ყაზახი ჟურნალისტი: ახლა დაგვცინიან - 3-4 წელიწადში კი საქართველო ჩვენთვის ჯუჯა იქნება

AutoSharing Option
ყაზახური სპორტული საიტის Sports.kz-ს კორესპონდენტს ჰალიმჟან ერჟანოვს ეტყობა, ვერ მოუნელებია ერთა ლიგაზე მათი ქვეყნის ნაკრების წარუმატებლობა და მკითხველს არწმუნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაჩაგრავენ. თანაც, ძალიან. გთავაზობთ ამონარიდს.

"ავიღოთ იგივე საქართველო, რომლის ჩემპიონატში ცოტა ლეგიონერია. უპირველეს ყოვლისა, საქართველოში ფეხბურთელებს მაღალი ხელფასი არა აქვთ, ამიტომ იქ უცხოელები არ მიდიან. თუმცა, ადგილობრივებში გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ტალანტები, როგორიც გიორგი ჩაკვეტაძეა - პატარა ბიჭმა ორი გოლი გაგვიტანა.

ე.ი. მათი მოთამაშეები საზღვარგარეთული კლუბებისკენ მიილტვიან, რათა დიდი გასამრჯელო აიღონ. ჩვენები კი საზღვარგარეთ რატომ უნდა
წავიდნენ?! ჩვენთან ლეგიონერები კარგ ანაზღაურებას იღებენ, მათთან ერთად კი ჩვენებურები თამაშობენ და ისინიც კარგ ფულს იღებენ. მათ საზღვარგარეთ წასასვლელად სტიმული არა აქვთ.

ვთვლი, რომ ლეგიონერებზე ოპტიმალური ვარიანტი 5 უცხოელია, ეს ნორმალურია. ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რათა მათ გვერდით ყაზახი ფეხბურთელები გაიზარდონ.

ჩემის აზრით, 3-4 წელიწადში ეს შედეგს გამოიღებს, თუ 10-გუნდიან ჩემპიონატს ჩავატარებთ და პირველ ლიგას გავზრდით.

იმავე საქართველოსთან და სომხეთთან შედარებით ყაზახეთი გაცილებით მდიდარია და ჩვენ გვჭირდება საქმისადმი სამეურნეო მიდგომა, რის შემდეგაც ეს ქვეყნები ჩვენთან შედარებით ჯუჯები გახდებიან. კლუბების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სასურველ დონეზე უნდა იყოს. ბოდიშით, მაგრამ რამდენი ხანია ევროპულ ფეხბურთში ვართ და შედეგი პრაქტიკულად არ არის. თვით სტანმირ სტოილოვი ამბობს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა და მოედნები დაბალი დონისაა.

ქართველები დაგვცინიან, ამბობენ, რომ ჩვენი ფეხბურთელები არაკვალიფიციურები არიან".

მკითხველის კომენტარები / 31 /
ფული რომ გადამწყვეტი იყოს, საუდის არაბები მსოფლიოში ხუთეულში უნდა შედიოდნენ
გიგა
29 ნოემბერი 2018 20:02
0
ამათმა ბლატაობამ ხომ ტვინი წაიღო, მუდამ სიმდიდრეზე აპელირება არის დაბალი დონე, სხვა რაში გვჯობიხართ, კალათბურთს თამაშობთ თუ რაგბს, ჩვენ ვცდილობთ სპორტის ყველა სახეობაში ამოვქაჩოთ, მათ შორის ფეხბურთშიც და სადაც დაგიჭერთ 5 წელი იქნება თუ 10 მაინც ამოგტენით:)
ტინტო ბრას
29 ნოემბერი 2018 16:45
0
თქვენი ფული და ჩვენი ნიჭი, მსოფლიოს დავიპყრობდით(კარგი გაგებით)!!!
ჭიჭე
29 ნოემბერი 2018 13:36
0
ჰოლანდიაც თქვენზე პატარაა და რამდენიმე წელიწადში მაგათაც დაჩაგრავთ :))) ნიჭი ბიძიკო, ნიჭიიიი
giorgi
27 ნოემბერი 2018 11:29
0
ფული ჩვენზე მეტი რომ გაქვთ იმიტომ გყავთ ჩვენზე ძლიერი კალათბურთელები, რაგბისტები,წყალბურთელები,ძალოსნები და ა.შ. იმდენი გვერდები არ აგიდგეთ,საქართველოს ბეხბურთელთა ნაკრებს რომ ყაზახეთის ნაკრები აჯობებს. "აქლემი ისე არ დავადება,ვირის ტოლი საპალნე რომ არ აწიოსო","ტოვარიშჩ" ჰალიმჟან ერჟანოვ!
კუჭკუჭი
24 ნოემბერი 2018 14:24
0
მაგრად დაიბოღმნენ :))...ფულიანი პროვინციელების კომპლექსი აქვთ ამათ და აზერებს ... მუდმივად გვეჯიბრებიან :))საკლუბო დონეზე ხელოვნურად გაძლიერებული ლეგიონერებით ბოლო წლებში რო გვიგებენ მაგრად დაგვცინიან და უხარიათ...ეხლა იყვნენ ეგრე D ლიგაში და ანთხიონ ბოღმა :))) ისე ამ შპილკაობაში ადრე სომხებმა გაგვიხურეს და ეხლა ამათმა დაიწყეს...)))))))))))))))))))))))))))))))))))
ოთო
24 ნოემბერი 2018 11:51
0
ავიღოთ ჩინეთი. რაც მათი ჩემპიონატი ვარსკვლავებით გაივსო ბევრ ევროპულ გუნდს შეშურდება. მაგრამ ამით ნაკრებს რა?
სულელური ლოგიკაა.. ყაზახებიც მალე მიხვდებიან რომ მილიონების ყრა უაზროა და აზიის ჩემპიონატში დაბრუნდებიან.
Rezo
23 ნოემბერი 2018 17:00
1
ჩაკვეტაძის დონის ტალანტები ჩვენთან ყოველ 5 წელიწადში შეიზლება დაიბადოს, თქვენტან იგივე საუკუნეში ერთხელ მოხდება, ამას ქვია გენეტიკა, ჩვენ გუცაევის ყიფიანის მესხის მეტრეველის ქინქლაძის არველაძის ქვეყანა ვართ, სწორედ ამით გჯობივართ ამიტომაც ვერასოდეს გაგვასწრებთ!!!
zvio
23 ნოემბერი 2018 14:46
3
მაგათაც ყავდათ ევსტაფი ფეხლევანიდი.დდდდ
Mmm
23 ნოემბერი 2018 16:52
0
ყაზახურმა გუნდებმა ევროტურნირებზე უკვე ითამაშეს ქართულებიაგან განსხვაცებით ეროვნული ლიგით იზომება ფეხბურთის დონე
გუგა
23 ნოემბერი 2018 13:35
18
საქართველო გეოგრაფიულად ევროპაა, ყაზახეთი აზია. შეუსაბამოა შედარება ფეხბურთში. ყაზახეთი უნდა ედრებოდეს ჩინეთს, რუსეთს, მონღოლეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს. იგივე 3-4 წელში შეიძლება ბელგიასზე ძლიერი ჩემპიონატი გვქონდეს.
1234
23 ნოემბერი 2018 13:10
4
აბა ზღვის გადაღმა კითხე ევროპელებს საქართველო ევროპა თუ არის. ამ ყაზახივით ნუ ვიმსჯელებთ.
რეზო
23 ნოემბერი 2018 19:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული