საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:2
გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altგრანიტ ჯაკა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა

altგურამ კაშია: მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა - ესაა სამწუხარო რეალობა

altსაბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 110 /
ანანიძე გენია ხარ რა, ეს რაიყო რა პასებიი, რა დრიბლინგიი, რა ბურთის ფლობაა.. იმიტომაც ხარ დამსახურებულად ევროპის ერთ ერთი გრანდის სამარის კრილია სოვეტოვის შემადგენლობაში. შენს თამაშს რომ ვუყურებ ისეთ პროგრეს განიცდი მალე მსოფლიო გრანდის ნეფტიხიმიკის შემადგენლობაში მოხვდები. აბა შენ იცი არ შეჩერდე მიღწეულზე, ეხლა კრილია წინ ნეფტიხიმიკია
irakli
23 მარტი 2019 20:21
4
რას იშლით ნერვებს როდის იყო ტობოლის,კრილია სოვიეტოვის,სან ხოსეს ,პოლონეთის და კვიპროსის ლიგის ფეხბურთელებელი მილანი,არსენალის,გლადბახის და პრემიერ ლიგის სხვა გუნდების ფეხბურთელებს უგებდნენ
გეორგი ფაიზაღოვი
23 მარტი 2019 20:36
2
ნერვებს ვიშლით იმიტომ რომ ცუდი ტრენერი გვყავს და კობი ვერ ხედავს ამას
Emzar Duisburg
23 მარტი 2019 22:25
1
კლუბებში ძირითადის ფეხბურთელები კიტეიშვილი,ხარაბაძე, ზარანდია, ხარაიშვილი გყავდეს და ყაზაიშვილს აყენებდე ძირითადში? გამოცადე ეს ბიჭები თუკი ერთა ლიგაზე ნახევარფინალი გარანტირებული გაქვს. არა მიაკვდა ამ გვილიებსა და ანანიძეებს. დამთავრდა მაგათი კარიერის პიკი. გაიგე რა.
ირაკლი
23 მარტი 2019 21:10
4
ყაზაიშვილი მაგრად რეგრესირებს.ანანიძე საერთოდ დაიკარგა. სამწუხაროდ რაც ვართ ეგა ვართ რავ ვნახეთ. როგორც თამაშამდე ვთქვი ჩვენი შანსი იყო დაცვა და 1-2 შანსის გამიყენება როცა მოგვეცემოდა.
გუჯა
23 მარტი 2019 20:21
3
ჰოდა ამ ორ ფეხბურთელს დაემატება კიდევ კაჭარავა და შემოუშვას აუცილებლად ახალგაზრდობა .....არველაძე უცილობლად....თუ არადა დაახვევინეთ მაგ ვაისს
Emzar Duisburg
23 მარტი 2019 22:37
0
საქართველოს ნაკრები ჭ კლასის გუნდია და მას არაფერი ესაქმება ევროპის ჩემპიონატზე, მან უნდა ითამაშოს ერთა ლიგაზე ჭ კლასის გუნდებთან დ.დ.დ.
ioska
23 მარტი 2019 20:15
7
ჩემი აზრით ეს აჟიოტაჟი იმიტომ ატყდა რომ რაღაც სულელური ტურნირი მოიგონეს, რასაც ერთა ლიგა დაარქვეს. სუსტ გუნდებს რომ მოუგო ჩვენმა ნაკრებმა ამით იმედი ჩაესახა გულშემატკივარსაც, რაც თავის მოტყუება გამოგვივიდა. აბა ანდორას რომ მოუგებ ისიც მხოლოდ სახლში რა პრეტენზია უნდა გქონდეს საშუალო გუნდებთან.აღარაფერს ვამბობ ძლიერ გუნდებზე. ასე რომ მკვდრებმა არ უნდა ითამაშონ ფეხბურთი. ეს სპორტი ჟინს აზარტს და აგრესიულობას მოითხოვს,ასევე ფიზიკურ მომზადებას. წავიდა ის დრო როცა ბურთის აკენწვლა ხიბლავდა ხალხს.
დავით 67
24 მარტი 2019 03:58
3
ყაზაიშვილი 0... უბრალოდ დადის, მომენტებს აფუჭებს, ყველა ბურთი დაკარგა. ეგრე მეც ვითამაშებ. გვილიაც არაა სანაკრებო ფეხბურთელი. კანკავა მეცოდება ამ ორის გვერდით
David
23 მარტი 2019 20:06
1
აბა წავიდა გამართლებები ამ ნახირის)) ჩაკვეტაძე რომ გვყოლოდაო, ოქრიაშვილი ფორმაში რომ ყოფილიყოო, ამინდი ცოტა თბილი რომ ყოფილიყოო, დიდი დათვის ვარსკვლავი ცოტა ჩრდილოეთით რომ ყოფილიყოო)). პ.ს. ფედერაციამ უნდა სთხოვოს ფიფას რომ საქართველოს ნაკრები დ ლიგიდან არ დააწინაუროს, სულ დ ლიგაში რომ იყოს, მხოლოდ მაგ ლიგაში აქვს ჯერ კიდე რაღაცნაირი შანსი რომ გამუდმებით არ წააგოს და ჯგუფში ბოლო ადგილი არ იკავოს)))
megre
23 მარტი 2019 20:11
12
სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ჩაკვეტაძის გარეშე შეტევის მცირედით გამწვავებაც კი არ შეგვიძლია. ვაისი კი ვერ ბედავს თუნდაც ერთით ნოლზე შეტევის გაძლიერებას :(
Felisio
23 მარტი 2019 20:02
6
მეტს რას ელოდით? ვაისი გაგებაში არ არის!ჭ კლასის გუნდებს მოუგეთ და გეგონათ ვაისით მაღალი დონის გუნდებთან რამეს ვიზავდით?გოლი გავუშვით და ტიპმა მცველი შემოიყვანა ეგეც პასუხი ვაისის დონეზე!
გულშემატკივარი
23 მარტი 2019 20:38
1
....და ტაბოძის მაგივრად არველაძე რატომ არ შემოუშვა,მიაკვდა ამ მართლა ყანჩას.....დააბრუნეთ ცხადაძე სულ ვამბობდი
Emzar Duisburg
23 მარტი 2019 22:18
0
თვითონ ანიშნა ტაბიძემ შეცვლაზე.
ქომაგი1
23 მარტი 2019 20:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული