საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:2
გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altგრანიტ ჯაკა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა

altგურამ კაშია: მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა - ესაა სამწუხარო რეალობა

altსაბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 110 /
ოოოეეეეე.....თქვენ შრიფტის პროფესორებოოო ...გამოეთრიეეეთ ერთი და გვანახეთ თქვენ რისი მაქნისები ხაართ ?!?!?! ან საიდან ეგეთი ამბიციები ჯერ გაბედოთ და თქვენე ნიჭიერ და წარმატებულ ხალხს აგინოთ და ლანდძღოთ ...თან რის გამო რომ შვეიცარიას ვერ მოუგეს ...?! ტელევიზორი თუ არ გაქვთ ინეტი ხომ გაქვთ( აბა აქ საიდან მოხვდით...) ნახეთ თქო სად არიან შვეიცარია და დანია და სად ჩვენ .....1000-ჯერ თქვეს დღეს ( თუ არ გახსოვთ) ზუსტად ამ შვეიცარიამ რამდენიმე თვის უკან ბელგია ამოტენეს 5:2 და ისლანდია კი 6:0 ...და თქვენ საიდან ეგეთი ამბიციააა..?! მადლობა ბიჭებს რომ იომეს ...!!!თან ცოტათი არც გაუმართლათ....ამასთან ერთად შეთამაშება და ბევრს პრაქტიკაც აკლდა .....ხოლო საბას არ დაყენება მართლაც უცნაურად სჩანდა ...ვნახოთ ახსნის ალბათ ....და კიდევ პროფესორებო მიდით შეიკრიბეთ ერთად ბევრნიც ხართ და მწვრთნელსაც იპოვნით ღირსეულს და ითამაშეთ თქვენი მოსაწონი ფეხბურთი....თან თქვენისთანები ყველა ქვეყანაში ბევრნი არიან ...ნუ თუ FIFA არ გცნობთ ფაფი შექმენით .....!!!!ჰე ბურთს და მოედნებსაც თქვენვე იშოვნით ...აბა რისი პროფესორები ხართ....
Auee
23 მარტი 2019 21:34
29
Shveicariis tamashi mitxari romelime eseti dabali tempit rom etamasha da gili ese aegnishnat. Chvenebi dadiodnen isini dadzundzulebdnen. Vaiss rac sheexeba gadaavle mis komentarebs da yvela p.k-ze tavs imartlebs sanam tamashi icyeba tranvebi utamasheblebi da ase shemdeg . Zamenebs daakvrirdi ra zamenebs aketebs. Tabidze xo gasagebia tranvis gamo gaiyvana mara . Tamashs agebs da centr forvardi chaxsna sa naxevar mcveli shemoiyvana an sami chamshlelit viga tamashobs fexburts. An sami marcxena mcvels ra unda nakrebshi arc dazgvevaze tamashi minaxavs normaluri. Unda moegoto ar vambob jilkit unda itamashon . Pensionerebis championatidan gamodzaxebuli bolo adgilosani sanxoses motamashe ar unda gyavdes nakrebshi dziritadze zedmeria laparaki. Kashias tavbru daexva tavisit dadzabulebi tamashoben
Emigranti
23 მარტი 2019 22:05
2
კლუბებში ძირითადის ფეხბურთელები კიტეიშვილი,ხარაბაძე, ზარანდია, ხარაიშვილი გყავდეს და ყაზაიშვილს აყენებდე ძირითადში? გამოცადე ეს ბიჭები თუკი ერთა ლიგაზე ნახევარფინალი გარანტირებული გაქვს. არა მიაკვდა ამ გვილიებსა და ანანიძეებს. დამთავრდა მაგათი კარიერის პიკი. გაიგე რა.
ირაკლი
23 მარტი 2019 21:10
4
2 დღის წინ დავწერე კომენტარში, რომ ვაისი არის დღესდღეობით საშუალოზე გაცილებით დაბალი დონის მწვრთნელი, მივიღე კომენტარზე ბევრი არმოწონება(დისლაიქი), ეს დადასტურდა მსოფლიოს შესარჩევში, ერთა ლიგაზე იყვნენ სუსტი გუნდები და გაგვიმართლა, რომ ჩაკვეტაძე იყო საუცხოო შეტევაში და კანკავა გადასარევი ჩაშლაში. მესმის, შვეიცარია ძლიერი გუნდია, მაგრამ ვარსკვლავების გარეშე, მწვრთნელის გუნდი, მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებს, ამ ჩვენმა კი მეთქი მოხდა სასწაული ნაადრევად გააკეთა შეცვლათქო და გავოგნდი, მოკლედ შეცვლებზე კომენტარიც აღარ ღირს ვისაც ოდნავ ესმის ფეხბურთი. მადლობა ბიჭებს და წარმატებები, ალბათ უკეთესი მწვრთნელის ხელში უკეთესები იქნებიან, ნუ ეხლა ვერ იფრენენ, მაგრამ მაინც. ზოგიერთები კი საერთოდ უნდა გაქრენ ნაკრებიდან, განსაკუთრებით ასაკოვნები ჯაბას გარდა, მადლობა მერება, მადლობა ნავალა, მშვიდობით ცისარტყელა გურამა. სჯობს ახალმა მწვრთნელმა ახალგაზრდებზე გააკეთოს აქცენტი მომავალი წლის გადამწყვეტი მატჩებისთვის, იმედია გაისად ორი ტრიუმფალური თამაში გვექნება და შემდეგ ევროპა
llcl
23 მარტი 2019 21:08
7
დავით მუჯირი დღეს და ღამეს კაზინოში ატარებს. ფულს ათეთრებს მგონი..
თემურა
23 მარტი 2019 21:19
1
რასაც ვხედავ მწვრთნელი არის მშიშარა საფეხბურთო თვალსაზრისით, ანდორაზე ძლიერ მეტოქესთან უკვე ძლიერი შიშები აქვს და ფეხბურთელებს როგორ უნდა მისცეს მოტივაცია. დიდი ტაქტიკოსიც არარის სისულელეებს აკეთებს, თავად არ ჯერა ბიჭების ცუდ გუნდებში თამაშობენო. ((( თამამი მწვრთნელი ჭირდება ნაკრებს, ვინც მოტივაციას მისცემს ბიჭებს და გამარჯვებისთვის გაიყვანს მოედანზე ნებისმიერ მეტოქესთან
emigranti
23 მარტი 2019 21:05
3
ვაისი გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად აირჩია გულშემატკივარმა, ხოდა აჰა ესაა ჩვენი "დამსახურებული" მწვრთნელის ნამოღვაწარი...მეორე ტაიმი სამარცხვინო რაღაც იყო, მწვრთნელი საერთოდ ნოლი!!!
პაატა
23 მარტი 2019 21:05
4
ვაა ეს ეგრევე კრიტიკა და ლაპარაკი მაგარი იცით რაა..1.ბევრად მაღალი დონის გუნდია.2.და ჩემი აზრით ვაისი შეცდა ბევრ რამეში.ანანიძე ყაზაიშვილი რატომ დააყება ძირითადში.არაფერი უქნიათ საერთ.დანარჩენი ნორმალური იყო.ან კვირკველია რატო არ დააყენა ძირითადში.ვაფშე რა უნდა ვაისს ტოო.ვაისმა წააგო თამაში.ეს კაკაბაძე ისე დაათრევს იმ ბურთს თავი მესი გონია...ეგრე შეიძლება ლიტვასთან ანდორასთან მალტასთან.შვეიცარიასთან არ უნდა ათრიო ამდენი ბურთი.რას ფინტაობ.
gio
23 მარტი 2019 21:01
6
კაკაბაძეს, ბურთი ზედმეტად არ უთრევია. საერთოდ, რომ იცოდე ფეხბურთში დრიბლინგი ერთ-ერთი მთავარი იარაღია!
aburjga
23 მარტი 2019 21:11
9
ხალხო რა ვაისი რის ქვილითაია ან ყაზაიშვილი, რა შუაშია ვინმე საერთოდ, რა ფიზიკური მონაცემები ქონდათ იმ ბიჭებს მარტო ეგ არი საკმარისი ჩვენი გუნდი რატო აგებს რომ მიხვდეთ. უბრალოდ ძაან ჩამოვრჩით
Gio
23 მარტი 2019 20:58
3
ხალხო რა ვაისი რის ქვილითაია ან ყაზაიშვილი, რა შუაშია ვინმე საერთოდ, რა ფიზიკური მონაცემები ქონდათ იმ ბიჭებს მარტო ეგ არი საკმარისი ჩვენი გუნდი რატო აგებს რომ მიხვდეთ. უბრალოდ ძაან ჩამოვრჩით
Gio
23 მარტი 2019 20:58
1
გუშინაც დავწერე რომც მოვიგოთ ვაისი მაგარი შტერია მეთქი და არ მალოდინა დამტკიცებაზე. ასე შეშინებული უცხოპლანეტელებს ხო არ ვეთამაშებოდით.კანკავა, ლორია, ტაბიძე (3-19) ვითამაშეთ. ანანიძე, ყაზაიშვილი საოცრებები იყვნენ, კაჭარავა საერთოდ სპორცმენიც არაა მგონი.საბავშვო ბაღის გოლები გაგვიტანეს.ოქრიაშვილი მაგატ მკვდარი ჯობია. ზარანდია კარგად შეინახე კიდე ვაის.
a
23 მარტი 2019 20:56
0
მართალია! "ოქრიაშვილი მაგატ მკვდარი ჯობია".
aburjga
23 მარტი 2019 21:09
1
ჯერ არ ვართ მზად, ასეთი დარის გუნდებთან თამაშს, თუმცა ყველაფერი წინ გვაქვს. ირლანდია არ არის შვეიცარია და ძალიან საინტერესოა, შევძლებთ თუ არა ირლანდიასთან, ტოლ-სწორად თამაშს. დაველოდოთ ირლანდიასთან თამაშს და მხოლოდ, ამის შემდეგ შეგვექმნება დამაჯერებელი წარმოდგენა.
P.S. "კომპლოები" მაინც გვაწუხებს. ბევრ მომენტში გამოჩნდა.
TanoLife
23 მარტი 2019 20:55
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული