერი 2018 02:30
7
დაბლოკავენ ალბათ, მაგრამ უეჭველი ვიცი, რომ ვაისი რუსეთში მუშაობისას ჩაწყობილ თამაშებში მონაეილეობდა. ფეხბურთელისგან ვიცი..მგონი აქაც აგრძელებს..
Vakhtang Lobzhanidze
16 ნოემბერი 2018 02:30
8
ნუ თამაშობ და არაფერი მოგელანდება!
დავით 67
16 ნოემბერი 2018 02:45
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული