საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:2
გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altგრანიტ ჯაკა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა

altგურამ კაშია: მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა - ესაა სამწუხარო რეალობა

altსაბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 110 /
თამაშს აგებ და სამ საყრდენს მოედანზე ტოვებ და ანანიძე და ქვილითაია გაჰყავს მოედნიდან! ვაი ვაისს!
Romi
23 მარტი 2019 20:37
4
მეტს ველოდით ქართველი გულშემატკივარი :(
Biankoberi
23 მარტი 2019 20:36
0
Am burts yvela rato elodeba. Tu ar icit getuvit rom burtze shen unda mixvide da gadasga erti nabiji. Vaiss vinc shen licenzia mogca ra... yvela rgoli susti iyo shveicaria ise tamashobda dzalac ar daukargavt shveicariis eseti dagdebuli tempi pirvelad vnaxe golis gatanisas agnishvazec ar gaqceutan titqos varjishze iyvnen ise agnishnes orive goli. Uix ujigroebi xart ra
Emigranti
23 მარტი 2019 20:36
0
კვერკველიას არ დაყენება ძირითადში და კაშიას დაყენება ნიშნავს იმას რომ მწვრთნელი ან ვერ აზროვნებს ან მიკერზოებული. რამდენი გოლიც გაუშვა სან-ხოსენ ყველგან კაშია იყო დამნაშავე. არ უყურებს ვაისი ამათ თამაშებს გუნდებში? ანანიძეს ჯერ ფორმა არ აღუდგენიადა ან თუღა აღიდგენს ეგეც საკითხავია. 3 თვეა კაკაბაძეს არ უთამაშია. დაგინული აქვს ამ კაცს რომ ის ფეხბურთელები არ გამოსცადოს ვინც ასე თუ ისე სტაბილურად თამაშობს თავის გუნდებში და ლიდერისმენტალიტეტიც აქვს. ზარანდია, ხარაიშვილი ისევ ნაკრებს მიღმა რჩებიან!!!
იაგო
23 მარტი 2019 20:36
1
რას იშლით ნერვებს როდის იყო ტობოლის,კრილია სოვიეტოვის,სან ხოსეს ,პოლონეთის და კვიპროსის ლიგის ფეხბურთელებელი მილანი,არსენალის,გლადბახის და პრემიერ ლიგის სხვა გუნდების ფეხბურთელებს უგებდნენ
გეორგი ფაიზაღოვი
23 მარტი 2019 20:36
2
ნერვებს ვიშლით იმიტომ რომ ცუდი ტრენერი გვყავს და კობი ვერ ხედავს ამას
Emzar Duisburg
23 მარტი 2019 22:25
1
კი უნდა ვაღიაროთ რომ მეტოქეს უკეთესი გუნდი ყავს, მაგრამ იმას ვერანაირად ვერ ვაღიარებთ რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობდა, თქვე ვაი ჟურნალისტებო და ვითომ მიმომხილველებო. აბა თუ გეყოფათ ვაჟკაცობა ამ კომენტარის გამოქვეყნების
dat
23 მარტი 2019 20:35
1
ვაკო და ჯანო ძალიან უსუსურები იყვნენ. ამის გამო თავდამსხმელს არ ეძლევა საშუალება. Qართულ ფეხბურთში ყოველთვის იყვნენ კარგი გარემარბები სამჭუხაროდ დღეს გვყავს ნოლი და უაზრო ჩაწოდებები უმისამართოდ შედეგს ვერ გამოიღებს. მეკარე და დაცვა ამდენს ვერ გაუძლებს
niko
23 მარტი 2019 20:34
0
ვაის უთხრას ვინმემ, რომ შეცვლა 70წუთამდეც შეიძლება.ტიპი იმენნა ასე აკეთებს სულ,მე მგონი არ იცის.0:0-ზე,0:1,1:0-ზე,2:0ზე და ა.შ.სულ ერთნაირად ათამაშებს გუნდს.რატოა მაგარი სპეციალისტი ვერ გავიგე,ანდორას და ყაზახეთს რომ მოუგო იმიტომ?ჩამოვიდა გუნდი,რომელსაც არანაირი ზე-რაგაცა არ უჩვენებია,უბრალოდ ითამაშა სწორი ფეხბურთი, ჩვენებურად რომ ვთქვათ,ქიციც იცოდა და ქიცმაცურიც.დადო შედეგი და წავიდა.
კახა ქირია
23 მარტი 2019 20:33
0
ჩემის აზრით ცხრანი ვთამაშობდით ცამეტის წინააღმდეგ(ვგულისხმობ: ვაკო+ჯანო უსუსტესები იყვნენ. საქმე მარტო მათ ცუდ თამაშში როდია: ფიზიკურად ისედაც ორივე სუსტია, თითქოს არც ჟინი ჰქონდათ და არც ბრძოლის უნარი, მოწინააღმდეგის მოტყუებას ვინ ჩივის, ვერც პასს აკეთებდენენ და ვერც ბურთს აჩერებდნენ, ვერც დაცვას ეხმარებოდნენ. ამის გამო დაიჩაგრნენ: კანკავა და გვილია. ამიტომაც იყო რომ შვეიცარიელები ყველგან(შეტევაშიც კი) თითქოს მეტნი იყვნენო. მე რომ ვიყო მაგათ ნაკრებს აღარ გავაკარებდი.
dato
23 მარტი 2019 20:32
2
კარგით ხოო ნუ შესდექით ამ ბიჭებს.ბევრი სამუშაო გვაქვს რათქმაუნდა არავინ დავობს რომ ეს თამაში ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ისეც ნუ ვიზავთ რომ ჩვენი ესეთი "მხარდაჭერით" უარესი გავაკეთოთ.დავუდგეთ გვერდში და გავამხნწვოთ.არაუშავს.ვიღაც ფარჩაკთან არ წაგვიგია თან საკმაოდ ძლიერი გუნდია შვეიცარია.
დდდ
23 მარტი 2019 20:32
9
თუ ბევრი გაქვს სამუშაო გაირეკე ყანაში და ამუშავე (სიმინდს მაინც მოიყვან)!
მწვრთნელი
23 მარტი 2019 20:42
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული