ფოტო: fcz.ch
19 წლის ლევან ხარაბაძე ეროვნულ ნაკრებში მეორედ გამოიძახეს. ის ქვეყნის უმთავრეს გუნდში პირველად 5 ივნისს "ლუქსემბურგთან" წაგებულ (0:1) მატჩში მიიწვიეს, თუმცა იმ შეხვედრაში მას მონაწილეობა არ მიუღია.
ახლა ლევანი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ორი შეხვედრისთვის (შვეიცარიასთან და ირლანდიასთან) გამოძახებულთა შორისაა და მეტიც, ის ერთადერთი ნომინალური მარცხენა მცველია 25-კაციან შემადგენლობაში.
Sportall.ge 19 წლის მოთამაშეს შვეიცარიაში დაუკავშირდა და ნაკრებში გამოძახების შესახებ კომენტარი სთხოვა.
"ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში მოვხვდი. არ ვიცი, ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებ თუ არა, მაგრამ
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს თბილისის "დინამოდან" "ციურიხში" გადაბარგდა და შვეიცარიული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს.
ერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კვლავ ცენტრფორვარდის პრობლემა - როგორ ფორმაში ხვდებიან სანაკრებო მატჩებს ქართველი ფეხბურთელები?