ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა
თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება.
ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

 

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება



მკითხველის კომენტარები / 109 /
წაგებას არა უშავს, მაგრამ წაგებული და უიმედო გუნდი, რომ გამოვიდა მოედანზე ესაა ყველაზე ცუდი და სამარცხვინო.
ლაშა
24 მარტი 2019 01:35
2
ეს ტორმუზი რა პონტში ავიკიდეთ. კაცმა 4 წელიწადში ერთი ნორმალური ზამენა საჭირო დროს არ გვაღირსა ბოლოსდაბოლოს, რა ტაქტიკაზე და სტრატეგიაზეა საუბარი. ეს უბანძესი კომენტარი კიდე, თურმე მაგარ ლიგებში თამაშობენ! მაშინ საერთოდ რაღას თამაშობ, წინასწარ თუ ჩახდილი გაქვს.ამას ცხადაძე სჯობდა ასი თავით. მანაც წააგო გერმანიასთან, მაგრამ ფეხბურთი ათამაშა. ამის ხელში ნორმალურ გუნდთან შანსი არ გვაქვს არანაირი, ეხლა ნაღდად დავრწმუნდი, აქამდე მაინც მეგონა ვცდებოდი.
ამატაკი
23 მარტი 2019 23:40
8
ზუსტად მაგას ვიძახი მეც
Emzar Duisburg
24 მარტი 2019 02:07
0
რეებს ბოდავს? არ შეარჩია ნაკრები შწორად. არ იყო საჭირო ანანიძის და ყაზაიშვილის თამაში ძალიან უსუსურები არიან. ბურთის ყადრი არ იციან, დროული პასი და კარში დარტყმა. აგერ ყაზახეთმა შოტლანდიას 3;0 მოუგო. ირლანდიასაც არ ჰყავს გუნდი. ეს თუ ასე აპირებს ამ ნაკრების თამაშს ისევ ვერ გაფრინდება ვერსად და ბელორუსიასთანაც სახლში წააგებენ ასეთი აზროვნებით.
niko
23 მარტი 2019 21:57
8
აბა ვინ.ეთამაშებია. პატივცემულო? დდ ყაზაიშვილი ბურთს მეკარეს მაინც უმიზნებს, სხვები საერთოდ კარისაკენ ვერც იყურება.დდ
Mmm
23 მარტი 2019 22:15
7
მერამდენეჯერ უნდა თქვა ერთი და იგივე... უბრალოდ ნერვები მეშლება ამ გამართლებაზე ეს და აქ ვინც წერთ თუ ''რატომ უნდა მოგვეგო'' გადახედეთ ისლანდიის გამოსვლას თუ როგორი სასწაულით გავიდა გუნდი ჯერ ევროპის ჩემპიონატზე და მერე მეოთხედ ფინალამდე!!!! ჩრდილო ირლანდია კიდევ ერთი მაგალითი... აქ ახსენეს ასევე კოსტა რიკა!!!! დამისახელეთ სანამ მეოთხედფინალამდე გავიდოდა ისლანდია სად თამაშობდნენ მათი ფეხბურთელები სად?!!!!!!!!
ra
24 მარტი 2019 03:27
2
ნამდვილად არ მაქვს იმის ილუზია რომ სხვა მწვრთნელი უფრო კარგად ათამაშებს მარა მწვრთნელი რომელმაც წინა შესარჩევში თამაში ვერ მოიგო 1 თამაშიც კი და ერთალიგაზეც ის პირველი ადგილი იყოო შედარებით სუსტ გუნდებთან და ინდივიდუალური ოსტატობით მოპოვებული. მწვრთნელი რომელიც ერთიდაიგივე შმადგენლობას ათამაშებს მუდმივად და არავის არ აძლევს შანს და რა შემადგენლობასაც დაუწერენ ფედერაციაში იმას ათამაშებს მუდმივად ესაა ტრაგედიაა ფედერაციაც არაფერს აკეთებს უცხოეთში მოთამაშე ქართველების გადმოსაბირებლად ბევრი ფეხბურთელია ასეთი ირლანდიაშიც წავაგებთ და მერე იმას გვეტყვიან რავქნათ შეხედეთ სად თამაშობენ ირლანდიელი ფეხბურთელებიოო?? ყველამ ვიცით ჩვენი ნაკრების შესაძლებლობები მაგრამ ხომ შეიძება სხვა ფეხბურთელებსაც მიეცეთ შანსი?
გიორგი
23 მარტი 2019 21:38
1
თვითონ ამბობს ამ დონეზე 90 წუთი ვერ ვთამაშობთო და ვინც მაგის სწავლება იცის ის მწვრთნელი მოიყვანონ
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
23 მარტი 2019 21:11
5
რაც არ უნდა ბოლი გამოუშვას ვაისმა (თავისი ფედერაციანად), სიმართლე იმაშია რომ ესენი თავიდანვე წაგებულები გამოვიდნენ სათამაშოდ. არანაირი ჟინი და მონდომება. ტრაგედია წაგება არ არის, ტრაგედია ჟინის არქონაა და თამაშის მოგების არ სურვილი. წესით ასეთი არაადეკვატური განცხადების შემდეგ მწვრთელი უნდა გაუშვა ნაკრებიდან..
დათ
23 მარტი 2019 21:03
3
ცხადაძემაც წააგო გერმანიასთან მაგრამ კაი ჯიგრიანი ფუხბურთი ათამაშა
Emzar Duisburg
23 მარტი 2019 23:10
3
მოკლედ რა ყველა ქართველმა ნებისმიერ მწვრთნელზე კარგად იცის და ესმის ფეხბურთი, მოკლედ ამ ტოტალიზატორმა ყვეა პროფესორად აქცია, ვაისი კი არა ათი ვაისი ვერ უშველის, სანამ გუნდში არ გეყოლება მინიმუმ ისეთი ფეხბურთელები რომელიც მუდმივად თამაშობენ ნორმალურ ლიგაში და იქაც ლიდერები არ არიან, გადახედეთ შვეიცარიის შემადგენლობას, რა ლოგიკა გაქვთ რომ უნდა მოუგოთ მათ, სადაც ჩვენი დონეა იქ ვიგებთ და სადაც სხვა დონე იქ ვერ ვქაჩავთ, ყველაფერი ლოგიკურია
Dato
24 მარტი 2019 00:42
9
ნეხვშია ქართული ფეხბურთი!!!!!!!!!
ბესო
24 მარტი 2019 04:01
1
დააბრუნეთ ცხადაძე,ქართულ ხასიათს უცხოელი ვერ გაუგებს ვერაფერს
zast.
23 მარტი 2019 23:40
12
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული