გია გეგუჩაძე: გიორგი ჩაკვეტაძე გვაკლია და არიქა, დავიღუპეთო, ასე არ არის

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შვეიცარიასთან მატჩით იწყებს.

"ჯვაროსნები" უკვე მესამე დღეა ვარჯიშს შეუდგნენ. მოახლოებული მატჩის შესახებ აზრი ბათუმის "დინამოს" მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს ვკითხეთ.

"ყველას ერთი სურვილი გვაქვს, რომ გუნდმა ეს წარმატებული სვლა მეტად განავითაროს და უფრო მოვძლიერდეთ. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე გაცილებით უფრო სერიოზულია და ქვეჯგუფიც ძლიერი და დაბალანსებულია. იოლი არ არის, თუმცა მე ძალიან ოპტიმისტურად ვიყურები.

მე ვფიქრობ, რომ გამარჯვება მიზნად ყოველთვის უნდა დავისახოთ. ჩვენი გუნდისგან ყველაზე მეტად თავისუფალ თამაშს ველოდები. მთავარია, ის
ფეხბურთი ვითამაშოთ, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვითამაშეთ.

ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტი არ არის, გათანაბრებულია თითქოს. პირიქითაც ყოფილა, ისეთ ჯგუფში მოვხვედრილვართ, რომ შანსი არ გვაქვსო - გვითქვამს. ახლა თითქოს მეტი შანსი გვაქვს.

ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვიპოვოთ და ამ შემთხვევაში შეგვეძლება ტოლ-სწორად ვეთამაშოთ ნებისმიერ გუნდს.

გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნას რაც შეეხება, ვთვლი, რომ ის, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ამხელა ნაბიჯებით მიიწევს წინ და ამ ფორმაციის გუნდში ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაფერი წინ აქვს და ის, რომ გვაკლია და არიქა და, დავიღუპეთო, ასე არ არის.

არაერთი ღირსეული ფეხბურთელი გვყავს. ჩვენი ძალა გუნდურობაშია და გასაღები აქ უნდა ვეძებოთ", - განაცხადა გია გეგუჩაძემ Sportall.ge-სთან საუბრისას.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება 23 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩი სტარტს 18:00 საათზე აიღებს.

alt ვაკო გვილია: შვეიცარია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მათი არ გვეშინია

altნიკა კვეკვესკირი: მნიშვნელოვანია ტურნირის გამარჯვებით დაწყება

alt შვეიცარიელები: საქართველოსთან მატჩისთვის ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს

altსაქართველოს ნაკრები მზადებას განაგრძობს - ვატო არველაძემაც სრული დატვირთვით ივარჯიშა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩაკვეტაძე კი არა შუქურასთან 3-0 რომ წააგო სამარცხვინოდ ამაზე ააქვს პასუხი.გამოიყვანეთ რა მაგარი სპეციალისტი.თვალებს იბრმავებთ ხალხო.
Batumi
02:06 22-03-2019
7
ახალ შესარჩევ ციკლს ახალი გუნდით ვხვდებით.გუნდი ახალია მიუხედავად იმისა,რომ ბევრი ფეხბურთელი უკვე მრავალი წელია თამაშობს მის რიგებში.სიახლე უპირველესად დაცვიდან თავდასხაში და პირიქით თავდასხიდან დაცვაში გადასვლის რაციონალური სქემებში გამოიხატება.გადასვლების დროულ პროცესებში რგოლების შეთამაშებულობა უკვე იმდენად მაღალ დონეზე ავიდა,რომ ფაქტობრივად გამორიცხავს პანიკას,რაც აგრერიგად გვიშლიდა-ხოლმე ხელს და ჩვენზე სუსტ გუნდებთანაც კი ვმარცხდებოდით.ჩაკვეტაძე რაღა თქმა უნდა დიდი ძალაა,მაგრამ როცა გუნდს მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა აქვს მიზნად დასახული-ერთი და ორი ლიდერის არყოფნამ სათამაშო სქემები არ უნდა დაგვინგრიოს და თამაში არ უნდა გაგვიფუჭოს.ერთი სიტყვით იმედი დიდი ჩამესახა პირადად მე და მეთოდური აღმასვლა უკვე სულაც არ მიმაჩნია შეუძლებლად.პირიქით-ისეთი თაობა მოდის-უნდა გავიბრწყინოთ.მალე უნდა გავიბრწყინოთ.დიდი წარმატებები ჩვენს საყვარელ გუნდს.პ.ს. შვეიცარიის ნაკრებიც ამ ბოლო წლებში აღზევებული გუნდია.ძალიან კარგად მახსოვს ერთი ,,გრასჰოფერსის" იმედით მყოფი შვეიცარია როგორ გადავიდა ათგუნდიან და ოთხწრიან ჩემპიონატზე.აღმოფხვრა ორგანიზაციული პრობლემები,აამაღლა მსაჯთა კორპუსის კვალიფიკაცია,მიუკერძოებლობა და ....მიიღო კიდეც შედეგი.
გიორგი ჯანიკაშვილი
20:32 21-03-2019
1

სიახლეები პოპულარული