Sport.de: ამომავალმა ვარსკვლავმა ისევ გაიბრწყინა, ტრიბუნებზე "ბარსელონას" სკაუტები კმაყოფილები იყვნენ

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძემ ყაზახეთთან მოგებულ (2:1) მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა, რასაც კიდევ ერთხელ მოჰყვა უამრავი გამოხმაურება მსოფლიოს წამყვანი სპორტული გამოცემებისგან.

გერმანული Sport.de ქართველი შემტევზე წერს და ამბობს, რომ "ბაიერნი" კიდევ ერთხელ ეცდება გიორგი ჩაკვეტაძის შეძენას.

"5 გოლი 7 მატჩში: აღმაფრთოვანებელი შედეგი! ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე ევროპული ტოპ-კლუბების სამიზნეა. მიუნხენის "ბაიერნი" მეორედ ეცდება მის შეძენას.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჰქონდა, ამომავალმა ვარსკვლავმა ისევ გაიბრწყინა.

გუშინ მხოლოდ ქართველები არ
იყვნენ ბედნიერები, თბილისის სტადიონის ტრიბუნებზე "ბარსელონას" სკაუტებიც კმაყოფილები იყვნენ. კატალონიელები 19 წლის ჩაკვეტაძის წელიწადზე მეტია აკვირდებიან, მათ შორის, ბელგიურ "გენტში" თამაშისასაც.

"ბაიერნი" მასში 6 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა მას "გენტმა" დაასწრო. ინტერესი ისევ არსებობს. მომავალი ზაფხულისთვის გერმანული კლუბის პრეზიდენტმა გუნდის განახლების პირობა დადო, ახალგაზრდა ჩაკვეტაძე კი, შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანია.

თუმცა, როგორც "მარკა" იუწყება, მხოლოდ "ბარსელონა" და "ბაიერნი" არ იბრძვიან ახალგაზრდა ქართველისთვის; "ბორნმუთი", "ტოტენჰემი" და "შახტარიც" ცდილობენ, გიორგი ჩაკვეტაძე მათ გუნდში მოხვდეს, თუმცა აშკარაა, რომ ამისთვის მათ 2017 წელს შეთავაზებულ 6 მილიონზე ბევრად მეტის გადახდა მოუწევთ", - ვკითხულობთ Sport.de-ზე.

გიორგი ჩაკვეტაძე "გენტს" 2017 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებულ 15 მატჩში მან 4 გოლის გატანა მოახერხა.

altშეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა - ჩაკვეტაძე გენიოსია! [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: ჩაკვეტაძე მსოფლიო დონის ტალანტებს შორისაა

altყაზახების მწვრთნელმა თითი მოკაკვა: საქართველო უკეთესი გუნდია, ჩაკვეტაძე ვერ ჩავკეტეთ

მკითხველის კომენტარები / 13 /
ყაზახეთთან თამაშზე როგორც კი ჩაკვეტაძე ბურთს მიიღებდა, 11 წლის ჩემი შვილი ხმადაბლა შეუძახებდა "მიდი გიო". დარწმუნებული ვარ ასეთი გულანთებული ბევრი ქომაგი ეყოლება გიორგის მთელ მსოფლიოში!
თბილისელი
21 ნოემბერი 2018 11:36
1
მთავარია თავში არ აუვარდეს, შეინარჩუნოს ის ენთუზიაზმი და შრომისმოყვარეობა რაც დიდი ფეხბურთელად ჩამოაყალიბებს!
ლაშა
21 ნოემბერი 2018 11:29
1
გაიხარე შვილო და ჩვენც მრავალჯერ გაგვახარე.

ახლა კი ერთი რჩევა, მიიღებ თუ არა ეს შენი საქმეა: ძალიან მაცდური წინადადებაა, მარა იქ დაგკარგავენ, ამისთვის ჟერ ძალიან პატარა (ახალგაზრდა) ხარ, მის გარდა რომელიმე სხვა ძლიერი გუნდი გირჩევნია სადაც ძირითადშიც გათამაშებენ და კაშკაშა ვარსკვლავიც იქნები.
გიორგი
21 ნოემბერი 2018 11:26
1
ფენომენია ეს ბიჩი, მიდი გიო გენაცვალე, ეს ტურნირი მარტლა შენ კისერზე გადავიდა, მიდი ზრდა გააგრზელე
ხაშური
21 ნოემბერი 2018 10:25
1
შორი გზით მოუარე და წარმატებამდე აუცილებლად მიხვალ.ღმერთმა დაგლოცოს და შრომამ მსოფლიო დონის ტალანტად გაქციოს
ნანა ბებო
21 ნოემბერი 2018 01:13
1
ტოტენჰემი ზედგამოჭრილია მისი სტილისთვის.
status quo
20 ნოემბერი 2018 22:04
0
ძალიან კარგია ესეთი ინტერესი, თუმცა ჩემი პირადი აზრია თუ გენტიდან გადავა ბარსელონა ბაიერნი და ესეთი გრანდები არ უნდა აირჩიოს, კი უზომოდ ნიჭიერია და გრანდამდე გენტზე ძლიერი და მაგრამ გრანზე დაბალი/საშუალო გუნდია საჭირო რომ ფიზიკურად უფრო მოძლიერდეს, ბოლომდე გაიხსნას და თავის ნიჭს უფრო დიდი ასპარეზი მიცეს, არის შანსი, რომ გრანდში ჩაიკარგოს მეორე ჩანკვეტაძის დაბადებას ვეღარ დაველოდებით :) :) მიდი გიოოოო ნაბიჯ ნაბიჯ ყველაფერი გამოვა. ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა მესის, რონალდოს ნეიმარის და ა.შ. სახელები გიომ ჩაანაცვლოს.
gg
20 ნოემბერი 2018 16:02
3
პრემიერლიგა იდეალური ვარიანტია ბარსაში ძირითადში არც ათამაშებენ და შეიძლება გაანათხოვრონ კიდეც
ჯაბა
20 ნოემბერი 2018 15:54
5
shromis gareshe araferi ar gamova talantinkinkladzesac qonda
aleko
20 ნოემბერი 2018 15:28
6
მე რაც ვიცი გვარის სკანდირება არავის ღირსებია მესხის შემდეგ, არც ყიფიანს და არც არავის, ჩაკვეტაძე ღირსია ამისი და მჯერა, რომ ამ ტვირთს ღირსეულად ატარებს! ხალხის რჩეული ხარ გიო და ჩვენი იმედი. შენმა მშობლებმა იხარონ შენი წარმატებებით!
ბბბ
20 ნოემბერი 2018 15:10
5
ვ ო ვ ა-ს, ჩ ე ლ ე-ს პატარა მიშა მესხს მოვესწარი, როგორ გუგუნებდა სტადიონი მათ სახელებს, ასევე შოთა-აჩის...
გივი
20 ნოემბერი 2018 16:43
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული