საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული გუნდის დებიუტანტი, ვატო არველაძე (კორონა,პოლონეთი) კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა და ფეხბურთელებმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვეიცარიისა და ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩების განრიგი
23 მარტი
საქართველო-შვეიცარია 18:00
26 მარტი
ირლანდია-საქართველო 23:45
გიორგი ქვილითაია: ძლიერ ნაკრებად ჩამოყვყალიბდით - დიდი მოლოდინი მაქვს
შვეიცარიის ნაკრების თავკაცი: საქართველო რუსულ სტილში თამაშობს და ცოტა ბრაზილიურსაც ურევს
საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო [PHOTO]
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
(არ დაბლოკოთ!)