როგორი შეიძლება იყოს ევრო 2020-ის შესარჩევი ჯგუფი? - მკითხველის არჩევანი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მიერ D დივიზიონში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგიდან გამომდინარე, "ჯვაროსნებს" 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეოთხე კალათაში ყოფნა ერგო.

რა შეიძლება მოხდეს, როგორი იქნება ჯგუფის ყველაზე რთული და მარტივი ვარიანტები, გთავაზობთ მონახაზებს.

თუ ფიფას რეიტინგით ვიმსჯელებთ, ყველაზე რთული ჯგუფი ასეთი შეიძლება იყოს:

  1. ბელგია
  2. დანია
  3. სლოვაკეთი
  4. საქართველო
  5. მაკედონია
  6. ლატვია

თუმცა, რეალურად, შეიძლება ეს უფრო რთული ჯგუფი გამოდგეს:

  1. საფრანგეთი
  2. გერმანია
  3. სერბეთი
  4. საქართველო
  5. კოსოვო
  6. ანდორა

ფიფას რეიტინგით ყველაზე სუსტი ჯგუფი ასეთი სახის შეიძლება შეგვხვდეს:

  1. პოლონეთი
  2. ჩეხეთი
  3. ისრაელი
  4. საქართველო
  5. გიბრალტარი
  6. სან მარინო

თეორიულიად
შესაძლებელია, ჯგუფში მეზობლების ნაწილმა მოიყაროს თავი, მეორე ჯგუფიდან რუსეთი შეგვხვდეს, მესამე ჯგუფიდან თურქეთი, მეხუთე ჯგუფიდან სომხეთი ან აზერბაიჯანი.

გულშემატკივართა გამოკითხვაში, რომელშიც 14 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, სასურველი ჯგუფი ასეთია:

I კალათა - პოლონეთი 59%
II კალათა - რუსეთი 26%
III კალათა- ისრაელი/ფინეთი 25-25%
V კალათა - გიბრალტარი 49%
VI კალათა - სან მარინო 72%.

გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად სასურველი ჯგუფია:

I კალათა - ბელგია/საფრანგეთი 1%
II კალათა - დანია/შვედეთი 0.1%
III კალათა - ნორვეგია/სერბეთი 1%
V კალათა - მაკედონია/კოსოვო/ბელორუსი 1%
VI კალათა - ლატვია/მალტა 5%

შეგახსენებთ, სულ 10 ჯგუფი იქნება, მათგან ხუთი 6-გუნდიანი და ხუთი 5-გუნდიანი. შეგახსენებთ, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის წილისყრა 2 დეკემბერს დუბლინში გაიმართება.

altსაქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეები, ევრო 2020-ის შესარჩევის კალათები გადანაწილდა (+გამოკითხვა)

მკითხველის კომენტარები / 5 /
სადაც კოსოვო - სერბეთი არ თამაშობენ ერთად ან სომხეთი აზერბაიჯანი, ანდაც უკრაინა - რუსეთი, ჩვენთან ერთად ჯგუფში თამაში რატომაა დასაშვები??!!
ზურა
16:42 22-11-2018
0
ეხლა ბიჭები ისეთ ჯანზე არიან რუსეთს კი არა გერმანიას(ჩემი ფავორიტია) დადებენ ბეჭებზე..ღმერთმა ინებოს ისეთ ჯანზე დამდგარიყვნენ ბიჭები სხვა გრანდებთან ტოლ სწორად ეთამაშათ შესარჩევში!!!
nikola
14:10 22-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული