გურამ კაშია: ასეთ გარემოში შეუძლებელია თამაში წააგო

AutoSharing Option
ყაზახეთის დამარცხების შემდეგ (2:1) საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან მატჩი და ტრიბუნებზე შექმნილი გარემო შეაფასა.

ქართველი მცველის თქმით, ათიათასობით გულშემატკივრის მიერ შექმნილი ატმოსფერო გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

"ძალიან ღირსეულად ვითამაშეთ ეს ექვსი თამაში. მცირე ხარვეზი გვქონდა ანდორაში, რაც დღეს, ალბათ, გამოვასწორეთ. სასიხარულოა, რომ ამდენი გულშემატკივარი მოვიდა თამაშზე და ჩვენც, მთელმა გუნდმა იმედი დავუბრუნეთ. ისეთი ნაბიჯი გადავდგით, რაც გვაახლოებს სასურველ ოცნებასთან. არის პროგრესი, ამიტომ ჩვენ ყველამ მარტო პოზიტივი უნდა დავინახოთ და იმედი გვქონდეს მთლიანად გუნდის. დღევანდელი გამარჯვებით იმდენ ადამიანს მივანიჭეთ
სიხარული და ბედნიერება, რომ ძალიან მაგარი საქმე გავაკეთეთ. ბედნიერებაა, შენი ქვეყნის სტადიონზე რომ თამაშობ. ასეთ გარემოში შეუძლებელია, თამაში წააგო. ამიტომ გულშემატკივარსაც აქვს პასუხისმგებლობა შემდეგ თამაშებზე", - განაცხადა გურამ კაშიამ.

ყაზახეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონში საუკეთესო შედეგი აჩვენა, ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოიპოვა, რომელიც 2020 წლის მარტში გაიმართება.

altშეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა - ჩაკვეტაძე გენიოსია! [VIDEO]

altროდესაც ადამიანობა ყველაფერზე უფრო მეტია - რატომ უნდოდა ყაზაიშვილს გოლი კაჭარავას გაეტანა?

altვლადიმირ ვაისი: ჩაკვეტაძე მსოფლიო დონის ტალანტებს შორისაა

მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ მასეთი თავდადება გააგრძელეთ და ატმოსფერო ჩვენზე იყოს გურამ.
Geo_Dinamo
11:19 21-11-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული