საქართველო VS შვეიცარია - ბიჭები ვართ და მოვდივართ, ბიჭები ხართ და დაგვიხვდითო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის D დივიზიონში გამარჯვებამ გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამას სუსტ გუნდებთან მიაღწია.

რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ გავიხსენოთ, რომ "ჯვაროსნებს" სუსტი მეტოქეების დამარცხებაც უჭირდათ. ჰოდა, შვეიცარიაზე უკეთეს გამომცდელს ვერც ვინატრებდით (თუ ეგ სანატრელია).

თავიდანვე ვიტყვი, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი მეტად რთულ ჯგუფში მოხვდა, თითქმის ყველა მოწინააღმდეგე უხერხული გუნდია. სხვებს თავი დავანებოთ და პირველ მეტოქეზე ვთქვათ - შვეიცარიაზე, რომელსაც 23 მარტს დავუპირისპირდებით.

ფიფას რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფ ამ გუნდს არ ჰყავს
სუპერვარსკვლავი, მაგრამ საოცრად ორგანიზებულად თამაშობს, მკაცრად მოქმედებს დაცვაში და თავისუფალ ზონებს მოწინააღმდეგეს არ უტოვებს, ხოლო თუ მეტოქის დაცვაში "ნაპრალი" აღმოაჩინა, უმალ გამოიყენებს. ერთა ლიგაზე A ჯგუფში ისლანდიას 6 გოლი გაუტანა, ბელგიას - 5, ხოლო ევროპის და მსოფლიოს უკანასკნელ პირველობებზე საერთოდ არ დამარცხებულა.

აქვე განახებთ შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებას:

მეკარეები
იან სომერი (გლადბახი) - 13 000 000 ევრო
ივონ მვოგო (ლაიპციგი) - 3 000 000
ჯიონას ომლინი (ბაზელი) - 3 000 000

მცველები
მანუელ აკანჯი (დორტმუნდი) - 40 000 000
ნიკო ელვედი (გლადბახი) - 35 000 000
ფაბიან შერი (ნიუკასლი) - 7 000 000
ტიმ კლოზე (ნორვიჩი) - 3 500 000
რიკარდო როდრიგესი (მილანი) - 17 000 000
ლორის ბენიტო (იანგ ბოიზი) 3 500 000
კევინ მბაბუ (იანგ ბოიზი) - 10 000 000
მიხაელ ლანგი (გლადბახი) - 6 000 000
სტეფან ლიხტშტაინერი (არსენალი) - 1 500 000

ნახევარმცველები
გრანიტ ჯაკა (არსენალი) - 50 000 000
დენის ზაკარია (გლადბახი) - 17 000 000
რემო ფროილერი (ატალანტა) - 16 000 000
ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი) - 9 000 000
კრისტიან ფასნაჰტი (იანგ ბოიზი) - 5 000 000
სტევენ ცუბერი (შტუტგარტი) - 10 000 000
რენატო სტეფენი (ვოლფსბურგი) - 4 000 000

თავდამსხმელები
ბრილ ემბოლო (შალკე) 12 000 000
ალბიან აიეტი (ბაზელი) - 6 000 000
მარიო გავრანოვიჩი (დინამო ზაგ) 3 000 000

ეს კი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებია:

მეკარეები
გიორგი ლორია (მაგდებურგი) - 600 000 ევრო
როინ კვასხვაძე (ტორპედო) - 500 000
გიორგი მაკარიძე (სეტუბალი) - 400 000

მცველები
საბა კვირკველია (ლოკომოტივი) - 8 000 000
დავით ხოჭოლავა (შახტარი) - 3 000 000
გურამ კაშია (სან ხოსე) - 1 500 000
ჯიმი ტაბიძე (უფა) - 1 500 000
ლევან ხარაბაძე (ციურიხი) - 450 000
გიორგი ნავალოვსკი (დინამო ბთ) - 200 000
ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი) - 1 000 000

ნახევარმცველები
ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) - 1 000 000
ჯაბა კანკავა (ტობოლი) - 1 000 000
ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი) - 400 000
ვალერიან გვილია (გურნიკი) - 1 250 000
ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - 1 000 000
ჯაბა ჯიღაური (გრენობლი) - 300 000
ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი) - 450 000
ვალერი ყაზაიშვილი (სან ხოსე) - 2 000 000
ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი) - 1 000 000
თორნიკე ოქრიაშვილი (უკლუბოდ) - 800 000
საბა ლობჟანიძე (რანდერსი) - 800 000
გიორგი მერებაშვილი (პლოცკი) - 300 000

თავდამსხმელები
გიორგი ქვილითაია (გენტი) - 3 000 000
ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი) - 700 000
ვატო არველაძე (კორონა) - 200 000

შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელების საერთო ღირებულება 276 500 000 მლნ ევროს შეადგენს, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღირებულება 31 350 000 მლნ ევროს აღწევს.


თბილისში გამომგზავრებამდე ხმამაღალი განცხადებები შვეიცარიელებს არ გაუკეთებიათ, მხოლოდ მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა თქვა, რომ ფავორიტები არიან, მაგრამ რთული შეხვედრა ელით. მცველ მიხაელ ლანგეს მიაჩნია, რომ უნდა მოიგონ, ნახევარმცველმა ზაკარიამ კი პროგნოზის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

აშკარად თვითდაჯერებულნი არიან და პირველ ორ მატჩში 6 ქულის აღების იმედი აქვთ. მათი ფეხბურთის ფედერაციის საიტი აღნიშნავს, რომ წამყვანი ფეხბურთელების - შერდან შაჩირის, ჰარის სეფეროვიჩის და ადმირ მეჰმედის არყოფნა საერთოდ არ დაეტყობათ, რამეთუ გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვთ.

პეტკოვიჩმა ბრძანა, რომ არ ჰყავს მეგავარსკვლავი, მაგრამ ჰყავს გოლის გამტანი უამრავი ფეხბურთელი. მოკლედ, ეს არ არის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი - ეს გუნდი ვარსკვლავია.


რას ელიან ჩვენგან?
თავდამსხმელმა ბრილ ემბოლომ პეტკოვიჩის მოსაზრება გააჟღერა, რომ საქართველოს ნაკრები ღრმა დაცვაში ჩადგება და კონტრშეტევებზე ააგებს თამაშს. მათი სტრატეგია ბურთის ფლობა და მშვიდად შეტევა იქნება, ტაქტიკა კი ალბათ, 4-4-2.

და რას დაუპირისპირებს ამას ჩვენი გუნდის თავკაცი ვლადიმირ ვაისი?

მეორე ნომრად თამაშს? გააჩნია კი სხვა არჩევანი? აქვს რაიმე საიდუმლო გეგმა მომზადებული და თუ აქვს, შეუძლიათ თუ არა მის ფეხბურთელებს ამ გეგმის ასეთ რთულ ვიზავისთან განხორციელება? კითხვები უამრავია, რომლებზეც პასუხს მხოლოდ 23 მარტს მივიღებთ.

ზომიერი ოპტიმისტის პოზიციიდან ვიტყვი, რომ არც ჩვენი გუნდია "დიდი საჩუქარი", მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე, სადაც 55 ათასამდე გულშემატკივარი გულმხურვალედ დაუჭერს მხარს. საქართველოს ნაკრებს ბრძოლა რომ შეუძლია, ეს ვნახეთ. მართალია, სხვა კლასის გუნდებს სძლია, გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად  და შვეიცარია სულ დონეა, ჩვენზე აღმატებული, მაგრამ ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ერთიცაა - "ჯვაროსნებს" ევროპირველობაზე ერთა ლიგიდან გასვლის ჩინებული შანსი აქვთ. ამდენად, წესით, გარკვეულწილად წნეხის გარეშე უნდა იასპარეზონ. დასაკარგი რა აქვთ?

და ძალიან საინტერესოა, ვინ დაიჭერს ბურთს, ვინ დაალაგებს და წარმართავს თამაშს, როგორ გამოიყენებენ ფლანგებს და ა.შ. აი, სწორედ ახლა გამოჩნდება ვაისის, როგორც მწვრთნელის კვალიფიკაცია და ფეხბურთელების შნო და მარიფათი.

altვლადიმირ ვაისი: შვეიცარიასთან ქართული სტილით ვითამაშებთ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:


მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)
შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ივონ მვოგო (ლაიპციგი), ჯიონას ომლინი (ბაზელი), იან სომერი (გლადბახი)

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (იანგ ბოიზი), ნიკო ელვედი (გლადბახი), ტიმ კლოზე (ნორვიჩი), მიხაელ ლანგი (გლადბახი), სტეფან ლიხტშტაინერი (არსენალი), რიკარდო როდრიგესი (მილანი), ფაბიან შერი (ნიუკასლი), კევინ მბაბუ (იანგ ბოიზი)

ნახევარმცველები: კრისტიან ფასნაჰტი (იანგ ბოიზი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი), რენატო სტეფენი (ვოლფსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), დენის ზაკარია (გლადბახი), სტევენ ცუბერი (შტუტგარტი)

თავდამსხმელები: ბრილ ემბოლო (შალკე), ალბიან აჯეტი (ბაზელი), მარიო გავრანოვიჩი (ზაგრების დინამო)

გუნდის კაპიტანი ლიხტშტაინერი იქნება.

მატჩს ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი კრეიგ პოუსონი, ლაინსმენები ლი ბეტსი და ჰარი ბესვიკი, მეოთხე მსაჯი ენტონი ტეილორი.

საქართველო-შვეიცარიის მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩზე დასასწრები 5, 10, 15 და 25-ლარიანი ბილეთების შეძენა როგორც ინტერნეტით (ტკტ.გე), აგრეთვე შეხვედრის მასპინძელი სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად, 11:00-დან 19:00 საათამდე შეგიძლიათ. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

altშვეიცარიის მწვრთნელი: კარგად მახსოვს თბილისის "დინამო", ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა

მკითხველის კომენტარები / 30 /
ეს საერთო ღირებულება ერთ კონკრეტულ მატჩი არაფელს ნიშნავს და არც რეიტინგი თი ჩვენი ბიჭებო 200% მოინდომებენ
გოგა
23 მარტი 2019 08:50
0
კაშიასაც მიმართეს ბიჭებიო? :)
margveli
23 მარტი 2019 08:42
8
ფრე
სასო
23 მარტი 2019 07:43
2
Moveba
Ki
23 მარტი 2019 05:40
0
Fre kargi iqneba.
Kika
23 მარტი 2019 05:38
2
Oო
O
23 მარტი 2019 02:56
1
წარმატებას გისურვებთ მამულიშვილნო!!!
ლეო
22 მარტი 2019 22:19
5
ნეტა მოვიგოთ,წარმატებები ბიჭებს!!! (ისე კი ფრე მგონია 1-1)
777
22 მარტი 2019 21:30
6
ხვალ არ წავაგებთ
ბაჩი
22 მარტი 2019 21:07
5
ჩვენ მოვიგებთ
თემური
22 მარტი 2019 18:55
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული