გია გეგუჩაძე: გიორგი ჩაკვეტაძე გვაკლია და არიქა, დავიღუპეთო, ასე არ არის

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შვეიცარიასთან მატჩით იწყებს.

"ჯვაროსნები" უკვე მესამე დღეა ვარჯიშს შეუდგნენ. მოახლოებული მატჩის შესახებ აზრი ბათუმის "დინამოს" მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს ვკითხეთ.

"ყველას ერთი სურვილი გვაქვს, რომ გუნდმა ეს წარმატებული სვლა მეტად განავითაროს და უფრო მოვძლიერდეთ. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე გაცილებით უფრო სერიოზულია და ქვეჯგუფიც ძლიერი და დაბალანსებულია. იოლი არ არის, თუმცა მე ძალიან ოპტიმისტურად ვიყურები.

მე ვფიქრობ, რომ გამარჯვება მიზნად ყოველთვის უნდა დავისახოთ. ჩვენი გუნდისგან ყველაზე მეტად თავისუფალ თამაშს ველოდები. მთავარია, ის
ფეხბურთი ვითამაშოთ, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვითამაშეთ.

ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტი არ არის, გათანაბრებულია თითქოს. პირიქითაც ყოფილა, ისეთ ჯგუფში მოვხვედრილვართ, რომ შანსი არ გვაქვსო - გვითქვამს. ახლა თითქოს მეტი შანსი გვაქვს.

ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვიპოვოთ და ამ შემთხვევაში შეგვეძლება ტოლ-სწორად ვეთამაშოთ ნებისმიერ გუნდს.

გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნას რაც შეეხება, ვთვლი, რომ ის, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ამხელა ნაბიჯებით მიიწევს წინ და ამ ფორმაციის გუნდში ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაფერი წინ აქვს და ის, რომ გვაკლია და არიქა და, დავიღუპეთო, ასე არ არის.

არაერთი ღირსეული ფეხბურთელი გვყავს. ჩვენი ძალა გუნდურობაშია და გასაღები აქ უნდა ვეძებოთ", - განაცხადა გია გეგუჩაძემ Sportall.ge-სთან საუბრისას.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება 23 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩი სტარტს 18:00 საათზე აიღებს.

alt ვაკო გვილია: შვეიცარია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მათი არ გვეშინია

altნიკა კვეკვესკირი: მნიშვნელოვანია ტურნირის გამარჯვებით დაწყება

alt შვეიცარიელები: საქართველოსთან მატჩისთვის ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს

altსაქართველოს ნაკრები მზადებას განაგრძობს - ვატო არველაძემაც სრული დატვირთვით ივარჯიშა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩაკვეტაძე კი არა შუქურასთან 3-0 რომ წააგო სამარცხვინოდ ამაზე ააქვს პასუხი.გამოიყვანეთ რა მაგარი სპეციალისტი.თვალებს იბრმავებთ ხალხო.
Batumi
22 მარტი 2019 02:06
7
ახალ შესარჩევ ციკლს ახალი გუნდით ვხვდებით.გუნდი ახალია მიუხედავად იმისა,რომ ბევრი ფეხბურთელი უკვე მრავალი წელია თამაშობს მის რიგებში.სიახლე უპირველესად დაცვიდან თავდასხაში და პირიქით თავდასხიდან დაცვაში გადასვლის რაციონალური სქემებში გამოიხატება.გადასვლების დროულ პროცესებში რგოლების შეთამაშებულობა უკვე იმდენად მაღალ დონეზე ავიდა,რომ ფაქტობრივად გამორიცხავს პანიკას,რაც აგრერიგად გვიშლიდა-ხოლმე ხელს და ჩვენზე სუსტ გუნდებთანაც კი ვმარცხდებოდით.ჩაკვეტაძე რაღა თქმა უნდა დიდი ძალაა,მაგრამ როცა გუნდს მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა აქვს მიზნად დასახული-ერთი და ორი ლიდერის არყოფნამ სათამაშო სქემები არ უნდა დაგვინგრიოს და თამაში არ უნდა გაგვიფუჭოს.ერთი სიტყვით იმედი დიდი ჩამესახა პირადად მე და მეთოდური აღმასვლა უკვე სულაც არ მიმაჩნია შეუძლებლად.პირიქით-ისეთი თაობა მოდის-უნდა გავიბრწყინოთ.მალე უნდა გავიბრწყინოთ.დიდი წარმატებები ჩვენს საყვარელ გუნდს.პ.ს. შვეიცარიის ნაკრებიც ამ ბოლო წლებში აღზევებული გუნდია.ძალიან კარგად მახსოვს ერთი ,,გრასჰოფერსის" იმედით მყოფი შვეიცარია როგორ გადავიდა ათგუნდიან და ოთხწრიან ჩემპიონატზე.აღმოფხვრა ორგანიზაციული პრობლემები,აამაღლა მსაჯთა კორპუსის კვალიფიკაცია,მიუკერძოებლობა და ....მიიღო კიდეც შედეგი.
გიორგი ჯანიკაშვილი
21 მარტი 2019 20:32
1
ჩაკვეტაძე ჩვენთვის იგივეა როგორც კრიშტიანო თავისი გუნდებისთვის.მარტოს შეუძლია ნაკრებს მოაგებინოს.ამიტომ მაგრად დაგვაკლდება.ხოლო გეგუჩაძე მართალია ოპტიმიზმი ა საჭირო.
temi
21 მარტი 2019 20:27
4
კარგი კაცია გეგუჩაძე
irakli
21 მარტი 2019 19:37
2
აუ კარგი რაა, მართლაც რო არიქაა საძახებელი, ჩაკვეტაძემ მოიგო ორივე თამაში ყაზახეთთან, ლიტვასთან,( აკიდებული პენალტით, ანდორასთან გასვლაზე ის ერთი გოლიც მასზეა. და ფაქტიურად იმან შექმნა ის თითქმის ყველა მომენტი რომელსაც გოლი მოჰყვა, მაგ 12 გოლში 8 გოლი პირდაპირ ჩაკვეტაძის ნაკრებში არსებობას მოჰყვა, მოკლედ რა გინდ ისე თქვი გინდ ასე ჩაკვეს უმისოდ შეტევაში დარხეული გაქ, დაცვაში ვნახოთ რა გამოვა, ისე კარგი მცველებია და ფაქტიურად ბოლო წლებში არაა ადვილი ჩვენთვის გოლის გატანა. ჯანოს დიდი იმედი მა და კანკავასი, მაგრამ ჯაბა ფაქტიურად ყოველთვის თავგანწირულია, გეგონება ომშია, და ასეც უნდა იყოს. წარმატებები, გენაცვალეთ . ნაკრების თითოეული გატანილი გოლი მე პირადად წლებს მიმატებს:)))
ემირი
21 მარტი 2019 19:14
2
ჩაკვეტაძე კი იყო მთავარი, მაგრამ ის გაითვალისწინეთ, რომ მაშინ ანანიძე და ოქრიაშვილი არ იყო და ეხლა ორივე იქნება.
geo
21 მარტი 2019 18:55
1
ასეთი ექსპერტის აზრსაც აღარ ენდობით
შოკირებული გულშემატკივარი
21 მარტი 2019 18:35
2
რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს სწორედ ჩაკვეტაძე ამწვავებდა ერთა ლიგის ყველა თამაშში შეტევას და შესაბამისად შეტევითი პოტენციალი საგრძნობლად დაბალი გვექნება მოახლოებულ 2 მატჩში.
Felisio
21 მარტი 2019 18:20
3
ზუსტად რომ ეგრეა ბატონო გია !!! ჩაკვეტაძის გარეშე შეტევა მაგრად ჭირს.
გივი
21 მარტი 2019 17:42
3
დავიღუპეთ არა, მაგრამ გიომ მოაგებინა გუნდს, მისმა ტალანტმა, აბა მწვრთნელის სიტყვები კი მახსოვს
-ნახეთ სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელებიო, თუ გინდ ეს იყოს ტოპ მწვრთნელი.
Vაისის საფეხბურთო აზრი მე ვერ ვნახე ჩვენ გუნდში! ასე რომ, გუნდს მოგებას ვუსურვებ! გიოს კი ჯამრთელობას!
Geo
21 მარტი 2019 17:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული