ჩვენი გუნდი შეხვედრას სტუმრად გამართავს.
მატჩი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ გაიმართება.
ხორვატია მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, 2018 წელს გამართულ მუნდიალის ფინალში ჩვენი მომავალი მეტოქე საფრანგეთთან 2:4 დამარცხდა.
აქამდე ჩვენი გუნდები ერთმანეთს ისტორიაში ორჯერ შეხვდნენ. 2011 წლის 26 მარტს ლევან კობიაშვილის გოლით საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, 3 ივნისს კი მასპინძელმა ხორვატიამ ანგარიშით 2:1 მოიგო.
2 ნაბიჯით უკან - საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში დაიხია