საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:2
გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altგრანიტ ჯაკა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა

altგურამ კაშია: მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა - ესაა სამწუხარო რეალობა

altსაბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 110 /
გაიტანა ზაქარიამ გოლი! (რო მოგშივა ზაქარია ცივი მჭადიც შაქარია).
პოეტი
23 მარტი 2019 20:31
2
ხალხო ერთ რამეს გეტყვით და არ გაბრაზდეთ,ამას ნიშნის მოგებით და სიძულვილით არ ვამბობ,უბრალოდ სიმართლეს გეტყვით:ვაი ჩვენს პატრონს უბედურს,უფრო სწორად იმათ პატრონს ვისაც ჩვენი გუნდის სჯეროდა ან მომავალში დაიჯერებს.
roma
23 მარტი 2019 20:30
8
ხალხო არ დაგვავიწყდეს შვეიცარია მერვეა, ჩვენ ასეულის ბოლოს. შედეგიც ლოგიკურია რატომ გვიკვირს? მე უფრო პროფესიონალების მიკვირს ცრუ მოლოდინებს, რომ უქმნიან გულშემატკივრებს!
ისე კი ჯობდა ვისაც ეხება, პარლამენტარობას და ფეხბურთს შორის, რომ გაეკეთებინა არჩევანი!
ნუ ვიქნებით რადუკალურები, მოვა ჩვენი დროც. იბერია გაბრწყინდება.
ქომაგი
23 მარტი 2019 20:28
7
ქვილითაიასთან რა გინდათ.ყაზაიშვილმა გააფუჩა თამაში.
butxa
23 მარტი 2019 20:27
5
ცალი ფეხით მოუგეს! არც გაოფლილან ძალიან! ვაის აბა დავიწყოთ თავის მართლება! კაცო სახლში რომ ჩეიჯვამ ასე და გუნდს ვერ შეკრიბავ, რაღად გინდა თავის მართლება! (არ დაბლოკოთ).
კობი
23 მარტი 2019 20:27
1
ვაისის ქება აღარ გავიგონო მე, კობიაშვილის მოთრეული ვაისის
Bidzia
23 მარტი 2019 20:26
4
Ananidze raunda fexburtshi
Ramaza85
23 მარტი 2019 20:25
3
ძან სუსტი მწვრთნელია ვაისი. ვინმემ გაიგეთ რა ტაქტიკით ათამაშა გუნდი და რა უნდოდა ამ თამაშიდან?
გოგა
23 მარტი 2019 20:25
2
გაიტანეთ საქართველოს "საუკეთესო მწვრთნელი"! ვაი, ვინც ხმა მიეცით!
მოქალაქე
23 მარტი 2019 20:22
3
ყაზაიშვილი მაგრად რეგრესირებს.ანანიძე საერთოდ დაიკარგა. სამწუხაროდ რაც ვართ ეგა ვართ რავ ვნახეთ. როგორც თამაშამდე ვთქვი ჩვენი შანსი იყო დაცვა და 1-2 შანსის გამიყენება როცა მოგვეცემოდა.
გუჯა
23 მარტი 2019 20:21
3
ჰოდა ამ ორ ფეხბურთელს დაემატება კიდევ კაჭარავა და შემოუშვას აუცილებლად ახალგაზრდობა .....არველაძე უცილობლად....თუ არადა დაახვევინეთ მაგ ვაისს
Emzar Duisburg
23 მარტი 2019 22:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული