საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ანდორადან დაბრუნების შემდეგ თბილისში პირველი ვარჯიში გამართა.
ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ბაჩანა არაბულმა და გიორგი ჩაკვეტაძემ ინდივიდუალურად ივარჯიშეს. საწვრთნელი პროცესის დროს მიღებული ტრავმის გამო, შესაძლოა, მომდევნო შეხვედრა ოთარ კიტეიშვილმა გამოტოვეს. უკვე ცნობილია,რომ ანდორასთან სათამაშო ეპიზოდში მიღებული ტრავმის გამო გიორგი ნავალოვსკი ყაზახეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ამ ეტაპისთვის საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან მატჩისთვის მზადებას 22 ფეხბურთელით განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრები, ყაზახეთთან მატჩამდე, ბოლო ვარჯიშს 18 ნოემბერს, კვლავ ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე გამართავს.
უეფას ერთა ლიგის
ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის 19 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით