საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:2
გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altგრანიტ ჯაკა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა

altგურამ კაშია: მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა - ესაა სამწუხარო რეალობა

altსაბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 110 /
თამაშის დაწყებამდე ლაივი რომ აქვთ ჩართული იმან რა უნდა ითამაშოს..ფეხბურთელებიხართ თუ ჟურნალისტები..ქვილითაია წადი და სენაკის ეგრისში ითამაშე მხოლოდ ფეხბურთელის სახელი თუ გინდა..ეს ეროვნული ნაკრებია
ox ox
23 მარტი 2019 20:21
10
ანანიძე გენია ხარ რა, ეს რაიყო რა პასებიი, რა დრიბლინგიი, რა ბურთის ფლობაა.. იმიტომაც ხარ დამსახურებულად ევროპის ერთ ერთი გრანდის სამარის კრილია სოვეტოვის შემადგენლობაში. შენს თამაშს რომ ვუყურებ ისეთ პროგრეს განიცდი მალე მსოფლიო გრანდის ნეფტიხიმიკის შემადგენლობაში მოხვდები. აბა შენ იცი არ შეჩერდე მიღწეულზე, ეხლა კრილია წინ ნეფტიხიმიკია
irakli
23 მარტი 2019 20:21
4
მხოლოდ 20 წუთი გაუძლო, მე გუშინაც დავწერე მაგი სდა გოლების რაოდენობაც მივაყოლე 2-3, აგაშინათ ღმერთმა ამ წაგებით კარგადაც ვიხეირე
rezi
23 მარტი 2019 20:17
16
რაგბი, რაგბი ითამაშეთ და გულშემატკივრებმა რაგბის თამაშისას თუნდაც შვეიცარიასთან (თუ ჰყავთ ნაკრები) ავავსოთ სტადიონი. ფეხბურთიდ დაფინანსებას კი დაანებეთ თავი. მანდ ჩემი და სხვების ხელფასების საკმაო წილი მიდის და რატომ??? მოვუგეთ ყაზახეთს და გაგვეხარდა??? შვეიცარიამ გვაჩვენა ვინც ვართ...
გოგა
23 მარტი 2019 20:17
22
ერთი მაგისიც და ჩემზე მისი სახელის დამბრალებლიდიც...
გოგა
23 მარტი 2019 21:53
1
გიცანი გრ. ვაშაძე...
tngh
23 მარტი 2019 20:45
5
სულ ვიძხი და ესეც არის ჩვენი გუნდის დონე არის 0-ტოლი! გვილია ხომ საერთოდ საოცრებაა 20-პასი ოცივე მეტოქეს! ანანიძე გინდ ყოფილიყო და გინდ არა რამნიშვნელობა ქონდა ვერ მივხვდი? მოკლეთ ნაკრებს უნდა ახალი სისხლი და ჩაკვეტაძეს დამატება რომ რაღაც იმედის აჩრდილი გაჩნდეს!
gurami
23 მარტი 2019 20:15
1
საქართველოს ნაკრები ყველაზე სტაბილური ნაკრებია ბოლო ათწლეულებში, პირველივე თამაშიდან რომ ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს ძალით ვერ დაძრავ იქედან
paata
23 მარტი 2019 20:15
6
საქართველოს ნაკრები ჭ კლასის გუნდია და მას არაფერი ესაქმება ევროპის ჩემპიონატზე, მან უნდა ითამაშოს ერთა ლიგაზე ჭ კლასის გუნდებთან დ.დ.დ.
ioska
23 მარტი 2019 20:15
7
მსაჯს რო შეცდომა არ დაეშვა და პირიქით დაეჯარიმებინა მოწინააღმდეგე ვინ იცის როგორ მორჩებოდა
დათო
23 მარტი 2019 20:14
16
პირველ არხს სულ ტყუილად ქვია "საზოგადოებრივი". მარტო პირველ არხს არ აძლევენ უფლებას საზღვარგარეთ გაშუქების? სხვა ყველა აგვარებს, ზრუნავენ ხალხზე. ფუიი რა...
emigranti
23 მარტი 2019 20:14
1
სამწუხარო შედეგი დადგა. შვეიცარიას ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერი ფეხბურთელები ჰყოლია. გამოჩნდა რომ ანანიძე ძალიან სუსტია ფიზიკურად, სამწუხაროდ უიმედოდ სუსტი. მთლად დაიკარგა. ფაქტიურად 10 კაცით ვითამაშეთ. ყაზაიშვილმა ვერ ითამაშა - 0.5კაცი იყო! ძალიან სუსტად გამოიყურებოდა გვილია, ისიც ასევე 0.5 კაცი იყო. გამოდის, რომ 9 ფეხბურთელით ვეთამაშეთ ბუნდესლიგის, პრემიერ ლიგის და იტალიის A ლიგის ნაკრებს. არცაა გასაკვირი რომ დავმარცხდით. ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი და კიტეიშვილი გააძლერებენ ჩვენს ნაკრებს! მიუხედავად 2 გაშვებული გოლისა, აღსანიშნავია ლორიას დიდებული თამაში!
aburjga
23 მარტი 2019 20:11
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული