შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა - ჩაკვეტაძე გენიოსია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი 2:1 დაამარცხა.

დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები კი ფლობდა, მაგრამ ცალკარა თამაშში პირველ ტაიმში შედეგს ვერ მიაღწია. სამაგიეროდ შესვენების შემდეგ ჯვაროსნებმა გოლი გაიტანეს. ჩაკვეტაძის გადაცემა გოლით მერებაშვილმა დააგვირგვინა.

78-ე წუთზე ჩაკვეტაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი გენიალური გოლი გაიტანა. ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლი კი გაიტანეს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.

აქ ანგარიშზე ლაპარაკიც აღარაა - ჩვენი გუნდი სულ სხვა კლასისაა და პლეი-ოფის ნახევარფინალს ვუმასპინძლებთ. გილოცავთ!

თბილისი. "დინამო არენა".
საქართველო -ყაზახეთი 2:1
გოლები: 1:0 მერებაშვილი 1:0  (59), 2:0 ჩაკვეტაძე (84), 1:2 ომირტაევი (90) 1:2

საქართველო: ლორია; კაკაბაძე (ხოჭოლავა 86), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკვაკა, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 90), გვილია (კაჭარავა 74), მერებაშვილი, ყაზაიშვილი

ყაზახეთი: ნეპოგოდოვი; ბეისებეკოვი, მალი, ლოგვინენკო, სუიუმბაიევი, ფედინი (ომირტაევი 88), კუატი, მუჟიკოვი, მურტაზაევი (ტურისბეკი 84); ჟაიტდინოვი, შეტკინი (პერტსუხი 74)

მკითხველის კომენტარები / 75 /
ყველას გილოცავთ, ჩაკვე რომ არ გამოჩენილიყო ამ თამაშს კი არა ვერცერთ თამაშს ვერ მოვიგებდით, ვაისი და ლორია მოაშორეთ თუ გასვლა გვინდა ევროპაზე. გვილიაც არაა ფორმაში, მაგრამ ლორიასთან ვერავის შევადარებთ. თვითონ მაინც ინამუსოს და თქვას რო არ შეუძლია გული მისკდება კარებში რო გვირტყავენ, მაგარი არასაიმედოა.ვაისი კიდე ლენჩია მემგონი. ეს ჯგუფი ბიჭებმა მოიგეს და არავინ სხვამ.
a
19 ნოემბერი 2018 23:17
66
პირველ ტაიმში, ერთი ერთზე ჩვენი კარიდან ბურთი ვინ გამოაძრო? ლორიამ ხო არა?
თემო
19 ნოემბერი 2018 23:56
1
ვულოცავ სრულიად საქართველოს!!!ჩაქვეტაძე ოქროს ბიჭია!!!ღმერთმა სულ ბედიღბლით და ტრავმების გარეშე ატაროს!!!დიდი ალბათობით ბელარუსი გვესტუმრება ნახევარფინალში და დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ!და საერთოდ დარწმუნებული ვარ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ!!!ისე ნიჭი მაინც რა არის ეს ოხერი!!!დიდი მადლობა ყველას ვინც ამხელა სიხარული აჩუქა სრულიად საქართველოს!
Alex.F.
19 ნოემბერი 2018 23:15
2
ჩვენ უფალმა გამოგვიგზავნა ბიჭი საოცრება, ბიჭი იმედი, ბიჭი გენიოსი, ბიჭი, ვისი თამაშის ხილვის გამოც ღირს გიყვარდეს ფეხბურთი, ქართული ფეხბურთი!!!
მადლობა უფალო გიორგისთვის და მისი ქართველობისთვის!!!
მადლობა გიორგი სიხარულის ცრემლებისთვის!!!
მ ა დ ლ ო ბ ა!!!
შალვა 73
19 ნოემბერი 2018 23:10
1
ყოჩაღთ ბიჭებო!!!!! გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!!!!!!! ვგრძნობ, რომ ამაყი ვარ. ასე გააგრძელეთ.
ნონა
19 ნოემბერი 2018 23:10
0
vulocav bichebs da sruliad qartvel gulshematkivrebs ...isev chankvem tqva tavis sityva da massze bevri ram iqneba damokidebuli momaval tamashebzee zogadad tamashi kargi gamovida kakabadze ufro optimalur formashi sheva imedia samomavlod :))
shoti
19 ნოემბერი 2018 23:10
0
ESPN + კომენტატორი ამბობს: "ევროპული გრანდი გუნდების გასაგონად - თვალი გეჭიროთ ქართველების 10 ნომერზე. ის ჯერ სულ რაღაც 19 წლისაა. მერე გვიანი არ იყოს".
ფანტასტიური მობილიზება და რაც მთავარია გარდაქმნა. დიახ! ეს იყო პერფორმანსი. მოიგო ვაისმა, მოიგო გუნდმა. დიდი მადლობა ბიჭებს სიხარულის ცრემლისთვის, ჩვენი გახარებისთვის. მერაბაშვილი ყოჩაღ! ბევრი დაგიწუნეთ, ბევრიც გაძრახეთ და მაინც არ გატყდით, დაამტკიცეთ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშია დიდი პატივია. მადლობა დიდი გაწეული შრომისთვის.
P.S. ძალიან მინდა თბილისში...
TanoLife
19 ნოემბერი 2018 23:09
0
ჩაკვეტაძე ოქრო! მაგარი ბიჭია
Ivan
19 ნოემბერი 2018 23:09
0
ქართველებო აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე, გენაცვალეეეეთ
ირაკლიუსი
19 ნოემბერი 2018 23:08
1
ძმებო, ქართველებო, გილოცავთ გამარჯვებას. ეს ერთი და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოგველოცოს ერთმანეთისთვის. წარმატებები ჩვენს ნაკრებს, ჯაბა ნამდვილი კაკიტანია, ვენაცვალე სულში, გულში, ჯიგარში. ჩაკვეტაძე - გენიოსია.
ბესიკი
19 ნოემბერი 2018 23:07
1
კოსოვოს შევხვდებით დიდი ალბათობით, მაგრამ ამ კოსოვოს ჩვენ რო არ ვაღიარებთ დამოკიდებელ რესპუბლიკად??? როგორ იქნება ეგ ამბავი? რანაირად მოვლენ ან ვინ შემოუშვებს აქ
ემირი
19 ნოემბერი 2018 23:05
3
ფიფას კიდი ჩვენ რას ვაღიარებთ, შემოვუშვებთ და პატივისცემითაც მოვეპყრობით.
semi
19 ნოემბერი 2018 23:53
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული