საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:2
გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altგრანიტ ჯაკა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა

altგურამ კაშია: მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა - ესაა სამწუხარო რეალობა

altსაბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 110 /
ანანიძემ დღეს ჩაი-ვა. მაგან წააგო ეს თამაში
24 მარტი 2019 01:02
8
ვაა ეს ეგრევე კრიტიკა და ლაპარაკი მაგარი იცით რაა..1.ბევრად მაღალი დონის გუნდია.2.და ჩემი აზრით ვაისი შეცდა ბევრ რამეში.ანანიძე ყაზაიშვილი რატომ დააყება ძირითადში.არაფერი უქნიათ საერთ.დანარჩენი ნორმალური იყო.ან კვირკველია რატო არ დააყენა ძირითადში.ვაფშე რა უნდა ვაისს ტოო.ვაისმა წააგო თამაში.ეს კაკაბაძე ისე დაათრევს იმ ბურთს თავი მესი გონია...ეგრე შეიძლება ლიტვასთან ანდორასთან მალტასთან.შვეიცარიასთან არ უნდა ათრიო ამდენი ბურთი.რას ფინტაობ.
gio
23 მარტი 2019 21:01
6
კაკაბაძეს, ბურთი ზედმეტად არ უთრევია. საერთოდ, რომ იცოდე ფეხბურთში დრიბლინგი ერთ-ერთი მთავარი იარაღია!
aburjga
23 მარტი 2019 21:11
9
მეორე ტაიმის დასაწყისში, ჯერ კიდევ 0:0-ზე, 100% პენალტი, (თუ გოლი არა) არ დანიშნა მსაჯმა შვეიცარიის კარში... ქვილითაიაზე ჯარიმა გამოიგონა. ესეა, ბანკების ქვეყანასთან მსაჯები არც 1977 წელს გვწყალობდნენ. მაშინ მსაჯი კიტაბჯანი იყო...
tngh
23 მარტი 2019 20:41
11
გაიტანა ზაქარიამ გოლი! (რო მოგშივა ზაქარია ცივი მჭადიც შაქარია).
პოეტი
23 მარტი 2019 20:31
2
დაიძინე პაწაწინა
Auee-s
23 მარტი 2019 22:19
1
თამაშს აგებ და სამ საყრდენს მოედანზე ტოვებ და ანანიძე და ქვილითაია გაჰყავს მოედნიდან! ვაი ვაისს!
Romi
23 მარტი 2019 20:37
4
ქვილითაიასთან რა გინდათ.ყაზაიშვილმა გააფუჩა თამაში.
butxa
23 მარტი 2019 20:27
5
მხოლოდ 20 წუთი გაუძლო, მე გუშინაც დავწერე მაგი სდა გოლების რაოდენობაც მივაყოლე 2-3, აგაშინათ ღმერთმა ამ წაგებით კარგადაც ვიხეირე
rezi
23 მარტი 2019 20:17
16
ნაკრებს - ჩაკვეტაძე = ჯოგნარს!!!!
აი რეალობა
ვაი ჩვენთვის
23 მარტი 2019 22:14
2
ტაბიძეს რას ერჩი?? მაგასაც ხო არიული სიფათი აქვს.
ვაი თქვენთავს
23 მარტი 2019 23:44
1
ჯერ არ ვართ მზად, ასეთი დარის გუნდებთან თამაშს, თუმცა ყველაფერი წინ გვაქვს. ირლანდია არ არის შვეიცარია და ძალიან საინტერესოა, შევძლებთ თუ არა ირლანდიასთან, ტოლ-სწორად თამაშს. დაველოდოთ ირლანდიასთან თამაშს და მხოლოდ, ამის შემდეგ შეგვექმნება დამაჯერებელი წარმოდგენა.
P.S. "კომპლოები" მაინც გვაწუხებს. ბევრ მომენტში გამოჩნდა.
TanoLife
23 მარტი 2019 20:55
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული