საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:2
გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altგრანიტ ჯაკა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა

altგურამ კაშია: მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა - ესაა სამწუხარო რეალობა

altსაბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 110 /
იცი რა ვერ გავიგე , მწვრთნელების უმრავლესობა , რატომ ცდილობს ახალი მათემატიკური რთული განტოლებების ამოხსნას , რა კომპლექსები აწუხებთ ასეთი ? შემტევ ფეხბურთი გინდა ? კი ბატონო , აიღე რენუს მიხელსისგან მაგალითი ტოტალური შეტევის და თავდაცვის , ან რაღა შორს მივდივართ , ჩვენი მიხელსი ჩვენც გვყავდა ახალკაცის სახით . დაცვიდან თამაში თუ გინდა , იტალია სავსეა მასეთი ტაქტიკოსი მწვრთნელებით . მაგრამ , მთავარი იცით რა არის , ბავშვთა ფეხბურთში კატასტროფაა , ბოდიშიდა , გუნდების პრიორიტეტი თვიდან-თვემდე გადასახადია მარტოო . სანამ ნიჭზე ორიენტირბული არ გახდება ზოგადად სპორტი , მოგვიწევს ნერვების შლა კიდევ დიდხანს .
ATP 18
24 მარტი 2019 02:21
1
ანანიძემ დღეს ჩაი-ვა. მაგან წააგო ეს თამაში
24 მარტი 2019 01:02
8
წაგება გადავდოთ გვერდზე - მე შედეგი ყველაზე ნაკლებად მაღელვებს ახლა, რადგან ეს ფეხბურთი კი არა საერთოდ რა იყო ვერ გავიგე. გოლები ამოჭერით და ისე უყურეთ თამაშს - რამეს იპოვით მოსაწონს? 3 პასი არ გაკეთებულა, დაბნეულები დადიოდნენ (დარბოდნენო ვინმემ არ მითხრათ), ან ადგილზე მატაობდნენ ან უაზრო ნაჩქარევ პასს ცდილობდნენ - ორივე შემთხვევაში ბურთი იკარგებოდა. ძალით გამოიყვანა ვაისმა ესენი მოედანზე? ტაქტიკა რა მოუხაზა თამაშის წინ? ერთი რაც ამათი ტაქტიკიდან დავინახე, ლორიას რომ ფეხით შეყავდა ხოლმე ბურთი, საკუთარ ნახევარზე ცენტრამდე ხან მარჯვნივ და ხან მარხნივ 15 მეტრიან რადიუსში იყრიდა თავს ნახევარზე მეტი ფეხბურთელი??? ასეთი რამე პირველად ვნახე და რა იდიოტობა იყო გათვლილი? ესენი პროფესიონალი ფეხბურთელები არიან თუ სხვა პროფესიის მოყვარული მოთამაშეები - ისინი არ გააკეთებდნენ ამას რაც დღეს ნაკრებმა ქნა: სხვა საქმე ქონდათ და ძალით გაიყვანეს მოედანზე? გეფიცებით საქართველოში მე შევკრებ გუნდს, რომელიც ამაზე უკეთ, ლაღად, მონდომებით, ლამაზად და მწვავედ ითამაშებს. ეს ფეხბურთი არ იყო - ეს იყო ქვეყნის დაცინვა და მწვრთნელიც და ფეხბურთელების ნახევარზე მეტიც უნდა გააგდო ამისთვის გუნდიდან.
???
24 მარტი 2019 01:02
1
გაუშვით ნაკრებიდან 1. ვაისი 2.კაშია 3.გვილია 4.ყაზაიშვილი 5 ნავალოვსკი. მერებაშვილი 7.ქვილითაია! და ათამაშეთ ახალგაზრდები არაბიძე ვაჩიბერიძე ჭანტურიშვილი ზარანდია და კიდევ ბევრის მონახვა შეიძლება. ხო ხედავთ რომ არ ამართლებს ამ ფოორმატის ნაკრები!!!!!
laguna
23 მარტი 2019 23:41
10
არა ვარ ვაისის მეხოტბე, მაგრამ უკეთესს რას ველოდით? შედეგი ლოგიკურია. სწორედ იმ გამოცდილ ფეხბურთელებს მოსდიოდათ შეცდომები. წინ კიდევ შეიძლებოდა დროზე შეეცვალა ხალხი- ანანიძის და ყაზაიშვილი მართლა ვერ თამაშობდნენ. მეორე ტაიმში ძალიან დაცხა ჩვენს საჯარიმოში როგორც კი ტემპს მოუმატეს. პირველი გოლით დამთავრდა თამაში. ადრე ყაზახეთთან მოგებაც სანატრელი გვქონდა, ასე უცბად შვეიცარიას ვერ დავამარცხებთ
:))))
23 მარტი 2019 23:37
6
დიდი ხანია დასამარებულია ქართული ფეხბურთი რომელ ილუზიებზე მელაპარაკები??? ანდორას,ლიტვასა და ყაზახეთს რომ მოვუგეთ აქ ზოგიერთს ეგონა გრანდები გავხდით და შვეიცარიის დონის გუნდებთან აუცილებლად ტოლსწორად ვითამაშბდით.
გიოშა
24 მარტი 2019 01:41
3
მიროსან ეტყობა ეგრეა მართლა. მაგიტომ ვთვლი, რომ ილუზიებს ნუ მივეცემით.
:))))
24 მარტი 2019 00:06
1
ყველა გამოხმაურება
ჭირი იქა,ლხინი აქა...
გიოშა
23 მარტი 2019 23:05
2
რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარებს
Emzar Duisburg
23 მარტი 2019 22:47
0
უნდა ვაღიარო რომ ასე უშანსოდ წაგებული თამაში (შინ) ბოლო წლებში არც კი მახსენდება.თამაშამდე დავწერე ძალიან რთული თამაში გველის მეთქი, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ასე ულაპარაკოდ თუ მოგვიგებდნენ. უბრალოდ ევროპამდე ძალიან შორია. წლები გადის, ეს მანძილი კი ჩვენს შორის არა და არ მცირდება.
დუდუ
23 მარტი 2019 22:42
1
კორუპცია თუ არ აღმოიფრხვა ქართულ ფეხბურთში ევროპამდე მანძილი არ შემცირდება,პირიქით...
გიოშა
23 მარტი 2019 23:46
3
დაიძინე პაწაწინა
Auee-s
23 მარტი 2019 22:19
1
ნაკრებს - ჩაკვეტაძე = ჯოგნარს!!!!
აი რეალობა
ვაი ჩვენთვის
23 მარტი 2019 22:14
2
ტაბიძეს რას ერჩი?? მაგასაც ხო არიული სიფათი აქვს.
ვაი თქვენთავს
23 მარტი 2019 23:44
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული