საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:2
გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altგრანიტ ჯაკა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა

altგურამ კაშია: მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა - ესაა სამწუხარო რეალობა

altსაბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 110 /
აბა წავიდა გამართლებები ამ ნახირის)) ჩაკვეტაძე რომ გვყოლოდაო, ოქრიაშვილი ფორმაში რომ ყოფილიყოო, ამინდი ცოტა თბილი რომ ყოფილიყოო, დიდი დათვის ვარსკვლავი ცოტა ჩრდილოეთით რომ ყოფილიყოო)). პ.ს. ფედერაციამ უნდა სთხოვოს ფიფას რომ საქართველოს ნაკრები დ ლიგიდან არ დააწინაუროს, სულ დ ლიგაში რომ იყოს, მხოლოდ მაგ ლიგაში აქვს ჯერ კიდე რაღაცნაირი შანსი რომ გამუდმებით არ წააგოს და ჯგუფში ბოლო ადგილი არ იკავოს)))
megre
23 მარტი 2019 20:11
12
Jigroebi nu xart ra . Am vais saertod ra unda gundi agebs da mcveli shemoyavs . Gayavs tabidze romelic mshenivrad tamashobda .ra kashia vin kashia bavshvivit afortxiales. Arc dazgveva araferi dadian dzundzulic agar undat. Centr forvardi moxssna naxevarmcveli shemoiyvana . Azrze ara es vaissa ra ra zamenebs aketebs saertod
Emigranti
23 მარტი 2019 20:08
0
ყაზაიშვილი 0... უბრალოდ დადის, მომენტებს აფუჭებს, ყველა ბურთი დაკარგა. ეგრე მეც ვითამაშებ. გვილიაც არაა სანაკრებო ფეხბურთელი. კანკავა მეცოდება ამ ორის გვერდით
David
23 მარტი 2019 20:06
1
ასეთი ჩაჯ.... ლი საქართველოს ნაკრები დიდი ხანია აღარ მინახავს
American
23 მარტი 2019 20:06
4
უფრო ტრენერი
Emzar Duisburg
23 მარტი 2019 22:49
0
უკეთესს არც ველოდი, მოიცა ჩაკვე დაბრუნდეს მერე ვიხმართ ამათ. მაინც კარგები ხართ , მე ბოლომდე გიკრავთ ტაშს ორით ნულს აგებდეთ და გინდ ხუთით ნულს
ემირი
23 მარტი 2019 20:04
19
სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ჩაკვეტაძის გარეშე შეტევის მცირედით გამწვავებაც კი არ შეგვიძლია. ვაისი კი ვერ ბედავს თუნდაც ერთით ნოლზე შეტევის გაძლიერებას :(
Felisio
23 მარტი 2019 20:02
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული