ერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს.

წლის სადებიუტო მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 18 მარტიდან დაიგეგმა. ეროვნული ნაკრები სასტუმრო ჰუალინგში იცხოვრებს.

პირველ ოფიციალურ თამაშს ქართველი ფეხბურთელები 23 მარტს, "დინამო არენაზე", შვეიცარიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. 26 მარტს საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი, დუბლინში, ირლანდიასთან გამართავს.

შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: პოლონური კორონას 21 წლის ქართველი ლეგიონერი - ვატო არველაძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი,
გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი) ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი) გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი).

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩი საქართველოსა და შვეიცარიას შორის ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მონაწილეობით, მეორე ტურის თამაში დუბლინში, ირლანდიის წინააღმდეგ თბილისის დროით 23:45-ზე შედგება. ორივე მატჩის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

altსაქართველო - შვეიცარიის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ახლოვდება: ელემენტარული, რაც უნდა იცოდე



მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 59 /
ჩემი აზრით ხვიჩა კვარაცხელიას უნდა მისცეს შანსი ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ჩაკვეტაძეზე არანაკლებ ფეხბურთს ითამაშებს
კა
12 მარტი 2019 13:08
6
ეს კაცი ვერა ხო იცით ვინ ჯიღაური ბიჭო ზარანდია და ხარიაშვილი მანდ არ გყავს
ზუგდიდი
12 მარტი 2019 11:46
2
ყოველი შესარჩევის დაწყების წინ, ნახევარი გუნდი ან დამტვრეულია, ან უთამაშებელი. მერე უკვე გასვლის შანსი რომ მიზერულია, მაშინ გვყავს ყველა ადგილზეა. ცხვარი უნდა დავკლათ თუ ჯადო მოვხსნათ თუ რა გავაკეთოთ ამის...
ჰაჰა
12 მარტი 2019 13:24
0
ცხვარმა რა დააშავა
გადასარევი გიორგი
13 მარტი 2019 01:28
0
ვინც ყავს ამ კაცს ის გამოიძახა
გოგა
12 მარტი 2019 12:04
2
არველაზე არ დაგავიწყდეთ ......ალბათ გვარის გამო
kaxa
12 მარტი 2019 14:51
18
ვაისი საუკეთესო მწრთნელია ვინც აქამდე საქართველოს ჰყოლია. ნაკრებშიც ყველას აძლევს შანსს, და შედეგსაც დებს იმ თამაშებში რომელიც ჩვენი ფეხბურთელების დონეს შეესაბამება, ძლიერ გუნდებთანაც შესანიშნავ რეზულტატს აღწევს. ასე რომ კრიტიკოსებმა გადახედეთ ნაკრების ბოლო 15 მატჩს, გატანილ და გაშვებულ გოლებს, მოგება წაგების ბალანსს, ბურთის ფლობის პროცენტს და ფილოსოფიური შეხედულებები მერე გამოთქვით. რა თქმა უნდა ქეცბაიასავით 8 მცველით და 2 ნახევარმცველით ვერ ადუღებს მოწინააღმდეგეებს და ლატვიასთანაც ვერ წააგო სახლში საუკეთესო ფეხბურთით, მაგრამ შედეგები ნამდვილად აქვს.
semi
12 მარტი 2019 13:31
7
გიორგი ჩაკვეტაძის ფაქტორია - ვაისის წარმატების 80 %
გადასარევი გიორგი
12 მარტი 2019 15:41
7
ზარანდია - არა, და არველაძე ჰო.
ზურა
12 მარტი 2019 15:32
9
Chakvetadze da kvaracxelia oriveni did fexburts itamasheben. Da madloba roman fifias rom sheqmna bavshvta bavshvta akademia.........
Druncha
12 მარტი 2019 12:26
0
Jigauri rato da zarandia rato ara...danarcheni normaluria
Maska...
12 მარტი 2019 15:27
2
Jigauri ratom? Danarheni ki hemi azrit normaluri gadawyvetilebaa!
Kika
12 მარტი 2019 12:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული