ვატო არველაძე ინდივიდუალურად ვარჯიშობს - საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების ფარგლებში, დღეს სრული შემადგენლობით შეიკრიბა.

საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული გუნდის დებიუტანტი, ვატო არველაძე (კორონა,პოლონეთი) კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა და ფეხბურთელებმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვეიცარიისა და ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ:

მეკარეები:
გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი),
დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები:
გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩების განრიგი

23 მარტი
საქართველო-შვეიცარია 18:00

26 მარტი
ირლანდია-საქართველო 23:45

altგიორგი ქვილითაია: ძლიერ ნაკრებად ჩამოყვყალიბდით - დიდი მოლოდინი მაქვს

altშვეიცარიის ნაკრების თავკაცი: საქართველო რუსულ სტილში თამაშობს და ცოტა ბრაზილიურსაც ურევს

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო [PHOTO]


მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
ბიჭო არველაძისთვის თუარის სტიმული გამოძახება, ხომ შეეძლო და გამოეძახებინა და ეთამაშებინა ზარანდიაც ?? ამას უკლავს მოტიცაციას და მერებაშვილს იძახებს.. მაგაზე მაქვს პრეტენზია თორე იყოს არველაძეც
ზურა
15:42 20-03-2019
0
ადმინ დიდი ცენზორა ვინმე ბრძანდებით, რაღა! რამდენჯერ გითხაეი სტანდარტი დაიცავი და ის მაინც თქვი ვის რატომ აქვეყნებ ან რატომ ბლოკავ?
ბატონ, ადმინ ცენზორას
15:09 20-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული