ერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს.

წლის სადებიუტო მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 18 მარტიდან დაიგეგმა. ეროვნული ნაკრები სასტუმრო ჰუალინგში იცხოვრებს.

პირველ ოფიციალურ თამაშს ქართველი ფეხბურთელები 23 მარტს, "დინამო არენაზე", შვეიცარიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. 26 მარტს საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი, დუბლინში, ირლანდიასთან გამართავს.

შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: პოლონური კორონას 21 წლის ქართველი ლეგიონერი - ვატო არველაძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი,
გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი) ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი) გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი).

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩი საქართველოსა და შვეიცარიას შორის ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მონაწილეობით, მეორე ტურის თამაში დუბლინში, ირლანდიის წინააღმდეგ თბილისის დროით 23:45-ზე შედგება. ორივე მატჩის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

altსაქართველო - შვეიცარიის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ახლოვდება: ელემენტარული, რაც უნდა იცოდე



მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 59 /
ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილის დანაკლისი ძალიან დიდია, შვეიცარიის საათივით აწყობილ ნაკრებთან კრეატიული ფეხბურთელების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება!! შეტევის ხაზზში ახალი სისხლი გვჭირდება და იმედია ვაისი საბრძოლო შემადგენლობას დააყენებს. ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ რომ შვეიცარია ფავორიტია ჩვენთან და ქულაც რომ ავიღოთ წარმატება იქნება, თუ მოვიგეთ ხო იდეალური იქნება. ჯანო, ოქრი, და ჩაკვეტაძე როგორ მინდოდა ერთად მენახა !!!!!!!!!!!!! ვისაც არ უნდა დანახვა ეს მისი პრობლემაა მაგრამ ჩვენი ნაკრები ფეხბურთს თამაშობს და ამის არ დანახვა ცოტა უხერხულია!!
zaza
12 მარტი 2019 12:14
1
მეზარება გაგინო, ჩაკვეტაძეა პიჟონი და შენ ხარ კაცი?
შაკო
12 მარტი 2019 11:52
2
როცა ჩაკვე და ოქრი არაიან და არიძახებ ზარანდიას აბა როდის უნდა დაუძახო!!!!!

ზარანდიააააააააააააააააააა
levan
12 მარტი 2019 17:37
2
ან არ იძახებ ზარანდიას და იძახებ არველაძეს
დავითი
12 მარტი 2019 17:54
7
ჩაკვეტაძეს ტრამვა აქვს და ალბათ ვერ გამოჯამთელდა ბოლომდე. ძალიან ცუდია, მე უკვე ვეღარ წარმომ იდგენია მის გარეშე ნაკრები. კაია ჯანო მაინც დაბრუნდა.
Geo_Dinamo
12 მარტი 2019 12:18
1
უთამაშებელი ჯიღაურის მაგივრად ზარანდია უნდა გამოეძახებია, რა პრინციპით არჩევს ვაისი ფეხბურთელებს ვერ გავიგე
irakli
12 მარტი 2019 17:33
1
ჩემის აზრით სია ნორმალურია.ერთადერთი ჯიღაურის გამოძახებამ გამაკვირვა.სხვა მხრივ არაფერი სასაყვედურო არ მაქვს მწვრთნელთან.იმედია ბიჭები ფორმაში არიან და როგორც ყოველთვის,ამჯერადაც სრულად დაიხარჯებიან!დიახ,ობიექტურად შვეიცარია ჩვენზე ძლიერია,მაგრამ არა იმდენად რომ,წინასწარ დავყაროთ ფარხმალი!მე მჯერა საქართველოს ნაკრების და აუცილებლად წავალ თამაშზე!გულშემატკივარი უნდა ვიყოთ მეთორმეტე მოთამაშე და ვიქნებით კიდეც!უფალი ფარავდეს საქართველოს ნაკრებს და სრულიად საქართველოს!!!
Alex.F.
12 მარტი 2019 13:51
3
ირლანდიასთან გვაქვს თამაში....
aburjga
12 მარტი 2019 21:44
3
გაუმარჯოს საქათველოს ნაკრებს, გამარჯვებულიც და დამარცხებულიც მიყვარს.
იმედია კარგ შედეგს მიაღწევს მთავარია ყველამ მოვინდომოთ ერთ მუშტად შევიკრათ, რაც გვაკლია დღეს ერთობაა. მგონი ეს თაობა შეძლებს ჩვენს გახარებას.
ირაკლიუსი
12 მარტი 2019 21:14
2
გიორგი ჩაკვეტაძის ფენომენი იმითია გამორჩეული, რომ მენტალურად სხვა საფუძველი აქვს ვიდრე ჩვენ დანარჩენ ფეხბურთელებს. ეს კაცი მოგებისთვის თამაშობს მუდამ, საკუთარი თავის რწმენა აქვს და ეს გუნდზეც გადადის. ეხლა კი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ეს გადასარევი სტარტი ფეხბურთელებმა კარგად გააგრძელონ! მთავარია შევინარჩუნოთ ის განწყობა, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ, არ იფიქროთ საპატიო ფრეებზე და მამაძაღლობაზე მეტი!გავხდეთ ბოლო-ბოლო ფავორიტები ფეხბურთში. წინ საქართველო!!
გადასარევი გიორგი
12 მარტი 2019 14:25
2
რიგი ფაქტორების გათვალისწინებით სია მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ კითხვა მიჩნდება რატომ არის 25 კაციან განაცხადში ჯიღაური რომელიც თავის გუნდში მუდმივად სკამზე ზის, და არაქვს სათამაშო პრაქტიკა და რატომაა ზარანდია გაფართოებულ შემადგენლობაში როცა კაცი თავის გუნდის ლიდერია, მუდმივად თამაშობს და ორი თავით ჯობია ჯიღაურს. P.S ნუ ოქრის ფაქტორი გასაგებია, მას აქვს იმდენი საფეხბურთო ინტელექტი და ტექნიკა, რომ თუნდაც უთამაშებელი 15 წუთი გამოიყვანო და რაღაც ღირბული შექმნას.
გიგა
12 მარტი 2019 13:36
3
Chakvetadze da kvaracxelia oriveni did fexburts itamasheben. Da madloba roman fifias rom sheqmna bavshvta akademia.........
Druncha
12 მარტი 2019 12:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული