საქართველოს ნაკრები მზადებას განაგრძობს - ვატო არველაძემაც სრული დატვირთვით ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო მატჩისთვის უკვე სამი დღეა სრული დატვირთვით ემზადება. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, სავარჯიშო პროცესი კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე მიმდინარეობს. ვატო არველაძემ, რომელიც საწვრთნელის პროცესი საწყის ეტაპზე ინდივიდუალურად ემზადებოდა, დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. დღევანდელი სავარჯიშო პროცესის ძირითადი ნაწილი ორმხრივ თამაშს დაეთმო.

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, შვეიცარიის ეროვნული გუნდი, თბილისში 21 მარტს, საღამოს, ჩარტერული რეისით ჩამოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე ხვალ ივარჯიშებს.

საქართველო-შვეიცარიის მატჩზე დასასწრები 5, 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთების შეძენა როგორც ინტერნეტით
(tkt.ge) , აგრეთვე „დინამო არენას“ სალაროებში ყოველდღიურად შეგიძლიათ.

ევროპის ჩემპონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის პირველი ტური:

23 მარტი
საქართველო-შვეიცარია 18:00
გიბრალტარი-ირლანდია 21:00

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 19 /
ხალხო, ვატოს არც გენი აკლია და არც არაფერი, ასე რომ ველით დიდ ფეხბურთში, თუმცა მანამდე რა გალაპარაკებთ სისტემატურად დაიწყო გოლების გატანაო....?! ჯერ მხოლოდ 3-4 გოლია მის ანგარიაშზე და შევიკავოთ თავი ასეთი დასკვნებისაგან რა...
vato
16:23 21-03-2019
1
mamikos bichebit, rom sxva fexburtelebi ichagreba zalian gulsatkenia, tips ori tamashi aakvs ziritadshi natamashebi, u21 shiz tavi arafrit ar tarmouchenia))) zarandias zalian kargi presa aakvs polonetshi da gundis motoria, ukve ramdenjer moxvda polonetis chempionatis simbolurshi, magram xom unda dachagraot, sxva aba raa, unamusoebo((((
qomagi
15:19 21-03-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული