საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:2
გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altგრანიტ ჯაკა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა

altგურამ კაშია: მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა - ესაა სამწუხარო რეალობა

altსაბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 110 /
ვცვალოთ მწვრთნელები და ვიყოთ. გაიხსენეთ რამდენჯერ გვეგონა რომ საქმე უშველიდნენ - ძოძუაშვილი, ყიფიანი, ხურცილავა, გუცაევი, ჩივაძე, შუშაკი, ბოსკამპი, ჟირესი, კუპერი, ტოპმიოლერი, ქეცბაია - ცოტა გამოცვალეთ? კიდევ ვცვალოთ? კარგი - ცხადაძე, არველაძე ცეცაძე - ვინმე უცხოელი და ვაბრალოთ ყველაფერი მწვრთნელებს

kote
25 მარტი 2019 00:47
0
მეც ვფიქრობ რომ შეცდომები დაუშვა ვაისმა შემადგენლობის დაყენებისას და უაზროდ ფრთხილი და გაუბედავი ტაქტიკის არჩევისასაც, მაგრამ აქ ვხედავ უსამართლო და ზღვარგადასულ კრიტიკას. ხალხი წერს შეტევა იყო გასაძლიერებელი და ამან კვერკველია შემოიყვანაო და სინამდვილეში ტაბიძის შეცვლის მიზეზი მისი ტრამვა გახდა. ჯიმი ვეღარ აგრძელებდა და აბა სამი მცველით ხომ არ ვითამაშებდით დარჩენილ ნახევარ საათს?! ამბობთ ამათზე უკეთ მკვდარი ოქრიაშვილიც ითამაშებდაო, არადა ვაისმა ოქრიზე თქვა 15 წუთის სათამაშოდაც არ არის მზადო. მწვრთნელს ლანძღავთ ანანიძე, ქვილითაია და სხვები ვინც ფორმაში არ არიან რატო ათამაშაო და თან 5 თვის უთამაშებელი ოქრიაშვილის დაყენება გინდათ. ძალიან ბევრზე იძახდით ეს ათამაშოს, ეს ათამაშოსო, ჰოდა საკმაოდ ბევრი დრო ქონდა ლობჟანიძეს გუშინდელ მატჩში, მაგრამ ვერაფერი დასამახსოვრებელი ვერ შექმნა. დასამახსოვრებელი კი არა საერთოდ ვერ გააკეთა ვერაფერი.
ფ.გ.
24 მარტი 2019 21:27
0
საქმე იმაში კი არ არის რომ წავაგეთ და დავმარცხდით. საქმე ნაჩვენებ ფეხბურთშია, უფრო სწორად იმაში, რომ საერთოდ ვერაფერი ვერ ვაჩვენეთ. ასეთი გაუბედავი, ზედმეტი სიფრთხილით და შიშით თამაში ის არიც რაც უკვე ბევრჯერ გვინახავს. ჩვენ თუ თავმოყვარე გუნდი ვართ თითო ტაიმში 10-12 წუთით მაინც უნდა გვეცადა პირველ ნომრად თამაში, ბურთის დაჭერა, ინიციატივის აღება. არ გამოგვივიდა კი არა უბრალოდ არც გვიცდია ეს ყველაფერი. არადა სტადიონზე მისული ხალხი რაღაც სხვა თამაშს ველოდით. ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი მატჩის ხილვის იმედი გვქონდა. ველოდით რომ შვეიცარიელებს ცოტა ავანერვიულებდით, პრობლემებს შევუქმნიდით, მოგებაზე თამაშს შევეცდებოდით. ეს ყველაფერი არ იყო, თორემ რეიტინგში მერვე ადგილას მყოფ ნაკრებთან რომ წავაგეთ ეს არ არის უბედურება. მაინც მადლობა ბიჭებს! თქვენზე ვფიქრობთ და ბოლომდე გქომაგობთ, უბრალოდ, პირველ რიგში, თქვენ უნდა დაიჯეროთ რომ შეგიძლიათ, ისე არაფერი გამოვა
საბა
24 მარტი 2019 20:43
0
ამ ერთი წაგებით ყველას და ყველაფერს რომ გადაუსვეს ხაზი იმ ხალხს მივმართავ. რომ იძახით რაღაცა ყაზახეთს და ლატვიას მოუგეს და აქ ზოგს ეგონა პროგრესი გვქონდაო, ახლა გამოჩნდა რომ არაფერი გუნდი არ ვართო.. დიახაც, პროგრესი გვაქვს! ახლო წარსულში მაგ ყაზახეთს და ლატვიას ვერ ვუგებდით და ახლა დამაჯერებლად ვამარცხებთ. გულშემატკივარი არის ადამიანი, რომელიც წაგების დროს თავის გუნდს ამხნევებს. რაციონალური და ჯანსაღი კრიტიკა მისაღები კი არა აუცილებელია, მაგრამ იმას, რასაც აქ ბევრი აკეთებს ნაკრების უსამართლოდ ლანძღვა ქვია და არა კრიტიკა. ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდით გულშემატკივრის პოზიციიდან ლაპარაკობთ თუ ჩასაფრებული, სეირის მაყურებელი კაცის პოზიციიდან. გინება ბევრს შეუძლია, გულშემატკივრობა და ქომაგობა კი ცოტას.
მამუკა
24 მარტი 2019 20:30
0
რამხელა ძალა ყოფილა ჭანკვეტაძე.მის გარეშე ჯგუფის მოგება შეუძლებელი იქნებოდა.თავდასხმაში უფრო კრიატიული ახალგაზრდები უნდა ათამაშონ, ქვილითაიას ანანიძის და ყაზაიშვილის ნაცვლად. ამას კახი ცხადაძე გააკეთებდა.
cope
24 მარტი 2019 19:12
3
ცხადაძიდან დაგეწყო, რაღა..რა იცი, რომ გაკეთებდა?
giga
25 მარტი 2019 01:03
0
არ დაბლოკოთ,ცუდს არფერს ვწერ.რაგბიში იმას ვწუწუნებთ რო დიდ გუნდებთან არ გვაძლევენ საშუალებას რო ხშირად ვეთამაშოთ და კლასი ავიმაღლოთ,უეფამ ამ მხრივ შეღავათი მისცა ჩვენისთანა ქვეყნებს და უფრო უარესებს რო ევროპაზე მოხვდენ.ამისთანა გუნდებთან ხდება ზუსტად კლასის ამაღლება.ერთბაშად ყველაფერს ნუ მოვითხოვთ.ზუსტად ასეთ გუნდებთან ჩანს მინუსები.დავაცადოთ რაა.ნუ ლანძღავთ.მე პირადად არ მომეჩვენა რო ბიჭებმა განგებ არ ირბინეს და იზარმაცეს.უბრალოდ,შვეიცარია არი რეიტინგში მეშვიდე.გარდა მაგისა გვაკლდა შემოქმედი ფეხბურთელები.ჭაკვეტაძე და ოქრიაშვილი,რაც დიდი ძალაა.მაგათი შემცვლელებიც არიან ახალგაზრდები.არაბიძე,ვაჩიბერიძე.მთავარია ვაისი ენდოს და რაც უფრო ადრე გააკეთებს ამას,მით უკეთესი,თუ ვერ ხვდება უთხრას მაინც ვინმემ.ისე ამ კაცს შემოქმედებითი ფეხბურთელების ხო არ ეშინია,ტვინი ვერ ქაჩავს იქნებ?
rustavi
24 მარტი 2019 18:10
3
ეს შესარჩევი მაინც მონაწილეობა მონაწილეობისთვის არი და ამიტომ უნდა გამოვიყენოთ გენერალურ რეპეტიციად ერთა ლიგისთვის, ახაგაზრდებს უნდა მიეცეს შანსი, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ ევროპის თუ საქართველოს შიდა ჩემპიონატში.
აზრი
24 მარტი 2019 17:43
0
ჩემი აზრით ეს აჟიოტაჟი იმიტომ ატყდა რომ რაღაც სულელური ტურნირი მოიგონეს, რასაც ერთა ლიგა დაარქვეს. სუსტ გუნდებს რომ მოუგო ჩვენმა ნაკრებმა ამით იმედი ჩაესახა გულშემატკივარსაც, რაც თავის მოტყუება გამოგვივიდა. აბა ანდორას რომ მოუგებ ისიც მხოლოდ სახლში რა პრეტენზია უნდა გქონდეს საშუალო გუნდებთან.აღარაფერს ვამბობ ძლიერ გუნდებზე. ასე რომ მკვდრებმა არ უნდა ითამაშონ ფეხბურთი. ეს სპორტი ჟინს აზარტს და აგრესიულობას მოითხოვს,ასევე ფიზიკურ მომზადებას. წავიდა ის დრო როცა ბურთის აკენწვლა ხიბლავდა ხალხს.
დავით 67
24 მარტი 2019 03:58
3
თამაში რომ ორმოც წუთიანი იყოს, ნებისმიერ მეტოქეს დედას ვუტირებდით მაგრამ, ...... ორი ტაიმი სირბილშიც ვერა ვქაჩამთ ჯოოო!!!!
კ ო მ ბ ლ ე
24 მარტი 2019 03:29
4
აი ყველაფერი შეიძლება მოხდეს ფეხბურთშიო რომ იძახიან, რატო არასოდეს საჩვენოთ არ ხდება რამე კარგი? კიდევ ერთი ღამე მაინტერესებს, ყოველთვის ყველა ერთ რამეზე აკეთებს აქცენტს, რომ მეორე ტაიმში ძალა აღარ ყოფნითო, ხოდა გაა.......ნეთ იმ ტრენერებს ვინც ფიზიკურ მომზადებაზეა პასუხისმგებელი არ შეიძლება??? როგორ დავიჯერო საქართველოში ჯანიანი ფეხბურთელები არ მოიძებნება? ეს რა უბედურებაა, ხომ შეიძლება ერთხელ სიამაყით ვიყიდო ბილეთები და არა გულისტკივილით, თან იმის ფიქრში ,რომ ნეტავ მეტოქის კარში გოლს თუ ვნახავ???
ზურა
24 მარტი 2019 03:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული