შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა - ჩაკვეტაძე გენიოსია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი 2:1 დაამარცხა.

დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები კი ფლობდა, მაგრამ ცალკარა თამაშში პირველ ტაიმში შედეგს ვერ მიაღწია. სამაგიეროდ შესვენების შემდეგ ჯვაროსნებმა გოლი გაიტანეს. ჩაკვეტაძის გადაცემა გოლით მერებაშვილმა დააგვირგვინა.

78-ე წუთზე ჩაკვეტაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი გენიალური გოლი გაიტანა. ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლი კი გაიტანეს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.

აქ ანგარიშზე ლაპარაკიც აღარაა - ჩვენი გუნდი სულ სხვა კლასისაა და პლეი-ოფის ნახევარფინალს ვუმასპინძლებთ. გილოცავთ!

თბილისი. "დინამო არენა".
საქართველო -ყაზახეთი 2:1
გოლები: 1:0 მერებაშვილი 1:0  (59), 2:0 ჩაკვეტაძე (84), 1:2 ომირტაევი (90) 1:2

საქართველო: ლორია; კაკაბაძე (ხოჭოლავა 86), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკვაკა, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 90), გვილია (კაჭარავა 74), მერებაშვილი, ყაზაიშვილი

ყაზახეთი: ნეპოგოდოვი; ბეისებეკოვი, მალი, ლოგვინენკო, სუიუმბაიევი, ფედინი (ომირტაევი 88), კუატი, მუჟიკოვი, მურტაზაევი (ტურისბეკი 84); ჟაიტდინოვი, შეტკინი (პერტსუხი 74)

მკითხველის კომენტარები / 75 /
ფინალში კოსოვოზე გავალთ უეჭველი და შემადგენლობას გადახედეთ სიტის ლაციოს ვერდერის ჰერენვენის ფეხბურთელები მაგრად გაგვიჭირდება
912
21 ნოემბერი 2018 12:31
1
მთელ საქართველოს გილოცავთ, ამდენი წელიწადია, ათეულობით წელია, ქართულ ფეხბურთს არცერთი შეჯიბრება არ მოუგია! გუშინ ნავსი გატეხა ამ თითქოს დაწუნებულმა თაობამ, ერთალიგაზე ჯგუფში ბრწყინვალე გამარვება დაიწერა თავის აქტივში! კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ მარცხენა ფლანგზე, დიდი მიხეილ მესხის ფლანგზე გამოჩნდა კაშკაშა კომეტა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც დარწმუნებული ვარ დიდ მწვერვალებს დაიპყრობს და კიდევ მრავალჯერ გაგვახარებს!
aburjga
20 ნოემბერი 2018 16:38
2
ჩა-კი, ჩა-კი, ჩა-კი, ჩა-კი...
ჩაკი
20 ნოემბერი 2018 14:28
2
უპირველეს ყოვლისა ყველა ქართველ ქომაგს ვულოცავ გამარჯვებას. გამარჯვებას ყაზახებთან გუშინდელ მატჩში, გამარჯვებას ჯგუფში, გამარჯვებას D დივიზიონში, გამარჯვებას ზოგადად ფეხბურთში.
ვაისს მადლობა ნამდვილად ეკუთვნის. ჩაკვეტაძე ეს მოვლენა და საჩუქარია ჩვენთვის, ნაკრების ლიდერია, ის რაც ამდენი ხანი გვაკლდა. არ მინდა ვინმეს შევადარო, მაგრამ ქართველი ფეხბურთელებიდან მგონია ქინქლაძის და ქეცბაიას სინთეზია ყველაზე კარგ გამოვლინებაში. კანკავა გუნდის ხერხემალია! როცა ის თამაშობს იცი მოედნის ცენტრში ტერმინატორი გყავს. მადლობა თითოეულ ფეხბურთელს. გილოცავთ ყველას!
პ.ს. კაკაბაძეს რა სჭირდა გუშინ? საკუთარ თავს არ გავდა.
პ.პ.ს. ზარანდია მგონია ძალიან დიდი ტალანტი და გული მწყდება მეტი სათამაშო დრო რომ არ მიეცია, თუმცა მომავალი წინაა.
ირაკლი
20 ნოემბერი 2018 13:19
1
6 თამაში - 4 გოლი + 4 საგოლე გადაცემა + 1 გამომუშავებული პენალტი... ეს ჩაკვეტაძეა. მეტი რა ქნას. მთელი ერთა ლიგის, თავის A, B, C, D ჯგუფების MVP-ია. ასევე ყველას გილოცავთ, მთელ ეროვნულს მადლობა, მწვრთნელიან, ფეხბურთელიან დამხმარეებიანად.
QT
20 ნოემბერი 2018 12:53
0
აშკარა იყო, რომ ყაზაიშვილმა კაჭარავაზე ითამაშა და პრაქტუკულად 100 პროცენტიანი მომენტი გაცუდდა, ერთის მხრივ კარგია, მაგრამ არ არის გამართლებული, სარისკოა ყოველთვის და უნდა გაითვალისწინოს.
ჭიჭე
20 ნოემბერი 2018 12:25
1
გილოცავთ!!! გილოცავთ!!! გილოცავთ!!! გაიხარეთ და იმედია, კიდევ ხშირად გაგვახარებთ!!! იმის იმედიც მაქვს, რომ სპორტის და, კერძოდ ფეხბურთის დაფინანსება სახელმწიფოდან, კიდევ გაგრზელდება... ზოგიერთების გულის გასახეთქად... შედეგი სახეზეა!!!
tngh
20 ნოემბერი 2018 11:23
0
მეგობრებო თქვენი აზრი მაინტერესებს,მეჩვენება თუ ყაზაშვილი ბევრი თამაშია უკვე გადამწყვეტ მომენთში პასს არ აკეთებს?გუშინდელი ბოლო პასი არ შემახსენოთ ეგ როა არ გაეკეთებია დასახვრეტი იყო
beqa
20 ნოემბერი 2018 11:19
7
პირველ ტაიმში იყო მომენტი,როცა გასაკეთებელი პასი არ გააკეთა და თვითონ დაარტყა,მეორე ტაიმში კი პირიქით,თვითონ უნდა დაერტყა და პასი გააკეთა.ჩაკვეტაძემ ძელს რომ მოარტყა,იმ მომენტს ვგულისხმობ.პასი კაჭარავას გაუკეთა,მაგრამ კაჭარავა ბურთზე წინ და შესაბამისად თამაშგარეში იყო,ჩაკვეტაძე კი უკვე შორს წასულ ბურთს დაეწია და ისღა შესძლო,რომ ძელს მოარტყა,თითქმის გადასულიდან დარტყმული ბურთი.სწორად მოიქცა კაჭარავა,იმ მომენტში ბურთზე თამაში რომ არ სცადა.ვაკო თავის გუნდში წამყვანი თავდამსხმელია და ალბათ ინსტიქტი გამოუმუშავდა,რომ თავის თავზე მეტი აიღოს,თუმცა ამ თამაშზე ამას ვერ ვიტყოდი,აქ უფრო სიტუაციის შეფასებაში ჰქონდა შეცდომები.მას და კაშიას საკმაოდ დიდი უთამაშებელი პერიოდი გამოუვიდათ ამერიკის ჩემპიონატის დასრულებიდან და ეტყობა ამასაც ჰქონდა გავლენა,თორემ კაშიასაც აუცილებლად უნდა გაეტანა,ორი დარტყმიდან ერთი მაინც.
სოსო
20 ნოემბერი 2018 11:56
0
ღმერთმა ქნას თავში არ აუვარდეს წყნარად მშვიდად გააგრძელოს თამაში...და დიდი წარმატებებიც აუცილებლად მოვა...უნდა გითხრათ ამ ხნის მანძილზე ბევრი ტალანტი მინახავს ფეხბურთში---და არა მარტო ფეხბურთში.ერთი გაუელვიათ და გამქრალან მერე...ადრე იყო ქართველებს გვჩაგრავდნენ საკავშირო სრბიელზე--ეს ხომ ეხლა გამორიცხულია....მადლობა ყველა ნაკრების წევრს გუშინდელი თამაშისათვის--ასეთ კარგ განწყობაზე დაძინებისათვის......
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი 1957წლიდან
20 ნოემბერი 2018 11:04
2
გილოცავთ ყველა გულშემატკივარს ამ წარმატებას, მათ ვისაც სჯეროდა ჩვენი ნაკრების. მადლობა ეკუთვნის მთელ გუნდს და რათქმაუნდა ვაისს. ანდორაში ვერმოგებული თამაშის მსვლელობისას აშკარა თავლშისაცემი თავდამსხმელის არყოლა კი არა პირველ რიგში კანკავასა და მერებაშვილის არყოფნა იყო. ჯაბაზე არავინ კამათობს უდავოდ უძლიერესია ცენტრში. აი რაც შეეხება მერებას, მას კი მართლაც ბევრი კრიტიკოსი ყავდა. მერება არის ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი, ტიპიური გარემარბი რომელსაც ფლანგზე ძალიან ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია თავისი სისწრაფისა და ტექნიკის ხარჯზე. ხშირად აქვს წუნი მაგრამ ნათლად გამოჩნდა, რომ ძალიან საჭირო ფეხბურთელია ამ ფორმაციის ნაკრებისათვის. არ გვინდა მეგობრებო ვინმეს ზედმეტად გაკრიტიკება. რაც შეუძლიათ თამაშობენ და თავს არ ზოგავენ, ეს ხომ ნათლად ჩანს და შედეგზეც აისახა. დარწმუნებული ვარ რომ ევროპაზე გავალთ, დიდი ალბათობით ამაზე ძლიერი ნაკრები გვეყოლება ნახევარფინალისთვის...
ანესთეზეოლოგი
20 ნოემბერი 2018 10:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული