ვლადიმერ ვაისი: გიორგი ჩაკვეტაძის სიტუაცია ცოტა გაუგებარია

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 19 წლის ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრავმის გამო ჩვენი გუნდის განაცხადში, შვეიცარიასა და ირლანდიასთან მატჩებისთვის, არ არის, თუმცა "გენტმა" დღეს, 17 მარტს "სენტ ტრუიდენთან" შეხვედრისთვის 18-კაციან სიაში შეიყვანა.

"ჩაკვეტაძის სიტუაცია ცოტა გაუგებარია, მასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციას "გენტთან" ხშირი კონტაქტი ჰქონდა. ჩვენმა ექიმმაც გასინჯა ის, სიტუაცია მარტივი არ არის. მას მუხლი აქვს შესიებული და ისმის კითხვა: საჭიროა თუ არა ოპერაცია?

გიორგი 2 დღე მუშაობდა პირველ გუნდთან
ერთად. ვნახოთ, იქნება თუ არა დღეს საბოლოო განაცხადში. მას ასპროცენტიანი სათამაშო კონდიცია არ აქვს. ჩაკვეტაძე უნიჭიერი მოთამაშეა, 19  წლის ასაკში ნაკრების წამყვანი მოთამაშე და ბომბარდირია. დარწმუნებული ვარ, სიტუაციას ნათელი მოეფინება." - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 23 მარტს შვეიცარიის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავს, 27 მარტს კი ირლანდიის ნაკრებს დუბლინში დაუპირისპირდება.

altერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

altსაქართველოს ნაკრებში - არა, "გენტში" - კი: გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადს დაუბრუნდა

მკითხველის კომენტარები / 18 /
ორი თვეა ბიჭი უთამაშებელია და ტრამვირებული, და ამშუა გულ ევროპაში ამდენი ხნის განმავლობაში ის ვერ გაარკვიეს, საოპერაციოა თუ არა? ქუთაისში აღარ უჭირთ დიაგნოზი და ევროპაში ვეღარ დაადგინეს? ალბათ ასკურავას მალამოებით მკურნალობენ. 2 თვე რომ მუხლი არ დაცხრება, საოპერაციო რომაა ხაბაზი მიხვდება შე კაცო და ამდენხანს გაეკეთებია, ეხლა ფეხზე იქნებოდა, ასე რამდენჯერაც გავა მინდორზე , იმდენად უარესი მაგისთვის, მასე მოსპეს ყენია შალკეში. ხოდა მაგიტომაც თქვა ვაისმა ის, რაც თქვა, ალბათ. აბა მეტი რა?
ვასო
18 მარტი 2019 10:23
1
შენი ლოგიკის მიხედვით საერთოდ შეშვას ფეხბურთს ჯობია და ფეხები დაითბილოს და დაწვეს.დ
bukikio-ს
17 მარტი 2019 23:41
9
ვერ მესმის, რას ქვია ცოტა გაურკვეველია? ბიჭი გუნდის ლიდერია და ჩვენ უნდა გავარკვიოთ როგორ არის. საინტერესოა, პრესას უყურებენ სად როგორ დაიწერება ჩაკვეტაძეს ტრამვაზე, ისევე როგორც ჩვენ ქომაგები?
Geo_Dinamo
17 მარტი 2019 21:20
0
ეეე ვაის აზრზე არახარ არაფრის!! ჩაკვეტაძე საერთოდ არ არის გენტის განაცხადში დღეს და ტრამვას იშუშებს კაცი! ვერ ხარ კაი მასწავლებელი!
მწვრთნელი
17 მარტი 2019 21:15
5
გარისკვა რა შუაშია, იმედია სერიოზული არაფერია თორემ რამდენი წელი არ რისკავდა ყენია მარა ეშველა რამე?, ან მჭედლიძე რომ ამდენს უქმობს არის ამით რამე შეღავათი? არა.ძმაო სიფრთხილე არაფერ შუაშია მთავარია ფორტუნამ არ დააღალატოს გიო და ქართული ფეხბურთი ზოგადათ.
Mmm
17 მარტი 2019 19:26
2
მოიცადეთ არ მოიცადოთ ამას მნიშვნელობა არ ააქ ან არის საოპერაციო ან არა, მე მგონი უნდა ითამაშოს თუ ღმერთმა ქნას ყველაფერი.რიგზე დარჩა ხომ კარგი თუ არადა დროზე გაიკეთებს ოპერაციას და ეგ იქნება.
Kkk
17 მარტი 2019 18:16
10
ხო აბა რა მთავარია ნაკრებში ითამაშოს და მერე ფეხს თუ მოაჭრიან ეგ არაფერი.
bukikio
17 მარტი 2019 18:57
2
ყველა შემთხვევაში არუნდა გარისკოს გენტმა და არუნდა ათამაშოს ჩაკვეტაძე თუ ნამდვილად ეგრე აქვს შესივებული მუხლი გვახსოვს ჯანო შედიოდა ფორმაში გავრისკეთ და ტრავმა მიიღო ლიტვასთან თუ აგარმახსოვს ..მოკლედ გაანალიზონ ძალიან კარგად და შემდეგ თუ შესაძლებლებლობა ექნება ვაის აუცილებლად უნდა გამოუძახოს და დაამატოს ჩაკვეტაძე დიდი ძალაა ჩვენთვის გიორგი იმედია გვეყოლება ჩვენი ბიჭი შვეიცარიასთან თბილიში
nika
17 მარტი 2019 18:10
1
გარისკვა რა შუაშია, იმედია სერიოზული არაფერია თორემ რამდენი წელი არ რისკავდა ყენია მარა ეშველა რამე? ან მჭედლიძე რომ ამდენს უქმობს არის ამით რამე შეღავათი? არა.ძმაო სიფრთხილე არაფერ შუაშია მთავარია ფორტუნამ არ დააღალატოს გიო და ქართული ფეხბურთი ზოგადათ.
Mmm
17 მარტი 2019 19:12
5
ხვალიდან თავისუფლად შეუძლუა დაიმატოს თუ დღეს ითამაშა გიომ. ნაკრების წევრია რა თუნდაც ერთ სათში დაომაყოს რა პრობლემაა
ზუგდიდი
17 მარტი 2019 17:39
6
როგორც იქნა გამოჩნდა ვაისი?! თამაშამდე 6 დღით ადრე იკადრა ინტერვიუ?!
მოთხოვეთ ამ კაცს მეტი კომუნიკაცია! მოთხოვეთ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება! მოთხოვეთ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებთან შეხვედრა!
უის გაყრილები ვაისს შეყრილები
17 მარტი 2019 17:01
16
ხო აბა რა! მწვავე კითხვა არ დაუსვათ ვაისს! გული არ ატკინოთ! ვაისს კიარა დიდ მწვრთნელებს არ ინდობენ ჟურნალისტები! და ,,ცივი წყალი მიურბენინოს" რა შუაშია? ანუ მარტო მე ვფიქრობ რო ნაკრების მწვრთნელი ვალდებულია ქვეყნის ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩებს რო უნდა ესწრებოდეს?
უის გაყრილები ვაისს შეყრილები
17 მარტი 2019 20:30
5
მორიგი არაკომპეტენტური კომენტარი, არ გააქციოთ ეხლა ეს კაცი, თუ ძმა ხარ გვაცადეე.
გიო
17 მარტი 2019 20:00
5
ყველა გამოხმაურება
როგორც ჩანს თავად ვაისიც არ ყოფილა ინფორმიებული ბოლომდე, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიჩნდება შთაბეჭდილება რომ გენტმა სპეციალურად გაწელა ინფორმაციის ხანგრძლივობა გიოს ტრავმაზე, რათა ნაკრებში არ გაეგზავნათ.
bondo
17 მარტი 2019 16:43
2
ბონდო კი არა ბონდი უნდა გერქვას შენ, ჯემის ბონდი.
bukikio
17 მარტი 2019 18:55
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული