ვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორასთან ნამატჩევს (1:1) პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი შედეგი. უკმაყოფილო ვარ, პირველ ტაიმში უნდა გამოგვეყენებინა მომენტები და გაგვეტანა გოლები, ბაჩანა არაბულს ჰქონდა კარგი შანსი. რაც შეეხება მეტოქის გოლს, ასეთი გოლები არ უნდა გადიოდეს, თუმცა არ მსურს ცხელ გულზე საუბარი.

ბევრი შეცდომა დავუშვით და ვერ ვიყენებდით საგოლე მომენტებს. მინდოდა ჯგუფი ქულების დაუკარგავად დაგვესრულებინა, თუმცა ასე არ მოხდა და წინ საშინაო მატჩი გველოდება ყაზახეთთან, სადაც ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა
ვაჩვენოთ.

მოთამაშეები არ გვყავდა, რათა ძირითადი შემადგენლობა იდეალურად დაგვეყენებინა, სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან. უფრო მეტი მოლოდინი მქონდა ბაჩანა არაბულისგან და ნიკა კაჭარავასგან, მათ თავი ვერ წარმოაჩინეს. ყველაფერს ვერ გააკეთებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად გვყავდა დატვირთული.

პრობლემები არის ძირითად შემადგენლობაში, რადგან ფეხბურთელებს არა აქვს სათამაშო პრაქტიკა. ავიღოთ გიორგი ლორია, რომელიც ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ეს ქმნის პრობლემებს, შესაძლებელია  ამ პოზიციაზე ცვლილება განვიხილო. არ გვყავს შეტევაში გიორგი ქვილითაია და თავდამსხმელები ვერ იყენებენ მომენტებს. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა დაცვის ხაზში.

ყაზახეთთან გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რათა მოვხვდეთ მეოთხე კალათაში. რაც შეეხება მინდორის ხარისხს, ამ მოედანზე ორივე გუნდი თამაშობდა და შესაბამისად, ეს ორივე ნაკრებისთვის შემაფერხებელი იყო.

რა თქმა უნდა, ვაკვირდები საქართველოს ჩემპიონატს, მათ შორის გიორგი გაბედავასაც. ამ დროისთვის ვფიქრობ კაჭარავა და არაბული უკეთესი ვარიანტი იყო, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება საქართველოს ჩემპიონატიდან ფორვარდი გამოვიძახო".

altანდორელთა თავკაცი: ჩვენ სუპერგოლი გავიტანეთ!

altვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

მკითხველის კომენტარები / 44 /
როდესაც კაჭარავაზე,არაბულზე და ლორიაზე ამას იტყვი და არათამაშებ არც კუპატაძეს არც კვასხაძეს,არც სხირტლაძეს და არც ლობჟანიძეს და კიდე არდავიწყებ ჩამოთვლას,ჩემის აზრით ხარ ნული მწვრთნელი და პლიუს ასრულებ იმ დავალებას რა სიასაც დაგიდებენ წინ გამოსაძახებელი ბიჭების....
euhh
16 ნოემბერი 2018 15:27
4
ვაი ჩვენს პატრონს,ვინ დაგვწყევლა ასე,ვერაფერს ჩვენ ვერ ვხდებით,არაფლის ანალიზის თავი და ტ---ი არ გვაქვს,დააკვირდით ჩვენი ფეხბურთის კორიფეებს,როგორ "ბრძნულ" აზრებს აფიქსირებენ,ეს ხალხი ქმნის ამინდს ქართულ ფეხბურთში,როგორ აქებენ ჩვენს ნაკრებს,ეს ბედოვლათებია:ცხადაძე,ჩივაძე,ძოძუაშვილი,ქინქლაძე და ბევრი სხვა,მე ამ ხალხის წარსულზე,როგორც ფეხბურტელებზე პრეტენზია არ მაქვს,მე პრეტენზია მათ ექსპერტობაზე მაქვს,რაღაც გაფხაკურება და წამოვიდა ქება დიდება,ოი რა ნიჭიერები ვართ და ა.შ.ის კი აე იციან ვინ იყო ჩვენი მეტოქეები,რა სიძლიერის გუნდებში ვიყავით,ამის მაგალითად მარტო ანდორა გამოდგება,რა ხალხო ანდორაა საზომი,ან ყაზახეთი და ლატვია,სირცხვილია ხალხო,დიდი სირცხვილი,შეგვხვდებიან სერიოზული მეტოქეები და მიგვიჩენენ ჩვენს ადგილს,ისე,როგორც რაგბში მოხდა,იძახეთ ახლა რუსეთს ვუგებთ და რუსეთს ვუგებთ,მალე მასაც ვეღარ მოუგებთ.
roma
16 ნოემბერი 2018 15:02
8
ვერაფრით ვერ გამიგია რაში გამოიხატება ექსპერიმენტის ჩავარდნა? პირიქით, გაამართლა. რადგან გამოჩნდა , რომ დაცვაში პრობლემები არ გავაქვს და ტაბიძე არის ტანკი, მას ნაკრებში მეტი დრო სჭირდება ნავალას პოზიციაზე, თუმცა ეს უკანასკნელი კარგი იყო. ხოჭოც კაი ბიჭია, წინაც კარგად ერთვება ტაბიზესთან ერთად და ზოგადად ეგენიც და დვალიც კვერკველიას სჯობიან. ეს ერთი დადებითი ე.წ. ექსპერიმენტიდან. არაბულს ბურთი საჯარიმოში არც მიუღია პრინციპში, ის კი უნდა გაეტანა, ხელს არავინ უშლიდა,. კაჭარავაზე აღარაფერს ვიტყვი. კიტეიშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა, ყოველ შემთხვევაში ბევრს მოძრაობდა და ცდილობდა. პირველ სანაკრებო თამაშს, მისი ეს მეორე თამაში სჯობდა და ეგუება ნელნელა გუნდს, კიდევ მოუმატებს. ანუ ვაისის ასე ვთქვათ ექსპერიმენტმა გაამართლა,. აბა რა მოხდა? რა მოხდა ბატონო და ვერ გაამართლა ვაისმა და აი რატო. როცა სათამაშო პრაქტიკა ქონდა, მაშინ არ იყო ლორია სტაბილური და თუ რამე წაგებული გვაქ, 99 პროცენტი მისი ბრალია, ეს ფაქტია და ამაში ბევრი დამეთანხმება. რა გახდა ბოლობოლო მახარაძის პასპორტი. კაი, კვასხვაძე ხო გყავს, მშვენიერ ფორმაშია, იმ ბურთს ასიანი აიღებდა. დალშე. ხომ ხედავ რომ ჩაკვეტაძე ფეხებს უფრთხილდება, ბრძოლაში არ შედის, თავზე თამაშს არ იღებს და ამაში ვერანაირად ვერ გავამტყუნებ, რად გან ამ სეზონზე მან თავისი გააკეთა, ასევე არ მიუდის თამაში ყაზაიშვილს, იგი ნული იყო, ხოლო მარტო კიტეიშვილი შეტევის ცენტრში ამინდს ვერ ქმნის. შეტევის ცენტრი დაკარგულია და ამის გამო არაბულიც დაიკარგა. გუნდი უტევდა საყრდენებით და ფლანგის მცველებით, შეტევას ეხმარებოდა ხოჭო და ტაბიძეც. ეს ხომ ფაქტია კაცო, ხომ ნახეთ თამაში, ასე არაა? აბა რა შუაშია ექსპერიმენტი? ხოდა მწვრთნელი ამას რომ ხედავ ცვლილება ხო უნდა გააკეთო? 1-0 არაა საიმედო ანგარიში, და ეს ორი ფეხბურთელი მეორე ტაიმის დასაწყისშივე უნდა შეეცვალა, შემოეყვანა ხარაიშვილი, ზარანდია, მერება ან ჭანტურიშვილი. და ერთი კიდე, გამაგებინეთ ვინმემ, რატო არ იძახებს ებრალიძეს, პარუნაშვილს და ლობჟანიძეს? ეს სამი ფეხბურთელი რომ ჰყოლოდა მეორე ტაიმშივე, თამაშს მოვიგებდით. აი ესაა მთელი სურათი და ეს ასეა. მე ერთი მიკვირს, რატო არ მიუთითებენ ამას ჟურნალისტები. ეს ლელო კიდე, ვაბშე გაგებაში არაა. მთელი პასუხისმგებლობა ამ სიტუაციაში ვაისს ეკისრება და უნდა მიუთითოს ფედერაციამ. ოქრის, ჯანოს, მჭედლოს, ქვილოს და პაპუნას დანაკლისი რომ დიდია ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ მათ იმდენი და ისე მძიმე ტრავმები გადაიტანეს, რომ შეილება ვეღარც ითამაშონ დიდი ფეხბურთი და, აბა რა ვქნათ? ზამენა იმისთვისაა, რომ დროულად გააკეთო და თამაში შეცვალო. ლორია, ვაკო და კაჭარავა არაა დღეს სათამაშო და ნაკრებში დაუძახეთ ხალხს, რომელიც დიდი ხანია ამას იმსახურებს. ხოლო თუ მწვრთნელი არ გემორჩილებათ შეცვალეთ, სანამ დროა, თორე ამ ჯგუფიდან გუნდს ყველა გაიყვანდა. უმწვრთნელოდაც გავიდოდნენ. გთხოვთ ნუ დამიბლოკავთ. იმედია კაზახეთთან გავილაღებთ.ხომ უნდა დაგვადგეს საშველი ბოლოსდაბოლო, არის ამის რესურსი და გამოვიყენოთ რაიქნება.
ლევანი
16 ნოემბერი 2018 14:25
3
ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს, ცოტა შენც უნდა გაანძრიო ტვინი ბატონო ვაის!
ვაისს
16 ნოემბერი 2018 14:07
1
ძალიან გაწბილებული დავრჩი. არ მეგონა თუ ასე სუსტად ითამაშებდნენ. აქ მთავარი თამაშის ხარისხია, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აქ შედეგი არანაირად არ მიმაჩნია მთავარ ფაქტორად. რომ მოეგოთ თუნდაც ერთით ნული, ასეთივე რეაქცია მექნებოდა. დედა, რა იყო ეს!!! ლორიამ ხომ, საერთოდ....
ნატალი
16 ნოემბერი 2018 13:00
1
ან რა მომენტები ქონდათ ეს კაცი სხვა თამაშს უყურებდა ერთი მომენტი ქონდა არაბულს ისიც ვაი მომენტი გეგონება სერიოზული დომინირება გვქონდა და ვერ მოვიგეთ.სასაცილოა ამ კაცის სიტყვები სატირელი რომარ იყოს
maradona
16 ნოემბერი 2018 12:36
3
ეგ კაცია პირველ ადგილზე რომ გავვიყვანა, ეგ კაცია ფეხბურთის ყურების სურვილი რომ დაგვიბრუნა და ეგ კაცია ფეხბურთის თამაში რომ გვასწავლა,
giga
16 ნოემბერი 2018 17:25
10
ვაის შენი ბრალია გუშინდელი ფრე.ფრე კიარა უფრო წაგება რადგან აზზე არ ხარ მწვრთნელობის გლდანის ნაკრები რო შეკრა ეგ მოუგებს ანდორას საპოჯნიკების და სანტექნიკების გუნდია მხოლოდ რამოდენიმე ნახევრად პროფესიონალი ფეხბურთელი თამაშობს ეგეთ გუნდებს იყო წარსულში მწვრთვნელები საქართველოს ნაკრებში და 6-0უგებდნენ ან ამ კობიაშვილს რაღა უნდა მოაცილოს ეს კაცი ნაკრებს რომარა ჩანკვეტაძე სულაც წავაგებდით ამ თამაშს გამოვა კიდე და ფეხბურთელებს ლანძღავს კარგი ყველა ვთანხმდებით რომ ის გოლი ლორიას ბრალი იყო მაგრამ საკმაო დრო ქონდა გუნდს რომ თამაში შემოეტრიალებინა და თუ ესეთ გუნდს ვერ უტან გოლს საერთოდ ევროპაზე.ან ეს მე-80 წუთზე ცვლილებას რა აზრი აქ ჩვენც მორატა ან კეინი არ გვყავდეს ეხლა გუნდში რომ ადაპტაცია მოასწროს 10 წუთში მოკლედ მინდოდა ყაზახეთთან თამაშზე წასვლა მაგრამ გუშინ ყველანაირი სურვილი გამიქრა და ალბათ ჩემსავით ბევრი ფიქრობს .გინდაც ლატვიასთან თამაში რას გავდა იქაც ჩაკვეტაძეს დამსახურებააა რომ მოვიგეთ ეს 19 წლის ბიჭი ვაის სადამდე ათრევს ვნახოთ ყველამ
juventus
16 ნოემბერი 2018 12:32
6
ეს იყო ფრეზე თამაში ვსიო.
ako
16 ნოემბერი 2018 11:52
3
ან ეს ხარხარიშვილი რატომ არ ათამაშა, ან ამ ჭანტურიშვილს, კაჭარავას და არაბულს რას გადაეკიდა. ცოდოები არ არიან? ჯერ სადღაც მესამე ლიგებში თამაშობენ.
sdfffff
16 ნოემბერი 2018 11:43
1
მარტო ბურთის გორებით თამაშს ვერ მოიგებ, ესეთ გუნდს აუცილებლად უნდა მოუგო და თანაც დიდი ანგარიშით. თამაშს როცა ვერ ამწვავებ საჭიროა ტექნიკური ფეხბურთელი, ზარანდია გამოიყვანა 87-ე წუთზე, რა არის 75 წუთამდე არ აკეთებს შეცვლებს, უკარნახეთ ფედერაციიდან თუ ვერ ხვდება! ამ კაჭარავათი ხომ დაგვღალა, ეს თამაში ტრენერის და მეკარის ბრალია!
x.x
16 ნოემბერი 2018 11:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული